სამშაბათი, იანვარი 14, 2025

გოგა ხაინდრავა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: ეს რა ჩაიდინეთ თქვე ფარისევლებო! უფლის გამოსახულება როგორ დაწვით საშობაო ნაძვის ხესთან! კუბო რამ მიგატანინათ თქვენი შვილების საახალწლო თავშეყრის ადგილას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვას ეხმაურება.

„ეს რა ჩაიდინეთ თქვე ფარისევლებო! უფლის გამოსახულება როგორ დაწვით საშობაო ნაძვის ხესთან! კუბო რამ მიგატანინათ თქვენი შვილების საახალწლო თავშეყრის ადგილას!

თქვე შიგევროპელო ავო სულებო! არ აგცდებათ გეენის ცეცხლი! ქვეყანა გძულთ ვხედავთ! ბავშვებს რას ერჩით!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკა გილაური – დასასანქცირებელთა სიაში ჩემი ძმის მოხვედრა მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა „კაგებეშნიკური“ ხელწერა

დასასანქცირებელთა სიაში ჩემი ძმის მოხვედრა მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა „კაგებეშნიკური“ ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გილაური წერს, რომ პირადი არხებით აშშ-ის კონგრესსა და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და დარწმუნებულია, რომ შეცდომა მალე გასწორდება. „„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და „არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა, შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას“. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავიანთი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრებს, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არმონაწილეობის წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ. კაგებეშნიკური ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა – თუ ვერ აჩერებ პროცესს, რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები, სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“, და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. „საქართველოს კაპიტალის“ განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: „დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“. მინდა, აქვე დავამატო, რომ მეც ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ის კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი, ვისზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი, აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზის გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს““, – წერს ნიკა გილაური.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. ადვოკატმა პაატა დიასამიძემ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. მან მიმართა სასამართლოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო გამოეყენებინა. „მე არ ვაფასებ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან ამ საფრთხესთან მიმართებით მე ვიზიარებ დაცვის მხარის პოზიციას, რომ ამ კუთხით დაცვის მხარის მხრიდან რაც არგუმენტები იყო მითითებული, ნამდვილად ვერ საბუთდება ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხედ, თუმცა მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. სასამართლომ დაადგინა, რომ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს პატიმრობა. მზია ამაღლობელის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. ბრალდებული მოთავსებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. წინასასამართლო სხდომა დაინიშნოს 2025 წლის 4 მარტს, 11:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა მოსამართლემ. მზია ამაღლობელს პროკურატურამ გუშინ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით 12 იანვარს დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ. „მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახერხებენ ჩვენი ბიჭები კიდევ სხვების დაკავებას. მსოფლიოში არავინ უნდა ეჭვობდეს, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. პუტინმა სამი წლის წინ ნატო-სთვის ულტიმატუმებით და ისტორიის გადაწერის მცდელობით დაიწყო, ახლა კი ფხენიანის სამხედრო დახმარების გარეშე ვერ ძლებს. უკრაინა მზადაა, კიმ ჩენ ინს მისი ხალხი დაუბრუნოს, თუ ის შეძლებს მათ გაცვლას ჩვენს მეომრებში, რომლებიც რუსეთში ტყვეობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს ეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. „თუ დაბრუნება მოუწევს, დაბრუნდება. თუ აქ დარჩენის შანსს მისცემენ, დარჩება“, – გადმოსცემს თარჯიმანი. ამასთან, მეორე ჩრდილოკორეელმა ტყვემ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი კითხვაზე, სურს თუ არა ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება. მოგვიანებით მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთმა ტყვემ უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, მეორემ – ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების.

ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსალოდნელი ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრები გააძლიეროს

ლოს ანჯელესში მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობას განაგრძობენ. როგორც მედია წერს, ისინი ნელ-ნელა ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ საფრთხეს უქმნის სან ფერნანდოს ხეობის მჭიდროდ დასახლებულ თემებს. ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირისთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან, რამაც შესაძლოა, რეგიონში ტყის ხანძრები კიდევ უფრო გააძლიეროს. სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად. გასულ კვირას აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქში ერთდროულად გაჩენილი ექვსი ხანძრის შედეგად, ამ დროისთვის, სულ მცირე, 16 ადამიანია დაღუოული. დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, კიდევ 16 პირი. ადგილობრივი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ საბძებრო სამუშაოების გაგრძელებასთან ერთად, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა 12 000 შენობა-ნაგებობა დააზიანა ან გაანადგურა.

ბოლო სიახლეები