ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს: ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?

ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!- ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დასვით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ურჩია, სხდომის გუშინდელი ჩანაწერი გადაახვიოს და მომხდარ არეულობაზე საკუთარი წვლილი შეაფასოს.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგმართავთ, გთხოვთ, გირჩევთ, გადაახვიეთ გუშინდელი სხდომა და ნახეთ, პერსონალურად თქვენი წვლილი რამხელა იყო იმ არეულობაში. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყოველ ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ და დაადგინოთ: „თქვენთვის ეს შეიძლება, თქვენთვის არა, ის თუ გამოვა და ილაპარაკებს სამი წუთი სხვა თემაზე, არა უშავს, თქვენ ხმას არ ამოგაღებინებთ, მიკროფონს გაგითიშავთ!“ გუშინ ჩვენი ერთი კოლეგა აქედან გააძევებინეთ და მანამდე თქვენი სხვა კოლეგები რას შვრებოდნენ, სადამდე იყვნენ შესული აგრესიული რიტორიკით და ხელების ქნევით, ეს ვერ შენიშნეთ. გადაახვიეთ და ნახავთ თქვენი წვლილი რამხელაა ამაში!“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარის ხვედრი რთულია“.

„რთულია, ბატონო დავით, თავმჯდომარის ხვედრი. რა ვქნათ, ჩვენც ხანდახან გვჭირდება მეტი ძალისხმევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარადგენენ – შევიკრიბებით რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიკრიბებიან ორშაბათს რუსთაველზე და დეტალურად იქ გააცნობენ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტუმურად აღიარებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში და რამაც დადო შედეგი არაღიარებისა. ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ. სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამასთან, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მეცნიერებს მარინა მენთეშაშვილს და ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს მარინა მენთეშაშვილს და ამავე ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ინსტიტუტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინა მენთეშაშვილმა და ვაჟა ტარიელაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. „ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: „დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, ამხნევებენ. ერი თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს”, - ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თითოეული ჩვენთაგანის, მეცნიერისა და მკვლევარის მოღვაწეობის ქვაკუთხედი. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ღირსეული მეცნიერების დაფასება და მივცეთ მაგალითი. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის კადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს დააფასოს გამორჩეული ადამიანები. უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინა მენთეშაშვილის და ვაჟა ტარიელაძის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგიებსა და მეცნიერებისთვის უნივერსიტეტის საპატიო დიპლომის გადაცემის თაობაზე. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინას და ბატონ ვაჟას და წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

„16 წლის ვიყავი, როცა საწარმოო უთოში დამეწვა ხელი…“ – პარაოლიმპიელი ანა ჯაფარიძის გზა დიდ წარმატებამდე

ზაფხულში, როცა სპორტული სამყაროს ცენტრმა პარიზში გადაინაცვლა, ქართველმა სპორტსმენებმა ქვეყანას არაერთი მედალი და დიდი სიხარული მოუტანეს. ამ საერთო ზეიმის ერთ-ერთი შემოქმედი 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძეც იყო. ანას გზა წარმატებამდე იოლი არ ყოფილა. მან "პრაიმ შოუში" გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება: „16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი" - ამბობდა ანა.  

„ვაპირებთ განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“ – ანა დოლიძე

„ვაპირებთ განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ, ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა. „დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“,- კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა დოლიძე.

საჩივრების წარდგენის ვადა დასრულდა – შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ამ დროისთვის შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. "საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. 2020 წელს წარმოდგენილი იქნა სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს 1840 საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და იმ დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს. ამავდროულად წარმოგიდგენთ, 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს და სტატისტიკა აქაც კლებითია. მაგალითად: სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს სულ წარმოადგინეს 629 საჩივარი, 2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 570 - საჩივარი. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას, 2020 წელს წარმოდგენილ იქნა 1425 საჩივარი, 2021 წელს 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ბოლო სიახლეები