კვირა, დეკემბერი 29, 2024

ენტონი ბლინკენი – მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ

მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, აშშ ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.

„ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს ბიძინა  ივანიშვილს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირგამომთხრელად რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაშალეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შედეგად საქართველო დაუცველი დარჩა რუსეთის წინაშე, რომელიც კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, პროტესტანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების მიმართ. შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.

ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სექცია 1(a)(ii)(C)-ის შესაბამისად, რადგან პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული იყო ან ცდილობდა ჩართულიყო ისეთ ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან სასარგებლოდ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხვალ ისტორიული დღეა – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისზე ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს. „ხვალ ისტორიული დღეა“, - წერს შალვა პაპუაშვილის ვიდეოს აღწერაში. ხვალ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. პარლამენტში სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შედგება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:44 საათზე, დმანისთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაავადოს ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვა, ვიდრე ის "პოლიტიკურ გამოსავალზე" მუშაობს. როგორც BBC იტყობინება, ტრამპის ადვოკატმა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით სასამართლოს უკვე მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ტრამპი წინააღმდეგია TikTok-ის აკრძალვის და ითხოვს შესაძლებლობას, კაბინეტში მოსვლის შემდეგ, თავად გადაჭრას არსებული პრობლემა პოლიტიკური გზით. საქმე ისაა, რომ 10 იანვარს უზენაეს სასამართლოში TikTok-ის საქმეს განიხილავენ. აშშ-ის კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია 19 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით გაითიშება. მიმდინარე წლის აპრილში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ და ოფიციალურმა პირებმა TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრალდებას უარყოფს, კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიის შვილობილი TikTok-ი ამერიკაში უნდა აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ზი ჩუს გასულ კვირას შეხვდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ეს საქმე უპრეცედენტოა და ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ტრამპს მიაჩნია, რომ, რადგან 20 იანვრამდე მისი მანდატი არ მოქმედებს, TikTok-ის აკრძალვის საკითხი უნდა გადავადდეს, რათა ახალ პრეზიდენტს შანსი მიეცეს, საქმეს პოლიტიკური გადაწყვეტა მოუძებნოს. ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტობისას TikTok-ის აკრძალვას უჭერდა მხარს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, TikTok-ის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 5 ნოემბრის არჩევნებში ახალგაზრდების ხმებიც მოიგო.

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი, თამარ ტაბაშიძე რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა აეროპორტში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს. „აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, - წერს ქართველი ემიგრანტი.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: "ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება". ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბოლო სიახლეები