ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა

„დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი და, პარალელურად, დაიწყო რადიკალური ოპოზიციის პოპულისტი და მატყუარა ორატორების რეალური სახის კიდევ უფრო გამოაშკარავება. ალბათ, ნათელია რა იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი მათგან. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც მათი მხრიდან უფრო ინტენსიური და ყოველდღიური გახდება. ეს რომ მხოლოდ უმადურობით მოსდიოდეთ, კიდევ კარგი იქნებოდა, მაგრამ მათ ტყუილი და დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის სჭირდებათ და არა – უკეთესის მიღწევისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 მისი თქმით, სახიფათო ტყუილია როდესაც ოპონენტები საუბრობენ რუსეთის სანქციებზე და პენსიების 1000 ლარამდე გაზრდაზე, რადგანაც მისი განცხადებით,  სანქციების შემოღების შემთხვევაში ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება და არათუ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას, არამედ არსებული პენსიის დარიგებასაც ვერ მოახერხებენ. უარეს შემთხვევაში კი ეს იქნება უკრაინიზაციისკენ გზა და რეალობად იქცევა დანილოვის რეკომენდაცია – დედებისა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვის თაობაზე.

მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა და უკან არავინ დაბრუნებულა. „არადა, სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა – ნაცების დროს, მაშინ, როცა ვაშაძეც ამ მმართველობაში იყო, ქვეყნიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ დროს კი 2400 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე – გავიდა. მინდა გითხრათ, რომ არ ვითვლი 2023 წლის მონაცემებს, როცა რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ემიგრაციის ჭარბი შემოდინება შეინიშნებოდა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ არ იქცეს“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ბავშვების შიმშილობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „ ბევრჯერ მოგისმენიათ უმძიმესი ტყუილი, რომ თითქოს ბავშვები საქართველოში შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? არც ერთი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამას სჭირდება შრომა და არა – სპეკულაცია.  თუმცა, ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველწლიურად, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად (ჯანდაცვის ხარჯებს არ ვგულისხმობ მათზე), ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს ციფრი იყო – ნული“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცვლილებების პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მან განმარტა, აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი – თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კახელებს შეურაცხყოფას აყენებს და ჩმორებს უწოდებს: მონობა სისხლში გაქვთ. უფხო და უნიათო ხალხი ხართ

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კახელებს შეურაცხყოფას აყენებს.ამასთან, მაჩალიკაშვილი კახელებს ჩმორებს უწოდებს„კახელებო, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამხელაზე უმოქმედოდ თუ ვიქნებიდით. დღეს ერთ ერთი რეგიონია კახეთი, ვისაც ამ დიდი მაშტაბის უსამართლობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის უნარი არ გააჩნიათ. მე მოკიბ, მიკივიბის გარეშე გეტყვით, სისუსტე სისხლში გაქვთ. უფხო და უნიათო ხალხი ხართ 70%. 2010 წელს ყურძნის ჩასაბარებელი ფასი იყო 1 ლ 20 თეთრი. როცა დოლარი ღირდა 1ლ 60 თეთრი. დღეს 2025 წელს როცა დოლარი ღირს 2, 70 ყურძნის ჩასაბარებელი ფასია 1 ლ. როცა, დანარჩენ ყვალა სახის პროდუქცაიაზე 1000% არის ფასები გაზრდილი.მე ეხლა რა მაინტერესებს, გეტყვით და კითხვა უნდა დაგისვათ, რამ გამოიწვია ასე თქვენი დაჩმორება?იქნებ მიპასუხოთ, მართლა კაცურად, არა ისე როგორც გჩვევიათ უაზრო ბლაყუნი და ბიძინას ერთი ადგილის ამოლოკვა. კახეთი ვაზის მხარეა, და კახეთის ღირსშესანიშნაობებს ყურძენი და ვაზია.ჩვენ კი კახელებმა, ეს ყვეფაფერი ლაფში ამოსვარეთ, ვაზიც და მხარეც,მარტო იმის გულისა ბიძინას ერთი ადგილი გადაგერჩინათ.მე გეტყვით, მას ბიძინას სულ ერთ ადგილას კიდივართ, ჩვენც და ჩცენი ჩვენი ვაზიც, აი ესაა სრული სიმართლე და რიალობა, არ მიწყინით კახელებმა, მეც თავად კახელი ვარ.

15 წლის თამარს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

დახმარების თხოვნა! გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი, თუნდაც ვერ ახერხებთ დახმარებას – ესეც დიდი მხარდაჭერაა! მე ვარ მარტოხელა დედა და ჩემი 15 წლის შვილი, თამუნა, მძიმე მდგომარეობაშია. ის ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და თავში კისტა. სასწრაფოდ სჭირდება თავის ტვინის დეტალური გადაღება და ხანგრძლივი მკურნალობა.ჩვენ ქირით ვცხოვრობთ, არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და ახლა მხოლოდ საზოგადოების თანადგომის იმედი მაქვს. გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი შვილის გადასარჩენად – თითოეულ ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს!დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი – #GE39BG0000000589168699თიბისი ბანკი – #GE81TB772294506810004833001026789 გაბუნია ქრისტინე თუკი არ შეგიძლიათ თანხით დახმარება, ძალიან გთხოვთ მაინც გააზიაროთ ეს პოსტი – იქნებ ვიპოვოთ კეთილი ადამიანები, ვისაც შეუძლია პატარა თამუნას იმედის მიცემა...

ვილი სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ – ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩვენს ჯგუფში არის გამოკვეთილი ლიდერი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. რაც შეეხება ამ გუნდთან მატჩს, მათთან პირველი შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კარგად ვითამაშეთ. ველოდები, რომ მოახლოებულ თამაშში 90 წუთის მანძილზე აგრესიულად ვიმოქმედებთ და გვექნება სწორი დამოკიდებულება, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელია.ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორ განვითარდა ქართული ფეხბურთი. საჭიროა, გქონდეს ამბიცია, რომ მიაღწიო დიდ შედეგს. ჩვენი ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, ხვალ შესანიშნავი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ყველაფერი პირველად ხდება, გასულ წელს პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული შედეგი იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა საინტერესო სპორტი, სიურპრიზები ხდება.არ ვიცი, რამდენად შემიძლია ფეხბურთელებთან გამართული საუბრის დეტალებზე აქ ვილაპარაკო, ეს შიდა საკითხი და გუნდში სამუშაო გარემოს ნაწილია. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ახალი პრობლემა არ არის, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ იდეალური ვარიანტი. არ ვგულისხმობ კონკრეტულ ფეხბურთელებს, არამედ უფრო იმ სისტემას, რომელიც ამ ფლანგზე უნდა მუშაობდეს.მწვრთნელს შეუძლია გუნდის შემადგენლობის შეცვლა. მისი მთავარი დანიშნულებაა, იპოვოს სწორი ბალანსი და კომბინაცია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იდენტობაა, რაც მოედანზე უნდა გამოჩნდეს მთელი თამაშის განმავლობაში.დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩი ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან მხოლოდ ჩვენი სტილითა და თვისებებით შეგვიძლია მართლაც გამორჩეული შედეგის მიღწევა.როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ მოვდუნდებით, შანსი არ გვექნება. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად სხვა გუნდი დავინახოთ, ვიდრე ორი დღის წინ“, – განაცხადა სანიოლმა.თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო – FM 102.3.

მიხეილ სააკაშვილი – 4 ოქტომბრის ერთ-ერთი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, საჭიროა პროტესტების გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება

რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა. 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და, როგორც ჩანს, „ქოცების“ მიერ შემოგდებული თემების, მათ შორის ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილის თქმით, „სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისათვის, რომ ამან დიქტატურაში, მინიმუმ, შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება“.„რეჟიმის სრული შიდა და გარე დელეგიტიმაცია ან ორივე ერთად. რეჟიმის დელეგიტიმაცია სადღაც 80%-ით უკვე მომხდარია, სწორედ ამიტომ „ადგილობრივ არჩევნებში“ მონაწილეობა იყო სრულიად უპატიებელი ცოდვა, იმიტომ, რომ მისი ამოცანა იყო რაღაცის ნაცვლად (თვითონ ხვდებით ალბათ რისიც) რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ამაღლება.რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს. პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება.ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც რეჟიმთან არანაირად არ თანამშრომლობს. ამის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები