შაბათი, აგვისტო 29, 2026

გიორგი კვირიკაშვილი – დარწმუნებული ვარ, 2018 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 8 მილიონს გადააჭარბებს

ტურიზმი ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „მოქსში“ ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ტურიზმის სფერო მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიისთვის, რადგან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, პირდაპირ აისახება მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობა.

„ტურიზმი ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი დასრულება რიცხვით, რაც 8 მილიონს გადააჭარბებს. ვფიქრობ,  კარგია, რომ 2017 წლის განმავლობაში ტურიზმის გზით საქართველოში 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში შემოსავალი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება სივრცითი განვითარებაა და ეს ოთხივე მიმართულება ძალიან მჭიდრო, ლოგიკურ, ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან.

„4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ სივრცითი განვითარება, რომელიც გულისხმობს სწორედ იმას, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანა ტურიზმისთვის საინტერესოა ყველა მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება ავტობანების მშენებლობა, ამას ემსახურება ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე მომსახურების სფეროში აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩონჩხის შექმნა, რომელიც პირდაპირ აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეს პოზიტიური ტენდენცია, რომელიც გვაქვს დღეს აუცილებლად შენარჩუნდება მომავალში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი ტენდენციები, რომელიც ტურიზმში გამოიკვეთა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებასა და განვითარებას, აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში.

“ჩვენი ქვეყანა ტურიზმის სფეროში უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას და ასევე უსაფრთხოების კომპონენტს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და...

დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მრევლს ენატრება ილია მეორის ლოცვა, სიტყვები.„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს  გრანდ სლემის ტურნირი.შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგი სარა-ლეონ სისიქი იპონით დაამარცხა.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ნეპალის პოლიციაში ადასტურებენ.მათივე ცნობით, სულ მცირე, 41 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა.

მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები