შაბათი, ივლისი 5, 2025

დიმიტრი ხუნდაძე -„ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს,
რომ ქართულ ოპოზიციას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე
არანაირი შანსი არა აქვს და მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა.
დეპუტატი მოსახლეობის განწყობებზე და მოსალოდნელ შედეგზე საუბრობს:
-„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები
მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლას
აუცილებლად მოიგებდნენ, თუმცა, უკვე თავად აღიარეს, რომ დამარცხდნენ.
სააკაშვილის განცხადებებზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა მათ მხარდამჭერებში
მოტივაციის ამაღლებას ემსახურება და სხვას არაფერს. მხდალი სააკაშვილის
განცხადებებზე საუბარიც არ ღირს, მაგრამ სასოწარკვეთილი ოპოზიციის
განცხადებები ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით, რევოლუციურ
სცენარზე ღიად საუბარი. მათ კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში შანსი არა აქვთ,
2024 წლამდე ლოდინი კი ამ ოპოზიციის ფაქტობრივ გაქრობას ნიშნავს. ამიტომ
ემზადებიან არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდგომი
პერიოდისთვის, 3 ოქტომბრისთვის. სააკაშვილის მიერ დაანონსებული
ეგრეთწოდებული ჩამოსვლაც ამაზე მიუთითებს.
„ქართულ ოცნებას“ საკმარისი მხარდამჭერები ჰყავს იმისათვის, რომ ეს
არჩევნებიც დამაჯერებლად მოიგოს. მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე,
წინასწარი ციფრების დათვლა მათ კარგად იციან და ბუნებრივია, ელიან წაგებას.
ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედია ის არის, რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ
სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშენაუში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.„მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბოლო სიახლეები