ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026

დააკავეს დედა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შვილებს პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს ცნობით, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან იოსელიანი – მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ 2025 წლის დეკემბერში მოგვმართა – რაც კადრებში ვნახეთ, არ ჩანს, რომ თითით გააუპატიურეს – თუ ამის მიღმა რაღაცას...

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ საპატიმროში მის მიმართ გაუპატიურების მუქარის, სხვა ტიპის შეურაცხყოფისა და გინების ფაქტებზე ჯერ 2025 წლის 26 დეკემბერს მიმართ.ლევან იოსელიანის თქმით, მისი საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა იმავე დღეს დაიწყო.„ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს. პირველად მსჯავრდებულმა 2025 წლის 26 დეკემბერს მოგვმართა. 26 დეკემბერს, მომართვისთანავე, იმავე დღეს, შევედით პენიტენციურში და მსჯავდებულის გამოკითხვა მოვახდინეთ. მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ მის მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც ჩვენს მიერ რამდენიმე დღეში იქნა შემოწმებული და გადამოწმებული - ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა“, - აცხადებს იოსელიანი.იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის მიერ შემოწმდა, როგორც „მასთან საკანში არსებული ვითარება, ასევე, შემდგომ დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის კადრები - ორი დღე“.სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახურისგან მოითხოვეს 20-21 დეკემბრის მასალის დაარქივება, რადგან გიორგი დავითაძე სწორედ ამ პერიოდზე მიუთითებდა.ლევან იოსელიანმა ისაუბრა პატიმართან გასაუბრების შინაარსზეც. მისი თქმით, გიორგი დავითაძე მიუთითებდა, რომ „მის მიმართ ჰქონდა ადგილი გაუპატიურების მუქარას, სხვა ტიპის შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ა.შ.“„არსებობს ამის სპეციალური ოქმი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა გარდა იმისა, რომ მოვითხოვეთ კადრების დაარქივება და ვნახეთ კადრები, მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით“, - აცხადებს სახალხო დამცველი.მისივე თქმით, პატიმარი საუბროდა ძალადობაზე დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის პერიოდში, მათ შორის გინებაზე.„ხმას სჭირდება გადამოწმება და ამიტომ გამოითხოვენ გამოძიება. მათ შორის საუბროდა ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, რომელიც რაღაცა ტიპით ღირსების შემლახველი იყო“, - დასძენს იოსელიანი.სახალხო დამცველის თქმით, რისი გადამოწმების საშუალებაც ჰქონდა ომბუდსმენს გადაამოწმა და გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა, გამოძუებას თავად ვერ ჩაატარებდა და შესაბამის ორგანოსაც მიმართა.„საკითხებზე, რაზეც მოგვმართა, რისი გადამოწმების საშუალებაც გვქონდა , გადავამოწმეთ, მოცემულ პერიოდში რაზეც ის მიუთითებდა, არ დადასტურდა. ვიზუალურად, რაც შეეხებოდა დანარჩენ ნაწილზე, რაზეც ბუნებრივია გამოძიებას ვერ ჩავატარებდით, მივმართეთ პროკურატურა. მათ დაიწყეს გამოძიება საუბარია შეურაცხყოფაზე და სხვა ტიპის განცხადებაზე, რაც მას აქვს აღწერილი“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.მისივე თქმით, პატიმართან გასაუბრების დროს არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, არამედ სექსუალური ხასიათის მატარებელ ქმედებაზე.„იქ არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, იყო საუბარი იმდაგვარ ქმედებაზე, რომელიც რაღაცა სექსუალური ხასიათს ატარებდა, ხელის...როგორც მახსოვს ასე წერია, რომ „ხელი ჩამიყვეს შარვალში“ და ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით. ესეც გადაგვემოწმებინა. თითზე და გაუპატიურებაზე საერთოდ საუბარი იმ პერიოდში დაწვრილებით... “, - აღნიშნავს იოსელიანი.იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის უპირველესი ინტერესი იყო „ადგილი ხომ არ ჰქონდა ძალადობას, ადამიანის ცემას, წამებას“.იოსელიანის თქმით, სხვა დანარჩენი გამოძიების საკითხია, სახალხო დამცველი კი ვერ გამოიძიებს, რადგან კადრებში არ ჩანს, რომ პატიმარი თითით გააუპატიურეს.„გამოძიების საკითხია. ჩვენ ხომ ვერ გამოვიძიებთ, რაც კადრებში ვნახეთ, ამდგარი რაღაცა არ ჩანს, რომ თითით გააუპატიურა. ეს ხომ გამოძიების საკითხია“, - განაცხადა იოსელიანმა და გაიმეორა, რომ პენიტენციური სამსახურის კადრებში არ დადასტურდა ის, რაზეც პატიმარი მიუთითებდა.„კადრებში არ დადასტურდა, ის რაზეც მიგვითითა, რომ პირველ რიგში მის მიმართ განხორციელდა ძალადობა საკანში. ამის შემდეგ, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს გაუპატიურების მუქარას, მათ შორის იმ ტიპის ქმედებას, როგორც ის ეძახის გაუპატიურებას - ამ ნაწილზეც ჩვენს მიერ იქნა დათვალიერებული, არ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა რაღაცა ტიპის ისეთ ქმედებას, რომელიც დანაშაულს წარმოადგენდა“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს პასუხი“.„ერთი არის, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ არ დადასტურდა. ამის მიღმა თუ რაღაცას გქონდა ადგილი, თქვით რომ ბევრი ადამიანი იყო , გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო“, - აცხადებს იოსელიანი და დასძენს, რომ „მის განცხადებაში პირველად მითითებული გარემოებები, ძალადობს შესახებ, ამ ტიპის ქმედების შესახებ, რაზეც მიუთითებდა, არ დადასტურდა“ გადამოწმების დროს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა

თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია.დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. მხარეებმა საქართველოში თანამედროვე ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.დავით გურგენიძის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. როგორც რექტორმა აღნიშნა, საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება, რაც ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას გაზრდის.ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარების ციკლი და ვორქშოპი გამართეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: თანამედროვე ფიზიკის, ნეიტრინოს ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკისა და ციკლოტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით უახლესი სამეცნიერო მიღწევები; კვლევის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

„წვიმა, ელჭექი, ღამით თოვლჭყაპი…“ – ამინდი მკვეთრად იცვლება

6 ოქტომბერი, 2026წ. -  სამშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით  0, +5°, დღისით +11, +16°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან  ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღამთიან ზონაში შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით  +4,  +9°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +10, +15°.7 ოქტომბერი, 2026წ. -  ოთხშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღსით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამი +11, +16°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +2,  +7°, დღისით +14, +19°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი. დასავლეთის ქარი10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით  +16, +21°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით  +6, +11°, ზოგან +16°-მდე.8 ოქტომბერი, 2026წ. -  ხუთშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამი +9, +14°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +1,  +6°, დღისით +18, +23°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +4,  +9°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +9, +14°,ზოგან +19°-მდე.

პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში „სრული სიმშვიდეა“

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.„კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“, - აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, საბა სხვიტარიძემ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მეექვსე „მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში“ ვითარება დაძაბულია. სხვიტარიძის თქმით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და სასჯელს 10-12 წელს უმატებენ. ამასთან, მისი თქმით, „პატიმარმა ვენები გადაიჭრა“.„გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.

ირაკლი ქადაგიშვილი – კარგია, როდესაც ადამიანები ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, სახელმწიფო მათ მიმართ ლოიალური იქნება

კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თავიდანვე ითქვა, რომ ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება.„ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ 4 ოქტომბრის პროვოკაციამ სრული ფიასკო განიცადა. ის დასრულდა ისე, როგორც ქართველ ხალხს და არა მარტო ქართულ სახელმწიფოს უნდოდა. კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისათვის მიმართავენ. თავიდანვე ვამბობდით, ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება. უკვე ბევრმა ისარგებლა ამით. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველასათვის ეს უნდა იყოს მანიშნებელი, რომ ქვეყანაში, მით უმეტეს გარედან დაკვეთით ჩატარებული ფერადი რევოლუციების დრო დამთავრდა. ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამა თუ იმ პოზიციას ან ქვეყანაში გარკვეულ ცვლილებებს უნდა მიაღწიოს ქართველ ხალხთან, ამომრჩეველნთან პოლიტიკური საქმიანობით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმის უპერსპექტივობას, რაც ერთი წლის წინ, 4 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, რასაც მხარი დაუჭირა ოფიციალირად ევროკავშირის წარმომადგენელმა და დადგა არა საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიისა და არჩევნების მხარეს, არამედ რევოლუციის მხარეს. და დღეს, ერთი წლის თავზე, ეს ყველაფერი ნელ-ნელა წარსულს რომ ბარდება და ადამიანები ამას ათვითცნობიერებენ, ძალიან კარგია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.კითხვაზე, რამდენად რეალური და დროულია აღიარება იმ ადამიანისგან, რომელიც მოუწოდებდა ხალხს მშვიდობიანი დამხობისკენ, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ „როდესაც ადამიანი აღიარებს, აცნობიერებს შეცდომას, ეს ყოველთვის დროულია“.„სახელმწიფოს გააჩნია ჰუმანური მიდგომა და უკვე ბევრმა ადამიანმა ამ ჰუმანური მიდგომით იხელმძღვანელა და თავისუფლებაზე არის. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, ყველა დეტალი სასამართლოში გაირკვევა, სახელმწიფო იქნება ამ პოლიტიკის მომხრე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

ბოლო სიახლეები