გიორგი ჩოგოვაძე – ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხის შესამცირებლად, რომელიც გუდაურის შემთხვევის გამო, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას

Read Time:33 Second

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფრთხე, რომელიც გ​უდაურში მომხდარის გამო, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას, მინიმუმამდე დავიყვანოთ – ასე უპასუხა გიორგი ჩოგავაძემ ჟურნალისტების კითხვას, აისახება თუ არა გუდაურში მომხდარი უარყოფითად ტურისტულ სეზონზე.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გუდაურში ჩავიდა და სამედიცინო დახმარების ცენტრში პირადად გაეცნო დაშავებულებისჯანმრთელობის მდგომარეობას.

რაც შეეხება დანარჩენი საბაგიროების მუშაობას, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია.

„ჩვენი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია და გამართული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, უკვე ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამწუხაროდ ეს რეალობაა და ეს საქართველოა
Next post შემზარავი ტრაგედია სიყვარულის გამო დათმობილი სიცოცხლე – ახალგაზრდა ბიჭმა ცოლისა და სიდედრის თვალწინ თავი მოიკლა