პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

გუბაზ სანიკიძე: როგორც ფეხბურთში ერთადერთი საუკეთესო კვარაცხელია გვყავს, ასევეა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი

როგორც ფეხბურთში ერთადერთი საუკეთესო კვარაცხელია გვყავს, ასევეა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„უახლოეს თვეებში ჩვენ დაგვიდგება რეალობა, როდესაც ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემების ამუშავებას დაიწყებს დასავლეთი, მათ შორის უკრაინელებიც, საქართველო აუცილებლად მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი სერიოზული და მთავარი შემადგენელი კომპონენტი, ამ საერთო უსაფრთხოების. ვისით აპირებთ იგივე უკრაინელებთან დალაპარაკებას ძვირფასო თანამემამულენო, ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი, ეს პერსონა, იმიტომ რომ ნებისმიერი საქმის, პრობლემის მოგვარებას სახელი და გვარი აქვს. დღევანდელი ქართული სპექტრი ავიღოთ, ვინ ჩავა კიევში, ვინ დაელაპარაკება ზელენსკის, ვინ არის აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ვის მიმართ ინანიებს დღევანდელი ევროპული და დასავლური პოლიტიკური სპექტრი და ბოდიშს იხდიან მაშინდელი თანამდებობის პირები, ვინ ამბობს, რომ მივქარეთ, ვერ მივხვდით, არ დავუჯერეთ სააკაშვილს. ვინ არის მომგვარებელი ამ საკითხის, თუ არადა აგერ არიან ჩემი ძვირფასი კოლეგები, მათ შორის მეც. არავითარ შემთხვევაში თავი სხვაზე მაღლა  არ მაქვს დაყენებული, ჩემი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ერთადერთი კაცი დღეს მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში არის … ფეხბურთში ხომ გვყავს მარტო კვარაცხელია, გასაგებად რომ  ვთქვა ვიღაცებისთვის, არიან ნიჭიერი ფეხბურთელში, მაგრამ ესა გვყავს ერთადერთი საუკეთესო, ასევე ქართულ პოლიტიკაში, ძვირფასო ქართველებო, დღეს, დღევანდელი მოცემულობით არის მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის გავრცელებული ტრენდი – ახლები გვინდა, არ მართლდება, ომიანობის დროს ისევ ძველ პოლიტიკოსებს ეყრდნობიან“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – „ნაცებმა“ თავისი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო“ თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო „ქოცები“ და „გირჩები“

არ ვიცი, ეს უნდა მიხაროდეს, თუ უნდა მწყინდეს, მაგრამ ადრე ხომ იყო „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ახლა კი ვართ „ქოცები“ და „გირჩები“ მარტო, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„„ნაცებიც“ ხომ აღარ არიან და აღარ არიან, თავისი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო“ მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ალბათ, რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე, წავედი, კარგად იყავითო. გიჟი უნდა იყოს, რომ არ წავიდეს. ასეთი გიჟიც არ მგონია და ამიტომ, ველოდები, რომ ხაზარაძე წავა. შესაბამისად, „ლელოსგან“ არაფერი არ დარჩება, „ნაცებისგან“ არაფერი არ არის დარჩენილი, საბოლოო ჯამში და დავრჩით ჩვენ. მე ეს კი არ მიხარია? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ოპონირება გავწიოთ ყველაფერზე და გავუწიოთ თან, ამხელა რესურსების მქონე ხელისუფლებას, მაგრამ სად არიან პოლიტიკოსები, მართლა სად არიან? თქვენი კოლეგები ნახეთ ოპოზიციურ არხებზე, პოლიტიკოსების მაგივრად ჰყავთ ვიღაც ახალგაზრდა აქტივისტები, ვიღაც დაკავებულის ოჯახის წევრები, ვიღაც ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები, თუ მოპოლიტიკოსო ელემენტები. არ არსებობენ პოლიტიკოსები, გაქრნენ, წავიდნენ, ზოგი ციხეში ზის და რომ გამოვლენ, მერე რა კონფიგურაციით გადალაგდებიან, ვერ გეტყვით ამწუთას და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ; „ენჯეოს“ დიდი ნაწილი მე მგონი, წავიდა, ან, რა ვიცი, სამსახური დაკარგეს და შესაბამისად, ეძებენ ახალ სამსახურებს და ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს მათი ფრონტზე. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უბრალოდ, ვინაიდან დაიმალა და ციხეში არ სხედან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერი თვითონ დააანონსეს, ხალხი თვითონ დააჭერინეს, თვითონ წააქეზეს და მერე ვერ გაბედეს, წინ დამდგარიყვნენ, მათ ავტომატურად მოუწევთ პოლიტიკიდან გასვლა“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანმა იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვა – გაექცა თუ არა პასუხისმგებლობას ოპოზიცია და მოუწევს თუ არა მას პასუხისმგებლობის აღება თუნდაც, იმ ადამიანებზე, ვინც მათი განცხადებების შემდეგ დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებას ახსოვს იგივე ღობესთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, იაგო ხვიჩია განაცხადა, რომ მას 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ შემოქმედება ჰგონია.„ეს ბევრჯერ მითქვამს და სიმართლე გითხრათ, 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ შემოქმედება მგონია. სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერად შესრულებული, რომლითაც მათ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირეს. გეტყვით, რა მიმძაფრებს ჩემს ეჭვს. 4 ოქტომბრის მერე იმ ხალხს, ვინც 4 ოქტომბერს ამზადებდა, ყველაზე მეტად ევალებოდა, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რა მოხდა 4 ოქტომბერს. ეს ხალხი ხომ გადამალა ხელისუფლებამ და თქვა, ამათ არც წერილს დავაწერინებ და არც ადვოკატს არ შევახვედრებო. მე ასეთი სიგიჟე საერთოდ არ მინახავს. ამას ყველა ჩვეულებრივად იტანს, ვითომ არაფერია, რომ ეს ხალხი დაიმალა, მათ შორის, დაიმალა ისე, რომ წერილს ვერ წერს, ადვოკატს ვერ უკავშირდება, გარე სამყაროსთან კავშირი არ აქვს. გვარამია იძახის, დაივიწყეთ საერთოდ 4 ოქტომბერიო. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს რამე აუხსნან, ხელისუფლებას მიეცა საშუალება, აეხსნევინებინა საზოგადოებისთვის, რას აპირებდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას ერჩივნა, ოპოზიციაში ერთმანეთთან შეთანხმებული ხალხი ყოფილიყო, მათთან დალაპარაკება შესაძლებელი ყოფილიყო და „ისეთი პირწავარდნილი მატყუარები არ ყოფილიყვნენ, რომ ერთი სიტყვის დაჯერება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი, რასაც გეუბნებოდნენ“.„ჩემთვის ეს იქნებოდა უკეთესი და არა ის, „ქართულ ოცნებასთან“ მარტო დარჩენა, ამხელა რესურსებით ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით, მაგრამ სუფთა გულით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ერთ პირს 5 000-ლარიანი, ექვს პირს კი 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი წულაიას 5 000 ლარი, ხოლო გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილის, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელია, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძის მიმართ 3 000-3 000 ლარიანი გირაოს ოდენობა განისაზღვრა.დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 დეკემბერი 16:00 საათზე ჩაინიშნა.პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა – ი.წ.-მ, გ.დ.-მ, მ.ო.-მ, თ.კ.-მ, ი.პ.-მ, ა.ც.-მ, ვ.გ.-მ წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმდინარეობდა მსჯელობა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.თავად ღარიბაშვილს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია.წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

ლევან იოსელიანი: დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობას, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც,...

ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ სამასი დღის განმავლობაში ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.მისივე თქმით, მთავარია, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული.„დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობას, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც, 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის, ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.საუბარია განცხადებაზე, სადაც ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. ამ კანონებით შეუძლებელი იქნება, ევროკავშირის წევრი გახდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ“.„ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის პრინციპებთან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები