გუბაზ სანიკიძე: როგორც ფეხბურთში ერთადერთი საუკეთესო კვარაცხელია გვყავს, ასევეა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი

Read Time:59 Second

როგორც ფეხბურთში ერთადერთი საუკეთესო კვარაცხელია გვყავს, ასევეა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„უახლოეს თვეებში ჩვენ დაგვიდგება რეალობა, როდესაც ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემების ამუშავებას დაიწყებს დასავლეთი, მათ შორის უკრაინელებიც, საქართველო აუცილებლად მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი სერიოზული და მთავარი შემადგენელი კომპონენტი, ამ საერთო უსაფრთხოების. ვისით აპირებთ იგივე უკრაინელებთან დალაპარაკებას ძვირფასო თანამემამულენო, ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი, ეს პერსონა, იმიტომ რომ ნებისმიერი საქმის, პრობლემის მოგვარებას სახელი და გვარი აქვს. დღევანდელი ქართული სპექტრი ავიღოთ, ვინ ჩავა კიევში, ვინ დაელაპარაკება ზელენსკის, ვინ არის აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ვის მიმართ ინანიებს დღევანდელი ევროპული და დასავლური პოლიტიკური სპექტრი და ბოდიშს იხდიან მაშინდელი თანამდებობის პირები, ვინ ამბობს, რომ მივქარეთ, ვერ მივხვდით, არ დავუჯერეთ სააკაშვილს. ვინ არის მომგვარებელი ამ საკითხის, თუ არადა აგერ არიან ჩემი ძვირფასი კოლეგები, მათ შორის მეც. არავითარ შემთხვევაში თავი სხვაზე მაღლა  არ მაქვს დაყენებული, ჩემი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ერთადერთი კაცი დღეს მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში არის … ფეხბურთში ხომ გვყავს მარტო კვარაცხელია, გასაგებად რომ  ვთქვა ვიღაცებისთვის, არიან ნიჭიერი ფეხბურთელში, მაგრამ ესა გვყავს ერთადერთი საუკეთესო, ასევე ქართულ პოლიტიკაში, ძვირფასო ქართველებო, დღეს, დღევანდელი მოცემულობით არის მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის გავრცელებული ტრენდი – ახლები გვინდა, არ მართლდება, ომიანობის დროს ისევ ძველ პოლიტიკოსებს ეყრდნობიან“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: ხალხი უკიდურესად გაბრაზებულია – ზაფხულში სხვადასხვა ქალაქში 160 შეხვედრას ვგეგმავთ
Next post მამუკა მდინარაძე: არსებობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარება არ აწყობთ