კვირა, მაისი 11, 2025

გუბაზ სანიკიძე: ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად

ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენი ქოცები თურქეთში ამ არჩევნებში მხარს უჭერენ ერდოგანს, ანუ ვინც ანტიევროპელია ყველას მომხრე არიან ესენი უკვე. ძვირფასო ქოცებო, როგორ უჭერთ ერდოგანს მხარს, რომელმაც აია სოფიაში მეჩეთი აღადგინა, ხომ ხართ მაგარი მართლმადიდებლები კაცო?! მესიის მახვილები ხომ ხართ, რაშია საქმე, რატომ უჭერთ მათ მხარს? იმიტომ უჭერთ, რომ გეშინიათ და გეზიზღებათ ევროპა იმიტომ, რომ ევროპა არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა,  განათლება, კულტურა, ჰიგიენა სოციალურიც და პირადიც და არ გინდათ იმიტომ, რომ, მე ჩემი  კონცეფცია მაქვს, ამ ქვეყანაში არის რაღაცა ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ბედნიერი გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და ქვას ისვრის იქიდან პერიოდულად. გამოქვაბულის მკვიდრები არიან, რა კონსერვატორები, რისი კონსერვატორები, კონსერვატორი იყო ჩერჩილი. სხვათა შორის კონსერვატიზმი თუ გინდათ, ევროპის ნახევარ ქვეყნებში, თუ მეტში არა კონსერვატორები მართავენ, იმათთან რატომ არ გინდათ ურთიერთობა? კეთროვანი ურბანი რომ მოძებნეთ მარტო, რომელსაც მალე დააპანღურებენ ალბათ. უნგრეთთან რა საერთო აქვს საქართველოს, რა გვაკავშირებს? იმიტომ რომ ისიც რუსეთის და პუტინის რელიქტია და თქვენც იმათი რელიქტი ხართ და ქმნით ანტიევროპულ, ანტიდასავლურ გაერთიანებას. 24 წლის არჩევნებში აპირებენ ტრამპისტებად გადაიქცნენ, ანუ რუსეთი რომ გაიმარჯვებს ამის იმედი არ აქვთ, საფრთხის შეგრძნება საკმაოდ რეალისტური აქვს ბიძინას და ამათაც. წინასწარ გიანონსებთ, რუსეთის მარცხის შემდეგ „ქართული ოცნება“ გახდება ტრამპის მომხრე“-  განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები