კვირა, ივნისი 29, 2025

ეს აპლიკაციები არ გადმოწეროთ! – გაფრთხილება კიბერთაღლითობის ახალ სქემასთან დაკავშირებით

სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს გვპირდებიან, ან გვთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც

ფაქტობრივად, თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ  გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.

რჩევები:

არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მითუმეტეს ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში. არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის.
დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გედევან ფოფხაძე – შიმშილობაზე უფრო ეფექტური არის საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა, შიმშილობა იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები

შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელმაც გუშინ შიმშილობა დაიწყო.ფოფხაძის თქმით, შიმშილობას ნამდვილად სჯობს ერთიანი ფრონტით ბრძოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს შეთანხმება ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე.გედევან ფოფხაძის განმარტებით, უნდა მოხდეს ოპოზიციაში შეთანხმება, რის გარშემო ერთიანდებიან, ამ ერთობის პრინციპები რა არის და ასეთ შემთხვევაში, ერთობას ექნება სასურველი პოლიტიკური შედეგი.„ქალბატონ სალომეს ჩვენგან განსხვავებული არაფერი უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის მთელი პოლიტიკური და სახალხო საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, თორემ ის, რომ შიმშილობას სჯობია ერთიანობა და ერთი ფრონტით რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, უნდა დავამთავროთ მაშინ საუბარი რაღაცა ტაქტიკურ თემებზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთ მუშტად ვიკვრებით, ბრძოლა არის უკომპრომისო, რეჟიმთან არ ვთანამშრომლობთ არანაირი ფორმით, ამ ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე შევთანხმდეთ, ისეთზე, რაც მართლა შეაჯანჯღარებს რეჟიმს. ის კი არ იქნება, რიმ პოლიციელები მოვლენ და უბრალოდ ჩვენს ყურებას დაიწყებენ, არამედ შეეშინდება რეჟიმს იმისი, რასაც ვაკეთებთ პროტესტის თვალსაზრისით, რადგან ემპათია მათ არ აქვთ. ძალიან კარგად მესმის, რომ რამდენი მოშიმშილეც არ უნდა იყოს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეჟიმის ემპათიას არ გამოიწვევს და არც არაფერს დათმობენ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა“.

ვინ იშოვა ყველაზე მეტი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე?

1 დღის წინ ფეხბურთი 2 წთ განახლებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაგროვილი რეიტინგის მიხედვით თამაშობენ გუნდები (სულ 32), მიმართული იყო იმისკენ, რომ ამ მივიწყებულ ტურნირს პრესტიჟულობა დაბრუნებოდა. FIFA-მ, ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად, ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზა, საპრიზო ფონდის მასიური ზრდა გადაწყვიტა.772.81 მილიონი ფუნტის ოდენობის საპრიზო ფონდი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: სპორტული შესრულება და მონაწილეობის საფასური. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია კლუბის რეიტინგი, მით უფრო დიდია ანგარიშსწორება. დაბალი კოეფიციენტის მქონე კლუბები უფრო მცირე წილს იღებენ, მაგრამ თითოეული გამარჯვება მნიშვნელოვანი ბონუსია.ჯგუფური ეტაპი უკვე დასრულდა და ცნობილია პლეი ოფში გასული 16-ვე გუნდი. საინტერესოა, რომელმა კლუბმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი ჯგუფურ ეტაპზე.1. მანჩესტერ სიტი - 51.7 მილიონი დოლარი; 2. რეალ მადრიდი - 48.4 მილიონი დოლარი; 3. ბაიერნი - 45.1 მილიონი დოლარი; 4. პსჟ - 42.8 მილიონი დოლარი; 5. ჩელსი - 40.5 მილიონი დოლარი; 6. ბორუსია დორტმუნდი - 39.2 მილიონი დოლარი; 7. ინტერი - 36.8 მილიონი დოლარი; 8. ბენფიკა - 29.9 მილიონი დოლარი; 9. ფლამენგო - 27.7 მილიონი დოლარი; 10. ბოტაფოგო, ფლუმინენსე, პალმეირასი - 26.7 მილიონი დოლარი.იუვენტუსმა 26.6 მილიონი დოლარი მიიღო, ატლეტიკომ - 23.7 მილიონი, ხოლო ინტერ მაიამიმ - 21.1 მილიონი დოლარი.

შალვა პაპუაშვილი – გერმანიის ელჩი თუ თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა

გერმანიის ელჩმა თავისი გუშინდელი სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას დაადასტურა, რომ მას ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, თუ ელჩი „თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა“.ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, ვენის კონვენციის მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან.„რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღი აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვითმიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული „ადამიანის ღირსების“ შელახვაა.ხოლო თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი.ვენის კონვენციის მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გია ვოლსკი – მოშიმშილესთან თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ე.ი. მხარს უჭერ, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს

არავის აღარ უკვირს გერმანიის და სხვა ელჩების გარკვეული პოლიტიკური პოზიცია. ამასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: არ შეიძლება ასე ჩარევა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, „არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს“.„თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს ე.ი. მხარს უჭერ იმას, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა. გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიასთან რომ მივა და შეაგულიანებს, ეს უკვე დანაშაულია. ეს არამარტო კონვენციის დარღვევაა, ეს არის არაადამიანური, არაჰუმანური დამოკიდებულება. მოშიმშილეს უნდა უთხრა, რომ თვითმკვლელობას თავი დაანებოს, ჯანმრთელობის დაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე. სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.„PACE-ში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით შემდგარი დებატიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როდესაც ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე.წამით არ გამჩენია კითხვა – რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელშიც შესვლა მას დამღუპველად მიაჩნია.ეს არის პოზიცია, რომელსაც სრულად ვიზიარებ. არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია. მაგრამ მადლობა მას ასეთი თავგანწირვისთვის.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის სამართლიან წესებს.სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ – წერს ბოკუჩავა.

ბოლო სიახლეები