ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

გურამ მაჭარაშვილი: ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევძელით ის, რომ მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

„თავდაპირველად, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ „ხალხის ძალა“ სოლიდარობას ვუცხადებდით და ახლაც ასეა ჩვენ მოძმე ხალხს უკრაინაში და თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რაც არის ამ ქვეყანაში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები უკვე ამბობენ, რომ ასეთი დიდი დაფინანსება ვეღარ ექნება უკრაინას.

„თავდაპირველად, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ „ხალხის ძალა“ სოლიდარობას ვუცხადებდით და ახლაც ასეა ჩვენ მოძმე ხალხს უკრაინაში და თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რაც არის ამ ქვეყანაში. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვაქვს უფლება და ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ ადგილზე. ეს იყო და არის მათ შორის, „ხალხის ძალის“ ყველაზე პრინციპული საკითხი. ჩვენ 400-მდე აქტს მოვაწერეთ ხელი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ, მატერიალურ დახმარებაზე აღარაფერს ვსაუბრობ, პირველ ადგილზე ვიყავით და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ შევეხიდებოდით იმაში, რასაც ისინი პირდაპირ ითხოვდნენ (ჩვენი მოხუცების, ბავშვების, ქალების დახოცვას) – ამაზე ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი განადგურება ჩვენი ქვეყნის.

თავდაპირველად უნდოდათ შეექმნათ განცდა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში სამწუხაროა, მაგრამ ეს არის გმირობა და რატომ არ უნდა იყოს საქართველო გმირი. აი ეს უნდოდათ შეეფუთათ და ამას შევუშალეთ ხელი. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს არ არის სიმართლე. ის მოცემულობა, ახლა რაზეც პირდაპირ საუბრობენ ყოფილი თუ არსებული თანამდებობის პირები უკრაინის ხელისუფლებაში, ამაზე ჩვენ ჯერ როდის ვსაუბრობდით. ზუსტად ეს ხალხი იყო, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებდა, რომ პირდაპირ მეორე ფრონტი გაგვეხსნა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დღეს უკვე თავად უკრაინის მაღალჩინოსნები ალაპარაკდნენ მათ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხელისუფლების მიერ ჩადენილ სხვადასხვა სახის დარღვევებზე.

“ეს კლიჩკოა, არისტოვიჩია თუ არახამია, დღეს რომ ამბობენ, თურმე იქ არ ყოფილა სიტუაცია ისე, როგორც ერთი წლის წინ საუბრობდნენ. იმიტომ ხდება ეს, რომ სამართლიანობის ურემი მიადგა მათ. ევროკავშირიდან, უკვე ქვეყნები ამბობენ, რომ ასეთი დიდი დაფინანსება ვეღარ ექნება უკრაინას. ბევრი ქვეყანა უკვე ამბობს, რომ სამწუხაროდ უკრაინა წარმატებას ვერ აღწევს. რაზეც აქ პრემიერ-მინისტრს თუ პარლამენტის წევრებს საყვედურობდნენ, როდესაც მათ ეს თქვეს. ახლა რომ შეიცვალა მიდგომა და თავიდან დაიწყო საუბარი, მათ შორის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ უკრაინა არ აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რასაც ისინი ელოდებოდნენ, ამის მერე დაიწყეს იმ თანამდებობის პირებმაც იმაზე საუბარი, რაზე ჩვენ „ხალხის ძალა“ ვსაუბრობდით. სამწუხარო რეალობაში აღმოჩნდება ის ქვეყანა, რომელიც მოექცევა უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ. ამაზე, მარტო უკვე ჩვენ „ხალხის ძალა“ კი აღარ ვლაპარაკობთ, არამედ იქ თურქეთის პრეზიდენტმა წამოიწყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, ასევე ევროპის ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერმა. მაგალითად, გავიხსენოთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები; უკრაინა იძირება და ჩვენ ვერ ჩავყვებითო. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ ეს იყო ხაფანგი, რასაც ერქვა, ვითომ საქართველო უნდა ყოფილიყო ისეთივე „გმირი“, როგორი გმირიც არის უკრაინა. კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, მაგრამ ის რომ საქართველომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და პრაგმატული რეალობა, სურათი დადგა ასეთი – ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევძელით ის, რომ მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. აი ეს არის განსხვავება – შეიძლება შეინარჩუნო მშვიდობაც და მიიღო კანდიდატის სტატუსიც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, ერთი ადამიანია დაღუპული, 200-მდე სახლი – დაზიანებული

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა.თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 200 სახლი დააზიანა.ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს.ხანძრის გამო თურქეთში კვირის დასაწყისში 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.დავით გურგენიძე თავის მიმართვაში ხაზს უსვამს იმ გზის მნიშვნელობას, რომელსაც ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე გაივლიან.მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია. რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც მომავალ სტუდენტებს საქართველოს განათლების სისტემა აძლევს და რაც მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, ასევე, პროფესიონალისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალებას აძლევს.„ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.21-ე საუკუნე ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც პროფესიონალიზმი და თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომები აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის.ახალგაზრდებო, სწორი საგანმანათლებლო სივრცის არჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც თქვენს ცხოვრებაში, ასევე ჩვენი საზოგადოების წინსვლაში. განათლება არის საძირკველი, რომელზეც შენდება თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამეთუ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ცოდნის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეთიკა, კოლეგიალობა და უკეთესი მომავლის რწმენა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს უმაღლესი ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების სფეროში და წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. უნივერსიტეტი არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, არამედ უწყვეტად ნერგავს კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციურ მიდგომებს, თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, გახდნენ მომავლის ინჟინრები, მეცნიერები, ლიდერები ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.გისურვებთ წარმატებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! გქონდეთ საკუთარი ძალების, ცოდნისა და მიზანდასახულობის რწმენა“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა.მინისტრმა ლევან ღირსიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობებს. ასევე, იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.ამასთან, დეკლარაციის თანახმად, „ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.პორტოს დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.

თოჯინის „ლაბუბუ“ შემქმნელი,38 წლის ვან ნინი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ათეულში მოხვდა მისი ქონება ამჟამად 22.7 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება

კომპანია Pop Mart-ის ხელმძღვანელი 38 წლის ვან ნინი შევიდა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში და გახდა ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი. ეს ყველაფერი ზაფხულის ყველაზე ტრენდული სათამაშოს — ლაბუბუს — პოპულარობისა და გაყიდვების ზრდის წყალობით მოხდა.ლაბუბუს ბუმბულიანი მონსტრების კულტი ჩინეთში დაიწყო, თუმცა წელს ის მის ფარგლებს გასცდა. ამ დროისთვის, ვანის ქონებამ, რომლის მაღაზიებშიც დაიწყეს ამ სათამაშოების გაყიდვა, 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მხოლოდ გასულ წელს Pop Mart-მა 188%-იანი მოგება აჩვენა, ხოლო ფლაგმანურმა სერიამ Monsters, რომელშიც ლაბუბუც შედის, შემოსავლის 726%-იანი ზრდა დაფიქსირდა და კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროდ იქცა.Pop Mart-ის ისტორია 2010 წელს, პეკინში დაიწყო. თავდაპირველად მაღაზიაში სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა საკუთარი სათამაშოები და გაეყიდა ისინი blind box-ის („ბრმა ყუთის“) ფორმატით. ეს ნიშნავს, რომ მყიდველს წინასწარ არ ეცოდინება, რომელი სათამაშო შეხვდება, ამიტომ სასურველის მისაღებად ხშირად ერთზე მეტ ყუთს ყიდულობენ.ლაბუბუ — პატარა ელფია ცხრა კბილით, წაწვეტებული ყურებით, დიდი თვალებით და კუდის გარეშე. ის შექმნა ჰონგკონგელმა მხატვარმა, კასინგ ლუნმა და 2019 წელს Pop Mart-მა სათამაშოზე ლიცენზია აიღო. პირველად ლაბუბუ 2015 წელს გამოჩნდა კასინგ ლუნის წიგნების სერიაში The Monsters. თავდაპირველად თითოეული ყუთის ფასი 10–30 დოლარს შეადგენდა, თუმცა გადაყიდვაზე მათ ფასი რამდენიმე ათას დოლარამდეც ადის — ელფის უნიკალურობაზეა დამოკიდებული. დღეს Pop Mart-ზე ლაბუბუს ყიდვა თითქმის შეუძლებელია — ისინი წამებში იყიდება და შემდეგ ასჯერ ძვირად გადაინაცვლებს "მოდის მსხვერპლებსა" და კოლექციონერებთან.ლაბუბუს ტენდენციის პოპულარიზაცია დაიწყო ჯგუფ Blackpink-ის სოლისტმა, ლისამ, ხოლო შემდეგ ელფები რიანას, დუა ლიპას და სხვა ვარსკვლავების ჩანთებზე გამოჩნდნენ. დღეს ისინი განსაკუთრებით პოპულარული არიან მოდის ბლოგერებში, კოლექციონერებსა და ბავშვებში.ლაბუბუ ძალიან პოპულარული გახდა რუსეთშიც.

ბოლო სიახლეები