აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდება, ვიდრე თეირანი კონფლიქტის მუდმივ წინადადებას არ წარადგენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელისუფლება სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის, პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, შევაჩეროთ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. შესაბამისად, მივეცი მითითება ჩვენს სამხედრო ძალებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მიმართულებით დარჩნენ სრულ მზადყოფნაში. ასევე მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება ამა თუ იმ გზით“, – აღნიშნავს ტრამპი.
ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა და აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა.

