კვირა, აპრილი 19, 2026

დონალდ ტრამპმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც უკანონოდ აკავებენ აშშ-ის მოქალაქეებს.

ტრამპის განკარგულება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებას აძლევს, დააწესოს სანქციები ან სხვა ზომები მიიღოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც მიენიჭებათ „აშშ-ის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მხარდამჭერი სახელმწიფოს“ სტატუსი.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება შექმნილია „აშშ-ის მოქალაქეების უკანონო დაკავებისგან დასაცავად და იმ უცხო ქვეყნების  მთავრობების წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებისათვის, რომლებიც მსგავს პრაქტიკას მიმართავენ“.

აშშ-ის მთავრობა არ აქვეყნებს მონაცემებს უცხოეთში დაკავებული ამერიკელების შესახებ, თუმცა Foley Foundation-მა, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა, აღნიშნა, რომ 2024 წელს, სულ მცირე, 54 ამერიკელი უკანონოდ იყო დაკავებული 17 ქვეყანაში.

სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში ბრძანებას უწოდა „უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც ახალ საფასურს დააკისრებს მათ, ვინც უკანონოდ აკავებს ამერიკელებს საზღვარგარეთ“. რუბიოს თქმით, აღნიშნული სტატუსის მქონე ქვეყნებს შესაძლოა, დაუწესდეს ეკონომიკური სანქციები,ასევე სავიზო შეზღუდვები ან შეუწყდეს საგარეო დახმარება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი სტატუსი შექმნილია „ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს“ კლასიფიკაციის ანალოგიით.

თეთრი სახლის ცნობით, განკარგულება ვრცელდება არასახელმწიფო სუბიექტებზეც, რომლებიც „მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ“, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ ოფიციალურად არ აღიარებს მთავრობად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ

დღეს მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას აღნიშნავენ.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ტროპარიდაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.კონდაკიგამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ — „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ – ჩვენი მებრძოლები დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ათდღიან ცეცხლის შეწყვეტას „პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს“.ამასთან, მათი თქმით, შეურაცხმყოფელია, რომ აშშ-მა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, თუმცა ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.დაჯგუფება ასევე აცხადებს, რომ მისი მებრძოლები „დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით“, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას.„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია შემდეგი „ხუთი პუნქტის“ შესრულება: აგრესიის სამუდამოდ შეჩერება მთელ ლიბანში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით; ისრაელის მტრის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საზღვრებამდე. პატიმრების გათავისუფლება; მცხოვრებლების დაბრუნება თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში ისრაელის საზღვრამდე; ქვეყნის აღდგენა არაბული და საერთაშორისო მხარდაჭერითა და ეროვნული პასუხისმგებლობით.„ჰეზბოლა“ ღიაა ლიბანის ხელისუფლებასთან სრული თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, მანამდე, „სქაი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

სტუ-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, უფლებამოსილება შეუჩერდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულზე, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელია განცხადებას ავრცელებს.სტუ აღნიშნავს, რომ მას შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა სახის სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა.-ს დაკავების ფაქტს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემზარავი ქმედებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის და ადამიანური ურთიერთობების ძირითად საფუძვლებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.ამასთანავე, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, - ნათქვამია განცხადებაში.

11 წლის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მშობლები დაიღუპნენ – კიევში დღევანდელ ტერაქტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

კიევში გოლოსეევოს რაიონში, დღევანდელი სროლის შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი. მათი 11 წლის შვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა. აღნიშნულია, რომ მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპა. ქალი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.„მათი 2015 წელს დაბადებული ვაჟი ცეცხლსასროლი ჭრილობით ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მას საჭირო დახმარება ეწევა“, - ნათქვამია განცხადებაში.დღევანდელი თავდასხმას უკვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.გავრცელებული ცნობით, კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯერ ქუჩაში გამვლელების მისამართით სროლა დაიწყო, ხოლო შემდეგ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.სროლის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. „ამჟამად 10 ადამიანი საავადმყოფოშია მიყვანილი ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას მიეწოდება აუცილებელი დახმარება. ოთხი მძევალი გადაარჩინეს. დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს, საზოგადოებას მიაწოდონ ყველა გადამოწმებული ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკოს განცხადებით, თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, 58 წლის უკრაინის მოქალაქეა.„მან დემიევსკის ქუჩიდან დაიწყო თავისი განზრახვის შესრულება. გზად ოთხი ჩვენი მოქალაქე დახვრიტა, მეხუთე გარდაცვლილი კი მაღაზიაში მძევლად აყვანილი მოქალაქეა, ერთი ადამიანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – განაცხადა კლიმენკომ.

“მაგიდაზე მისთვის განკუთვნილ პურს დებდნენ…” – მორწმუნეებს, კვირაცხოვლობას, ეს სიწმინდე სახლში მიაქვთ

არტოსი (ბერძნ. პური) — წინასააღდგომოდ გამოსაცხობი პური, ეკლის გვირგვინიანი ჯვრით ან აღდგომის გამოსახულებით, ნიშნად იმისა, რომ იესო აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ტრაპეზობდა.მაცხოვრის ამაღლების შემდგომ მისი მოწაფეები იესოს სკამზე არ სხდებოდნენ, მაგიდაზე კი მისთვის განკუთვნილ პურს - არტოსს დებდნენ.აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პირველი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან, მაცხოვრის ხატის წინ, პატარა მაგიდაზე დევს არტოსი. ამ საგანგებოდ გამომცხვარ რამდენიმე პურს, ბრწყინვალე შვიდეულის ბოლოს, მცირე ნაწილებად ჭრიან და აღდგომის სწორს, კვირაცხოვლობას, წირვის შემდეგ მორწმუნეებს ურიგებენ.არტოსს მორწმუნენი პატარ-პატარა ნაჭრებად ახმობენ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ხატების კუთხეში, სუფთა თავდახურული ჭურჭლით და განსაცდელის ჟამს (ავადმყოფობისას) იხმევენ, როგორც დიდ სიწმინდეს დილით, უზმოზე, სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ასევე სულიერი და ფიზიკური უძლურებისას. ასე რომ, არ გამოტოვოთ კვირაცხოვლობის წირვა და შინ დაბრუნდით სიწმინდით - არტოსით.

ბოლო სიახლეები