შაბათი, აპრილი 18, 2026

დონალდ ტრამპი – ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა იყო, საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

„მე ახლახან დავასრულე შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და მის წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობა გრძელდება. საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, წარსულში ირანმა გადაწყვიტა შეთანხმებაზე უარი ეთქვა, რაც ტრამპის თქმით, მათთვის ცუდად დამთავრდა.

„იმედია, ამჯერად უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანები იქნებიან“, – წერს ტრამპი.

როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ბენიამინ ნეთანიაუჰუსთან ასევე განიხილა ღაზაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ შეხვედრა თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს მოლაპარაკებების კონტექსტში და ორივე მხარე შეთანხმდა მჭიდრო კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებაზე“, – აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სქაი ნიუსი“ – სულ მცირე, ორ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა, მათ ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ საზღვაო მონოტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა სრუტეში სტანდარტულ საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო.პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით, საერთაშორისო კოლონა, რომელსაც სრუტეში გავლის იმედი ჰქონდა, უკვე დაიშალა და სხვადასხვა მიმართულებით დაწყო მოძრაობა.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, რის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

ლანა გალდავა – ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად ვიქნებით ოპტიმიზმით, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა უთანასწორო გარემო.„პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს და პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. ძალიან კარგია, თუ შეცვალა პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორმა, ეს დადებითი ფაქტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, არჩევნებამდე აქციებით უნდა მივიდნენ, ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ლელო“ იქნება ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზია.„პირველ რიგში, ეს გახლავთ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია. არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, მთავარია, ეს იყოს ბრძოლა, არ იყოს ბოიკოტი და ჩვენ ვიყოთ აქტიურები მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. ვართ აქტიურები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მუდმივად ვამბობდით და ვამბობთ, რომ არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ვამბობთ, რომ პოლიტიკა ხალხს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტიკოსები იყვნენ ხალხის სამსახურში. ამიტომ, ბოიკოტის ნაცვლად, მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ აქტიურ ბრძოლაში. ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი. ხალხის აქტიურობას საარჩევნო დღეს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი, რადგან გაყალბების ალბათობა ძალიან მცირეა“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იქნება.კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მარკ რუტე – საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან არ გაიყვანს. ამის შესახებ რუტემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.„მე ვერ ვხედავ აშშ-ის ნატოდან გასვლის ალბათობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს უფრო ძლიერი ევროპა სჭირდება.რუტეს განცხადებით, თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაში ცუდი  არაფერია.„პრეზიდენტი ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატო-ს ზოგიერთი წევრით და მე მესმის მისი იმედგაცრუება. საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება. ეს გადამწყვეტია ჩვენი შემაკავებელი ძალისა და თავდაცვის შესანარჩუნებლად. უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება. თავდაცვის ინდუსტრია ცენტრალურ როლს ასრულებს, რათა ჩვენ შევძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება“, – განაცხადა მარკ რუტემ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას. მან ალიანსის წევრებს „ქაღალდის ვეფხვები“ უწოდა.

ცოტნე ივანიშვილი – ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებს შორის საუბარი დაიწყო, იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება მათთვის, ერთმანეთს ეკამათონ, მჯერა, ეს კარგ შედეგს...

პირადად, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ახალგაზრდებს შორის საუბარი დაიწყო, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა გურიაში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ეცდება, რომ ახალგაზრდების შეხვედრებს თავადაც დაესწროს.„ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა. კარგი შეკითხვებიც იყო და კარგი პასუხებიც. მჯერა, ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა ჩაიწერეს ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ, გულით და ღირსებით მოეკიდებიან თითოეულ გამოწვევას, პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს.მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, ერთმანეთს ესაუბრონ, ეკამათონ. სიამოვნებით დავესწრებოდი აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. უბრალოდ, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ ვახერხებ ყოფნას, თორემ აუცილებლად ყველა რეგიონს ვესტუმრებოდი და სადმე თუ შევძლებ, რომ დავესწრო, მეც პირადად აუცილებლად ვეცდები, ყველა შეხვედრაზე ვიყო“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ბოლო სიახლეები