ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

დღეს, საქართველოს გმირი არჩილ ტატუნაშვილი 36 წლის გახდებოდა

დღეს 2 აპრილს, არჩილ ტატუნაშვილი, 36 წლის გახდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

24 მარტს, არჩილ ტატუნაშვილი  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით   დაკრძალეს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,   არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,როცა ანგარიშები ერთს ამბობს და პოლიტიკა – სხვას”- ირანის ელჩი მიმდინარე მოვლენებს აფასებს

,,დღეს, ერთ მეგობართან საუბრისას, საინტერესო დასკვნამდე მივედით — დასკვნამდე, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეხებოდეს, არამედ საერთაშორისო პოლიტიკასა და ევროპულ ბიუროკრატიაში ხშირად განმეორებულ მეთოდზე მიანიშნებდეს. ის ამბობდა, რომ ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტებისა და ევროპარლამენტის ანგარიშების მიხედვით, ზოგიერთმა ქვეყანამ მრავალი მოთხოვნა შეასრულა და დაახლოებისა და ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა; თუმცა რეალურად, ევროპული ბიუროკრატიის ქცევა ყოველთვის არ ასახავს ამავე ტექნიკურ შეფასებებს. პასუხად, ირანის მაგალითი მოვუყვანე და ვუთხარი: ეს ძალიან ჰგავს საერთაშორისო ატომური სააგენტოს ანგარიშებს, რომლებიც არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ბირთვულ პროგრამაში რაიმე სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე იგივე მონაცემები სრულიად განსხვავებულ შედეგებად ითარგმნება, და უკვე 20 წელია, ევროპელი ოფიციალური პირები თავიანთ გამოსვლებში ხშირად უგულებელყოფენ ოფიციალურ დოკუმენტებს. სწორედ აქ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რეალობა: დღევანდელ მსოფლიოში „ტექნიკური ანგარიშები“ ყოველთვის არ არის გადამწყვეტი — საბოლოო გადაწყვეტილებებს უფრო მეტად „პოლიტიკური ნარატივები“ აყალიბებს. აქ საუბარია ევროპაში „რეალობასა“ და „ნათქვამს“ შორის სხვაობაზე. ამ განსხვავებას ზოგჯერ განაპირობებს არა მონაცემები და რეალობა, არამედ ძალაუფლება, ინტერესები და დრო. ეს სწორედ ის წერტილია, სადაც პოლიტიკა რეალობას სცდება და ზოგიერთი აქტორის ორმაგ სტანდარტს ავლენს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია არა დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა, „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკით კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება

მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები და დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციური ამოცანები ჩამოყალიბებულია, საკითხი არ არის ნეიტრალიტეტსა და არანეიტრალიტეტს შორის.„საკითხია იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ გარშემო რაც ხდება, არ წყდება დეკლარაციებით, კონსტიტუციაში ჩანაწერებით და ამგვარი ტერმინების შემოტანით. ამას ბრძნული პოლიტიკა უნდა, რომელიც ქვეყანას აარიდებს კონფლიქტებს და იმ სირთულეებს, რასაც მსოფლიო გადის.საქართველოს ხელისუფლება იმის მაგალითია, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოს პირველად აქვს პერიოდი, როცა ქვეყნაში ომი არ დაწყებულა და სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა. ეს შემთხვევით არ ხდება. ბოლო რამდენიმე წელია, წინაპირობა იყო, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. ომი გარანტირებულად იქნებოდა, რომ ზოგიერთ უცხოელს საქართველოს ხელისუფლების კაბინეტებში დახვედროდნენ ცალ ფეხზე მდგომი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გარანტირებულ ომს იმის გამო გადავრჩით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დავაყენეთ. მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები და დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას ქართველობაზე, ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ინტერესებზე როცა არ აფუძნებს, მას წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს

რადიკალურ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური სახის გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და უნდათ ვენესუელელობა; შეხედავენ უნგრეთს და უნდათ უნგრელობა; შეხედავენ ნეპალს და უნდათ ნეპალელობა. მთავარია ის, რომ ქართველობა არ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს არის მათი მთავარი პრობლემა.„უნდათ, იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი. არაქართველს არასოდეს ექნება წარმატება საქართველოში. პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას ქართველობაზე, ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ინტერესებზე როცა არ აფუძნებს, ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ იმ სასოწარკვეთას აჩვენებს, რაც ოპოზიციაშია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – იმედი მაქვს, აშშ არ შეწყვეტს უკრაინისთვის დახმარების გაწევას და ამ ომს არ მიატოვებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

იმედი მაქვს, აშშ არ შეწყვეტს დახმარების გაწევას, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას.ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების გაწევას.„იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები არ შეწყვეტს დახმარების გაწევას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ ომს არ მიატოვებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს შეინარჩუნონკავშირი ევროპასთან.„იმედი მაქვს, რომ აშშ არ შეწყვეტს ჩვენთვის დეფიციტური სისტემების მოწოდებას. ეს ჩვენთვის საკვანძო საკითხია. იარაღის შესაძენად ვიყენებთ არა ამერიკულ, არამედ ევროპულ თანხებს, მათ შორის ნიდერლანდების მხარდაჭერას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.მისი თქმით, იარაღის შესყიდვის პროგრამა PURL, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული, ერთიანობას აჩვენებს.„ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გაძლიერების რისკების გათვალისწინებით, ასეთი საფრთხეები შეიძლება არსებობდეს. რატომ გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა ასეთი კომენტარი? გთხოვთ, ეს მას ჰკითხოთ. ყოველ დღე რაღაც სიახლეა“- აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საქმეში აღარ არის ჩართული.„ერთ-ერთი რამ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის, რომ ევროპას ვუთხარით, იარაღის ყიდვა თუ გსურთ, შეგიძლიათ, შეერთებული შტატები აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის მას უკრაინაში“, – განაცხადა ვენსმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტას დონალდ ტრამპის თხოვნით დათანხმდა

ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტას დონალდ ტრამპის თხოვნით დათანხმდა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის მინისტრებს განუცხადა.როგორც The times of Israel-ი წერს, ნეთანიაჰუ მინისტრების მოთხოვნას, რომ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კენჭისყრა ჩატარებულიყო, არ დაეთანხმა.„როდესაც ისრაელის უდიდესი მეგობარი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებს, ისრაელი მასთან თანამშრომლობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის პერიოდში, რომელიც ამაღამ უნდა დაიწყოს, დარჩებიან იმ „სტრატეგიულ წერტილებზე“, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ.მედია იუწყება, რომ მინისტრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან გაიგეს.

ბოლო სიახლეები