სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა-,,ერთ რამეს მივხვდი! დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.

გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია. მწერალი დღეს 80 წლის გახდა.

თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.

გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე „ბრმადყოფილზე და…“. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.

გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება ნათარგმნია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ამასთან, გასულ წელს გურამ დოჩანაშვილი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა „ბრმადყოფილზე და…“ ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა შიმშილობა დაიწყეს. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი დარეჯან ცხვიტარიაც.ფოფხაძის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვა არ არის ის ერთადერთი ფორმა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ.„რეალობა შეიქმნა ასეთი, რომ საპროტესტო მოძრაობის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში იჭერენ, ქვეყანა ძალიან ფორსირებულად და დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ. ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს, ეს ყველაფერი ისევ ჩადგეს პოლიტიკურ ჩარჩოში. ჩვენ თუ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანა უბრალოდ ვერ განვითარდება.ქუჩის გადაკეტვა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამ ფორმით ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი საპროტესტო კერის გაჩენა. რასაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, რაც ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, აკეთებს ხელისუფლება, მე მიმაჩნია, რომ ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა. ამ შემთხვევაში ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ ფორმაა, რომელიც არის ეფექტური და, ჩემი აზრით, ამ ვითარებაში არის ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც შექმნა რეჟიმმა“, – განაცხადა ფოფხაძემ.ამასთან, დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ახლა პროტესტის გაგრძელება ყველაზე მნიშვნელოვანია.„მივმართეთ უკიდურეს ფორმას – შიმშილობას. ძალიან ბევრი ვიყავით სიაში და ამ სიიდან 10-15 ადამიანი დაკავებულია. ვფიქრობ, ახლა რუსთაველის გადაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც პროტესტის გაგრძელება. ვინმეს თუ სურვილი აქვს, რომ ეს პროტესტი უფრო გაფართოვდეს, მიიღოს მონაწილეობა. ეს პერმანენტული იქნება“, – განაცხადა ცხვიტარიამ.

ირაკლი ნადარეიშვილი – ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტები და შემოსავლები 13%-ზე მეტითაა გაზრდილი

ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ვიზიტორების, ასევე ინდუსტრიაში გენერირებული შემოსავლების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.„გეოგრაფიას თუ შევხედავთ, პრიორიტეტული ქვეყნები, რომლებშიც ევროკავშირი ნამდვილად გამორჩეულია, ამ ზრდაში წამყვან როლს თამაშობენ – 2025 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების 13%-ზე მეტით ზრდა დაფიქსირდა. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, ამ მოგზაურების მიერ გენერირებულ შემოსავალსაც“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკით ტურიზმის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს სამიზნე ბაზრებზე ქვეყნის წარმოჩენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.„ამის ძალიან კარგი ილუსტრაციაა გერმანიასა და საფრანგეთში დაწყებული ახალი კამპანია, რომელიც ზამთრის მოსამზადებელი სეზონისთვის ტურისტების საქართველოში მოზიდვასა და  ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს, მათ შორის, სამთო-სათხილამურო მიმართულებით, მეორე მხრივ კი, ესაა პირდაპირი დაკავშირებადობის და პირდაპირი ფრენების სტიმულირება-განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ათეულობით მიმართულება შემოემატა იმ პორტფელს, რომლითაც თბილისი და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტები პირდაპირი ფრენებით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქებს დაუკავშირდნენ.საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 სხვადასხვა ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. პარალელურად, გერმანიის უმსხვილეს ქალაქებში — ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ჰამბურგში — მეტროს სადგურებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე გამოიფინა საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების სარეკლამო ბანერები.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნება“ კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება კონსტიტუციურ სარჩელს, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.როგორც იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება.„შოკის მომგვრელი სიახლე საქართველოდან – მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი მთავარი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახლის“ (კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ნაწილი) აკრძალვის მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ ლუკაშენკოს ტყუპისცალად გადაიქცა – კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე CERN-ის მეცნიერებსა და გლობალური ექსპერიმენტების ლიდერებს – ტიციანო კამპორეზისა და ანდრეი გოლუტვინს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ცნობილ მეცნიერებს - CERN-ში მიმდინარე გლობალური CMS-ექსპერიმენტის ლიდერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის SHIP ექსპერიმენტის სპიკერს, Imperial College London-ის (დიდიბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორს, ანდრეი გოლუტვინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი ახალი მემორანდუმების ფარგლებში სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ მსჯელობა იყო.შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.მხარეებმა ისაუბრეს CERN/CMS ექსპერტიმენტის მეორე ფაზის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, მომავლის ციკლური კოლაიდერის - FCC-ის რეალიზების პირველი ეტაპის სამუშაოებსა და CERN/SHIP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მონაწილეობის შესახებ.აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის მიმდინარე და სამომავლო გლობალურ ექსპერიმენტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში როგორც სტუ-ის, ასევე ქართველ მკვლევართა ინტეგრაციისა და ქმედითად პოზიციონირების მხრივ. როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ პროცესებში სულ უფრო მეტად ცდილობს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვას.როგორც CERN-ის მეცნიერებმა აღნიშნეს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია საუკეთესო შეფასებას აძლევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობას და დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ესპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას; შესაბამისად, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის მეცნიერებს არსებული და მომამავლის კოლაბორაციების შეუცვლელ წევრებად მოიაზრებს.სტუ-ის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები - პროფესორები ტიციანო კამპორეზი და ანდრეი გოლუტვინი, შეხვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერ, პროფესორ ზვიად წამალაიძესა და CERN-LHC ჯგუფის წევრ მეცნიერებს, რომლებთან ერთადაც კოლაბორაციის უახლოეს სამოქმედო გეგმას განიხილავენ. გარდა ამისა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერები სტუ-ის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს გამართავენ.

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს.ქადაგიძის თქმით, ოპოზიციამ არც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩვენებსაც და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ოპოზიციას მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული პარტიები მაშინ, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ.“2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს; მანდატები გადაყარეს; ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხზე დაიკიდეს; პარლამენტის ლეგიტიმაცია არ სცნეს; სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აღიარებენ; 2025 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს; პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანეს; ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად რევოლუცია მიაჩნიათ.ამ ყველაფრის მერე, რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია? თუ აქვთ ერთი ადგილი, მოაწყონ რევოლუცია... მაგრამ 300 კაცით ნამეტანი გაუჭირდებათ.” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები