სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ წერს.
„როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დისკრედიტაციას და ინტერესების შელახვას, თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთად ერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ს და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით“. – წერს ხაინდრავა.