ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

გიორგი ჩოგოვაძე – ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხის შესამცირებლად, რომელიც გუდაურის შემთხვევის გამო, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფრთხე, რომელიც გ​უდაურში მომხდარის გამო, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას, მინიმუმამდე დავიყვანოთ – ასე უპასუხა გიორგი ჩოგავაძემ ჟურნალისტების კითხვას, აისახება თუ არა გუდაურში მომხდარი უარყოფითად ტურისტულ სეზონზე.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გუდაურში ჩავიდა და სამედიცინო დახმარების ცენტრში პირადად გაეცნო დაშავებულებისჯანმრთელობის მდგომარეობას.

რაც შეეხება დანარჩენი საბაგიროების მუშაობას, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია.

„ჩვენი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია და გამართული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, უკვე ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა.პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.„მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, ვიცი თქვენი განცდები, რას ფიქრობთ, როგორია წინასწარი მომზადების თემა,  მთელი კონცენტრაცია არის გამოსვლაზე. ჩვენი ხალხის სახელით, მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ და მივიღეთ. ეს დასაწყისია, უდიდესი საქმე გააკეთეთ. ხომ იცით, ქართველებს როგორ უყვართ სპორტი, როგორი რეაქცია აქვთ გამარჯვებაზე და ეს დიდი პატივია თქვენთვისაც, რომ ამხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს, ხალხს. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენების წარმატება არის მაგალითი და მოტივაცია ახალგაზრდებისთვის.„დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი, გოგონები და ბიჭები, დაიწყებს ფიგურულ სრიალზე სიარულს. ეს ყოველთვის გადამდებია . მარტო ის კი არ არის წარმატება, რომ თქვენ ჩემპიონები ხდებით, არამედ ეს არის იმის საფუძველიც, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ დაინახოს ეს წარმატება, სურვილი გაუჩნდეს სპორტზე სიარულის. თქვენ ხართ ამის მაგალითი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია  წარმატებით იასპარეზებს.„დიდი მოტივაცია მქონდა, რომ შეგხვედროდით. მინდა იცოდეთ, რომ მთელი ქვეყანა თქვენ გვერდით დგას. ეს დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება. თქვენ მაღალი დონის პროფესიონალები ხართ. თქვენ გვერდით ვართ, წარმატებას გისურვებთ და გვჯერა კიდეც, რომ წარმატებით იასპარეზებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან რვა სპორტსმენი ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან სამთო მოთხილამურეები კორტინაში იმყოფებიან, სადაც ასპარეზობები სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება.ვიზიტის ფარგლებში ,მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.ოლიმპიადის გახსნამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ ვახშამს.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სერგეი ლავროვი – ჩვენთვის ცოტა უცნაურია განცხადებების მოსმენა სომხეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთიდან მომზადებულ მითიურ თავდასხმებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სომხეთის მიმართ ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მოსკოვი უცნაურად მიიჩნევს.„ჩვენთვის ცოტა უცნაურია პერიოდული განცხადებების მოსმენა ჩრდილოეთიდან სომხეთის წინააღმდეგ მომზადებულ მითიურ თავდასხმებზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის შესახებ და ამ მხრივ, ასევე აღვნიშნავდი ჩვენი საერთო ისტორიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მცდელობებს.თქვენ იწყებთ საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ კამპანიას. გარწმუნებთ, რომ როდესაც საზღვარგარეთიდან მოდის სიგნალები, რომ ვიღაც გეგმავს ჩარევას, რუსეთის ფედერაციაზე მკაფიო მითითებით და როდესაც ერევნიდან ევროკავშირისკენ მოწოდებები ისმის – „დაგვეხმარეთ ასეთი ჩარევის თავიდან აცილებაში“ – ეს ჩვენთვის უცნაურია., – განაცხადა ლავროვმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ალენ სიმონიანთან შეხვედრაზე.ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს არის დაგეგმილი. არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა ბრიუსელს არჩევნებში უცხოური ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა.

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ეს უკრაინაში ომთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიციას არ ეწინააღმდეგება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ გარკვეულ სფეროებში ვაშინგტონი რუსეთთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რომ მსგავსი თანამშრომლობა უკრაინაში ომთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას არ ეწინააღმდეგება.„ხალხი ამბობს, თქვენ პუტინთან თანამშრომლობა არ შეგიძლიათ არცერთ საკითხზე, რადგან არ ეთანხმებით მის უკრაინაში შეჭრას. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ პუტინი არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ჩვენ შევეცდებით ვიმუშაოთ და ეს დავასრულოთ, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს თანამშრომლობის გარკვეული სფეროები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის“, – აღნიშნა ვენსმა ინტერვიუში.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება არ ეთანხმებოდეს რუსეთს რიგ საკითხებში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ორმხრივ თანამშრომლობას.„ტრამპის დამოკიდებულება ასეთია, ჩვენ ალიანსებზე ვსაუბრობთ. შეიძლება გვქონდეს ქვეყანა, სადაც ჩვენი ინტერესების 90%-ს ვეთანხმებით, მაგრამ საკითხების 10%-ზე ვერ ვთანხმდებით. ამასობაში, შესაძლოა, რუსეთს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე შეიძლება შევთანხმდეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტური რეორიენტაციაა“, – განაცხადა ვენსმა.ორშაბათს, 2 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს წარუდგინა წინადადებები ურთიერთობების სრული „ნორმალიზაციისთვის“ „სერიოზული ბარიერების“ მოხსნის შესახებ.ცნობისთვის, „ასოშიეთიდ პრესიმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამასთან, „აქსიოსის“ ცნობით, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების“ განახლების ვარიანტების განხილვას დაიწყებენ.

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში შექმნილ ვითარებას საერთაშორისო შეფასება ეძლევა, ევროპაში დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა

მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია საქართველოში 2024 წლის არჩევნებში.„მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით. ამის შესახებ ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია, აქვს ინფორმაცია. ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში. ასევე, 2020-2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. ეს არის ძალიან უხეში პრაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს. თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული. დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზეცაა ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“. ამის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით: „ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის: ნაწილი 2“. მოსმენას უძღვებოდა კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი, რომელმაც განაცხადა: „ევროკომისია ცდილობს გამოხატვის თავისუფლების ცენზურას და არჩევნებში ჩარევას მთელ მსოფლიოში, ახლა ევროპელები ცდილობენ, დამალონ ის, რასაც აკეთებენ“.

დონალდ ტრამპი – ბევრს ვმუშაობ, რომ სუდანში ომი დავასრულო, ეს იქნება მეცხრე ომი, თუ მანამდე რუსეთისა და უკრაინის ომს არ დავასრულებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მუშაობს, რომ სუდანში ომი დაასრულოს.როგორც ტრამპმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს იქნება მეცხრე ომი, რომელსაც დაასრულებს, თუ მანამდე რუსეთისა და უკრაინის ომი არ დაასრულა.„მე ბევრს ვმუშაობ, რომ სუდანში ომი დავასრულო. ეს იქნება მეცხრე ომი, თუ მანამდე რუსეთისა და უკრაინის ომს არ დავასრულებთ. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და თითქმის დავასრულეთ“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ისტორიაში არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია მეტი, ვიდრე მის ადმინისტრაციას მსოფლიოში ქრისტიანების დევნასთან დასაპირისპირებლად. ამის მაგალითად ტრამპმა შობის დღეს ნიგერიაში ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ მიტანილი დარტყმები დაასახელა.„ეს ჩვენი მისიაა. შობის დღეს ნიგერიის მთავრობასთან კოორდინაციით, მე განკარგულება გავეცი ძლიერი დარტყმები მიეტანათ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების გასანადგურებლად, რომლებიც ათასობით ქრისტიანს ხოცავენ ამ ქვეყანაში. ჩვენ მათ ისე ძლიერად დავარტყით, რომ ისინი ახლაც კი ვერ ხვდებიან რა ჯანდაბა მოხდა. ჩემი განკარგულებით, ეს შობის დღეს მოხდა, რათა მათ კარგად გაეცნობიერებინათ ყველაფერი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები