ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026

დავით მათიკაშვილი – სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა

ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. მხოლოდ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ უნდათ, ეს ყველაფერი დაინახონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ფიასკოს განიცდის.

„რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას და მის ადმინისტრაციას, საზოგადოებას, რომ ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი ფიასკო, რომელსაც საზოგადოება დაინახავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს.

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ვერ ახერხებს“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლორა თორნტონი – სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს დაცემა

ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.მისი თქმით, საბედისწერო ხარვეზები „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო.„სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს დაცემა. 2014 წელს გადავედი საქართველოში, რათა „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ოფისის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ეს იყო წარმატებული და დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილების ცოტა ხნის შემდეგ ყოფილი მთავრობიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „ქართული ოცნების“ კოალიციისკენ, რომელიც იყო „ენმ“-ს დასამარცხებლად გაერთიანებული მრავალფეროვანი კოალიცია. ეს იყო ნამდვილად საინტერესო დრო, სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ხელმძღვანელობდა ღია მმართველობის პარტნიორობას. ჩვენ პარლამენტში ვმუშაობდით დემოკრატიული რეფორმების მთელ სერიაზე, ქვეყანა სწრაფად მიისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესისკენ.უნდა ვთქვა, რომ ეს პერიოდი იყო ხანმოკლე. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა. პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო საბედისწერო ხარვეზი. ეს ხარვეზი არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ის არის ადამიანი, რომელმაც დააფინანსა „ქართული ოცნების“ შექმნა და მან იმსახურა პირველი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ივანიშვილი არასდროს ყოფილა ერთგული დემოკრატიული პრინციპებისა თუ პროცესებისადმი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან – ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა. მეორე, იმ ფართო კოალიციამ, რომელიც აღვწერე, დაიწყო ნგრევა 10 წლის წინ, 2015 წელს, როდესაც უფრო დემოკრატიულმა და დასავლეთზე ორიენტირებული პარტიებმა დაიწყეს გამოყოფა. მესამე, თითქმის დაუყოვნებლივ დავინახეთ ლიბერალური გრავიტაცია, რომელიც იწყება, როგორც ეს ხშირად ხდება, რუსული ნარატივებითა და დეზინფორმაციით უმცირესობებზე, ქალებზე, ეთნონაციონალიზმსა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე. ეს სწრაფად გადავიდა თავდასხმებზე სამოქალაქო საზოგადოებაზე, სახელმწიფოს მტრებზე, მედიასა და ინსტიტუტებზე, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ“, – განაცხადა თორნტონმა.როგორც თორნტონმა აღნიშნა, მიიჩნევს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს საბოლოო გაყრას დასავლეთთან და სრულ ვარდნას ავტორიტარიზმში.„საქართველომ სწრაფად დაუჭირა მხარი არა უკრაინას, რუსეთს და ისინი ჯერ კიდევ არიან, როგორც მნიშვნელოვანი სანქციების თავიდან აცილების მარშრუტი რუსეთისთვის, რაც მართლაც ირონიულია, რადგან უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. საქართველო რუსეთის მიერ 20%-ით არის ოკუპირებული. საქართველოს ლიდერები უწყვეტად ესხმიან თავს უკრაინასა და ზელენსკის, საკმაოდ მშვიდნი იყვნენ რუსეთთან დაკავშირებით. შემდეგ მათ თავდასხმები მიიტანეს  ევროპასა და შეერთებულ შტატებზე. გვადანაშაულებენ, რომ ვართ გლობალური ომის პარტიის ნაწილი, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში ითრევს და ადანაშაულებენ ევროპას, კერძოდ, იმაში, რასაც მათ უწოდეს ლიბერალური ფაშიზმი. ამის საპირისპიროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად უწოდა ჩინეთსა და ირანს მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები. არსებობს ფოტო, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის „ჰამასთან“ ერთად თეირანში. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც შეცვალა სკრიპტი იმაზე, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან მტრები“, – განაცხადა თორნტონმა.მისივე თქმით, საქართველოში იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას.„მიხარია, რომ შემიძლია, 2024 წლის არჩევნებზეც ვისაუბრო. მე ვაკვირდებოდი ყველა არჩევნებს საქართველოში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მოდით, უბრალოდ ვთქვათ, არჩევნების დამკვირვებლის თვალით, ის იყო სავსე დაშინებითა და სხვა დარღვევებით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალით დაიკავა ხელისუფლება. დაუყოვნებლივ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და აკრძალა პოლიტიკური ოპოზიცია. ქართველები ამის შემდეგ ყოველდღე პროტესტს გამოხატავენ. მათ ძალადობით უპასუხეს, დააკავეს. სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვისაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ იბრძვის. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია. ბევრი ჩემი მეგობარია.ყოველ კვირას იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას,  განსაკუთრებით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მე შემიძლია, დეტალურად ვისაუბრო ამ კანონებზე, მაგალითად, „ტროტუარის კანონი“, რომელიც, ფაქტობრივად, ერთ ადამიანს აჯარიმებს 113 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ტროტუარზე დგომისთვის პროტესტის დროს. თქვენ არ შეგიძლიათ, სახეზე ნიღაბი გქონდეთ, რომ თავი დაიცვათ გაზისგან. მათ შეუძლიათ არასრულწლოვანების დაპატიმრება. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ან პირობას დებენ, რომ ნებისმიერის კრიმინალიზაციას მოახდენენ, ვინც მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ხალხის აკავებენ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. მათ მისცეს პოლიციას უფლება, პრევენციულად დააკავოს ადამიანები, ვისზეც ფიქრობენ, რომ საეჭვო არიან.მათ შეცვალეს „გრანტების შესახებ“ კანონი, რომელიც აკრძალავს უცხოური ფულის მიღებას იმდენად, რომ მე თუ მინდა, დაბადების დღის საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერ შვილებს, ეს შეიძლება, იყოს კრიმინალური, რადგან ისინი ყოველ საღამოს გამოხატავენ პროტესტს. მხოლოდ ამ კვირას, კოლექტიური დევნა მოახდინეს რვა პოლიტიკურ ლიდერზე ძალიან ბუნდოვანი დივერსიის ბრალდებებით და უცხოელებთან საქართველოზე უარყოფითად საუბრისთვის.„ქართულმა  ოცნებამ“ იცის ერთი რამ, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ქართველი ხალხი არის საქართველოს დემოკრატიის ერთადერთი დამცველი, სწორედ ამიტომ სურთ ეს ჩააქრონ. ყოველდღიური კანონები სწორედ ამას ემსახურება. მინდა,  შევაჯამო ეს უფრო ფართო კონტექსტში სამი პუნქტით: პირველი, საქართველო არის რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომ გაანადგუროს დემოკრატია და წინა ხაზის ერები თავის გავლენის სფეროში ჩაითრიოს. ეს არ არის ორიგინალური. ჩვენ ვნახეთ ეს სცენარი ადრეც. მეორე, საქართველოს აქვს დომინოს ეფექტი. საქართველო გავლენას მოახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გავლენას მოახდენს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა სომხეთი, რომელიც ახლა იბრძვის, გამოვიდეს რუსეთის ფრთებიდან ამდენი წლის შემდეგ. ეს აგზავნის შეტყობინებას არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სხვა ავტოკრატებისთვისაც, რომ დასავლეთი არ იცავს დემოკრატიას. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ეხმარება აშშ-ის მიერ USAID-ის შემცირება. დაბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა გათვლა უკრაინაში სრულმასშტაბიან ომზე, მათი გათვლა, სამწუხაროდ, შეიძლება, სწორი ყოფილიყო, რომ დასავლეთი არ მოვიდოდა დასაცავად და რუსეთი მოიგებდა. უკრაინაში რასაც ვაკეთებთ, ჰქონდა და ექნება გავლენა პოლიტიკურ რეჟიმებზე, როგორიც არის „ქართული ოცნება““, – აღნიშნა თორნტონმა.ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ლორა თორნტონთან ერთად განცხადებები გააკეთეს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა და McLarty Associates-ის მმართველმა დირექტორმა, კლერ კაიზერმა.

კახა კალაძე – ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველანაირად ესხმიან თავს, ეს მე ვერაფერს დამაკლებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტებისგან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა, რომლის მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიყვარულია.როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გააჩნია, ოჯახი, შვილები და მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა.„ეს არ არის ბოლო შემთხვევა. განსაკურებით ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმის ობიექტი ვარ და ბრალდებების სპექტრიც მრავალფეროვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან. თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, იკადროს, ყველაფერი გააკეთეს. არ არსებობს არანაირი „წითელი ხაზი“. ისინი ორ რამეს ვერ მპატიობენ – ქვეყნის მიმართ სიყვარულს და იმ გუნდთან ერთად დგომას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ყველაფერ სიბიძურეს, თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი და შეთხზული ჭორებით ავრცელებენ და ა.შ. ეს მე ვერაფერს დამაკლებს. მათ ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, არის ის, რომ ქართველ ხალხს ჩემს მიმართ აქვს გარკვეული დამოკიდებულება, რაც ეს შემთხვევით არ მოსულა. ეს არის ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ.  ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი, შვილები, ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული ჩემს მიმართ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები და ვამაყობ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი – სამარცხვინოა ფიგურულ სრიალში საქართველოს შემადგენლობა, მოვუწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვას ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად, მოვუწოდებ ქართველებს, მათ გაემიჯნონ

სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა ეთერ თუთბერიძის ქალიშვილს გამოატანაეს.„თუთბერიძე პუტინის მხურვალე მომხრეა და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და საქართველოს ოკუპაციას. მოვუწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვას ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად და არ მეგონა, თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, მოვუწოდებ ქართველებს, გაემიჯნონ ამ ნაკრებს, ვინაიდან მისი სახით რეჟიმმა შემოგვასაღა რუსეთის ჩრდილოვანი ნაკრები. თავის დროზე ელენე გედევანიშვილი რუსეთიდან გამოაგდეს, იმიტომ, რომ არ დათანხმდა გარუსებას, ესენი კი პირიქით მოქმედებენ. ჩემს დროს ფუნქციონირებდა ოთხი ყინულის მოედანი, ახლა – არცერთი. ალისას მიყვანა გვინდოდა და ყველა დაკეტილია. მე გუდაური გავადიდე სამჯერ. გავხსენი ახალი სათხილამურო ტრასები აჭარაში, მესტიაში, თეთნულდზე. ივანიშვილმა შეაჩერა თეთნულდის განვითარება. აქაოდა, რად გვინდა თეთნულდი, როცა სოჩა არსებობსო. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა დიდი ყინულის სასახლის მშენებლობა. ჯაყომ პროექტი შეაჩერა და არსებული მოედნები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში დახურა. სამაგიეროდ, გარუსებული Этери Тутберидзе და მისი მოსკოვური არენა შემოგვთავაზა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შალვა პაპუაშვილი – წმინდა მეფის, აშოტ კურაპალატის აღსასრულიდან 1 200 წელი შესრულდა, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წლის ღონისძიებებს...

11 თებერვალს დაწესებულია დიდი ქართველი მეფის და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამეობრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ I დიდი კურაპალატის ხსენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს შესრულდა ზუსტად 1 200 წელი წმინდა მეფის აღსასრულიდან და სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წლის ღონისძიებებს.„საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წელი სასულიეროსთან ერთად საერო იუბილეა და შესაბამის აღნიშვნას იმსახურებს. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მრავალათასწლოვან წარსულს, უხსოვარ დროს დაწყებულ ჩვენს ისტორიას, რომლის შესახებაც საქართველოში ქვებიც კი ღაღადაბენ.17 საუკუნის წინ საქართველოში შემოვიდა და იქადაგა წმინდა ნინომ, მან მოაქცია ქართლი, გააცოცხლა ქრისტეს მოციქულთა ნაკვალევი, გაანათლა წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აქცია.შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის მოთხრობა ქრისტიანობის გარეშე, მონარქიის გარეშე, წმინდა და თავდადებული მეფეების და დედოფლების გარეშე.სწორედ ასეთი იყო დიდი მეფე აშოტ პირველი, მეფე ქართლისა, ტაო-კლარჯეთისა, ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო ტახტზე დამამკვიდრებელი.მრავალბრძოლაგამოვლილი მეფე ზუსტად 12 საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს მოღალატეებმა დოლისყანის მონასტრის ტაძრის საკურთხეველში გამოასალმეს სიცოცხლეს. გადმოცემა გვეუბნება, რომ წმინდა მეფის დაღვრილი სისხლი მრავალი ასწლეულის განმავლობაში ტაძრის ქვაფენილს არ სცილდებოდა.საუკუნოდ იყოს ჩვენი დიდი და წმინდა წინაპრების დიდება და ღვაწლის ხსენება!“, – წერს პაპუაშვილი.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. საქმე, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, წინასწარ შერჩეულ ადგილზე უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ.

ბოლო სიახლეები