ორშაბათი, ივნისი 29, 2026

გურამ მაჭარაშვილი: ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევძელით ის, რომ მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

„თავდაპირველად, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ „ხალხის ძალა“ სოლიდარობას ვუცხადებდით და ახლაც ასეა ჩვენ მოძმე ხალხს უკრაინაში და თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რაც არის ამ ქვეყანაში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები უკვე ამბობენ, რომ ასეთი დიდი დაფინანსება ვეღარ ექნება უკრაინას.

„თავდაპირველად, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ „ხალხის ძალა“ სოლიდარობას ვუცხადებდით და ახლაც ასეა ჩვენ მოძმე ხალხს უკრაინაში და თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რაც არის ამ ქვეყანაში. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვაქვს უფლება და ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ ადგილზე. ეს იყო და არის მათ შორის, „ხალხის ძალის“ ყველაზე პრინციპული საკითხი. ჩვენ 400-მდე აქტს მოვაწერეთ ხელი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ, მატერიალურ დახმარებაზე აღარაფერს ვსაუბრობ, პირველ ადგილზე ვიყავით და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ შევეხიდებოდით იმაში, რასაც ისინი პირდაპირ ითხოვდნენ (ჩვენი მოხუცების, ბავშვების, ქალების დახოცვას) – ამაზე ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი განადგურება ჩვენი ქვეყნის.

თავდაპირველად უნდოდათ შეექმნათ განცდა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში სამწუხაროა, მაგრამ ეს არის გმირობა და რატომ არ უნდა იყოს საქართველო გმირი. აი ეს უნდოდათ შეეფუთათ და ამას შევუშალეთ ხელი. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს არ არის სიმართლე. ის მოცემულობა, ახლა რაზეც პირდაპირ საუბრობენ ყოფილი თუ არსებული თანამდებობის პირები უკრაინის ხელისუფლებაში, ამაზე ჩვენ ჯერ როდის ვსაუბრობდით. ზუსტად ეს ხალხი იყო, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებდა, რომ პირდაპირ მეორე ფრონტი გაგვეხსნა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დღეს უკვე თავად უკრაინის მაღალჩინოსნები ალაპარაკდნენ მათ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხელისუფლების მიერ ჩადენილ სხვადასხვა სახის დარღვევებზე.

“ეს კლიჩკოა, არისტოვიჩია თუ არახამია, დღეს რომ ამბობენ, თურმე იქ არ ყოფილა სიტუაცია ისე, როგორც ერთი წლის წინ საუბრობდნენ. იმიტომ ხდება ეს, რომ სამართლიანობის ურემი მიადგა მათ. ევროკავშირიდან, უკვე ქვეყნები ამბობენ, რომ ასეთი დიდი დაფინანსება ვეღარ ექნება უკრაინას. ბევრი ქვეყანა უკვე ამბობს, რომ სამწუხაროდ უკრაინა წარმატებას ვერ აღწევს. რაზეც აქ პრემიერ-მინისტრს თუ პარლამენტის წევრებს საყვედურობდნენ, როდესაც მათ ეს თქვეს. ახლა რომ შეიცვალა მიდგომა და თავიდან დაიწყო საუბარი, მათ შორის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ უკრაინა არ აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რასაც ისინი ელოდებოდნენ, ამის მერე დაიწყეს იმ თანამდებობის პირებმაც იმაზე საუბარი, რაზე ჩვენ „ხალხის ძალა“ ვსაუბრობდით. სამწუხარო რეალობაში აღმოჩნდება ის ქვეყანა, რომელიც მოექცევა უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ. ამაზე, მარტო უკვე ჩვენ „ხალხის ძალა“ კი აღარ ვლაპარაკობთ, არამედ იქ თურქეთის პრეზიდენტმა წამოიწყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, ასევე ევროპის ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერმა. მაგალითად, გავიხსენოთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები; უკრაინა იძირება და ჩვენ ვერ ჩავყვებითო. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ ეს იყო ხაფანგი, რასაც ერქვა, ვითომ საქართველო უნდა ყოფილიყო ისეთივე „გმირი“, როგორი გმირიც არის უკრაინა. კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, მაგრამ ის რომ საქართველომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და პრაგმატული რეალობა, სურათი დადგა ასეთი – ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევძელით ის, რომ მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. აი ეს არის განსხვავება – შეიძლება შეინარჩუნო მშვიდობაც და მიიღო კანდიდატის სტატუსიც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ტაძრიდან, სადაც სასწაულები ყოველდღიურად ხდება

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში, სადაც წმინდა ნექტარიოს ეგინელის სარტყელია დაბრძანებული, მორწმუნეებს მისვლა და მოლოცვა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლიათ. დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე. ამის შესახებ სასულიერო პირი საუბრობს და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ, წმინდა ნექტარიოსის ხატს მირონი წამოუვიდა, შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ ეს ყველაფერი. წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულები კვლავ გრძელდება,“ - ამბობს სასულიერო პირი.ვრცლად ↓ 

წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა… – ამინდი უარესდება

29 ივნისი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით +14, +19°,  დღისით +23, +28°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით  +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°,  დღისით +16, +21°.

პედრო სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა – „ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ლგბტქი+ უფლებების დაცვას.სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ესპანეთი თავისუფლების, სიყვარულისა და თვითგამოხატვის საუკეთესო ადგილია.„ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი. მათთვის, ვინც გზა გაიკვალა  და მათთვის, ვინც ამას განაგრძობს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და დავიცავთ მოპოვებულ ყველა უფლებას“, – წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.„ჩვენ რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამე გვასწავლა. მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა თვითონ ცნება – „რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.მისი თქმით, რუსეთი ყველა გამოწვევას გაუმკლავდება, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებსაც.„ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო დროს იმართება: მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს და ამიტომ ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა.„კიევის რეჟიმი მთელ ფრონტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომ გადავიდა ღიად ტერორისტულ ქმედებებზე. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე?“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია.„რუსეთი განიცდის უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლაში დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას – ესეც არ გამოსდით“, – განაცხადა  პუტინმა.

ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ისრაელი შეუერთდა იმ 32 ქვეყანას, „რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს“.„სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არასდროს არის გვიან. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერისთვის და მთავრობის მინისტრებს იმ რეზოლუციის ერთხმად დამტკიცებისთვის, რომელიც ჩემი ინიციატივით ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებდა. ამით ისრაელი შეუერთდა 32 ქვეყანას, რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს და უარყვეს მისი უარყოფის მცდელობები”, – დაწერა საარმა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების სისტემურ განადგურებასა და იძულებით დეპორტაციას გულისხმობს. თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბევრი სომეხი ოსმალურ ძალებთან შეტაკებებისას დაიღუპა, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს მსხვერპლის რაოდენობას და დღემდე უარყოფს, რომ ეს მკვლელობები სისტემატურად იყო ორგანიზებული და გენოციდს წარმოადგენდა.

ბოლო სიახლეები