ორშაბათი, ივნისი 8, 2026

გიორგი კვირიკაშვილი – დარწმუნებული ვარ, 2018 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 8 მილიონს გადააჭარბებს

ტურიზმი ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „მოქსში“ ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ტურიზმის სფერო მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიისთვის, რადგან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, პირდაპირ აისახება მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობა.

„ტურიზმი ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი დასრულება რიცხვით, რაც 8 მილიონს გადააჭარბებს. ვფიქრობ,  კარგია, რომ 2017 წლის განმავლობაში ტურიზმის გზით საქართველოში 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში შემოსავალი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება სივრცითი განვითარებაა და ეს ოთხივე მიმართულება ძალიან მჭიდრო, ლოგიკურ, ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან.

„4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ სივრცითი განვითარება, რომელიც გულისხმობს სწორედ იმას, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანა ტურიზმისთვის საინტერესოა ყველა მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება ავტობანების მშენებლობა, ამას ემსახურება ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე მომსახურების სფეროში აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩონჩხის შექმნა, რომელიც პირდაპირ აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეს პოზიტიური ტენდენცია, რომელიც გვაქვს დღეს აუცილებლად შენარჩუნდება მომავალში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი ტენდენციები, რომელიც ტურიზმში გამოიკვეთა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებასა და განვითარებას, აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში.

“ჩვენი ქვეყანა ტურიზმის სფეროში უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას და ასევე უსაფრთხოების კომპონენტს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ, დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ ამ ყველაფერს

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით.ირაკლი კობახიძემ ინფლაციის კუთხით საქართველოსა და მოლდოვის მაჩვენებლები შეადარა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მოლდოვაში კატასტროფული ვითარებაა.„ინფლაცია რომ ავიღოთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენთან ინფლაცია სამომხმარებლო ფასებზე იყო 8%-ზე ნაკლები, რაც არის იდეალური მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ სასურველია, წელიწადში 2-3% მაინც იყოს ინფლაცია. სჯობს, 4%-ს არ გადააჭარბოს და სწორედ ამ პარამეტრებში ზის სამწლიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყანა. მოლდოვაში ამ სამ წელიწადში ინფლაცია იყო 28%, რაც ნიშნავს კატასტროფას. რეალური ეკონომიკა მცირდება, ინფლაცია გაქვს 28%, შესაბამისად, ნომინალური ეკონომიკა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა. ისიც კი, რაც დაემატა მოლდოვას ნომინალურ ეკონომიკაში, დაემატა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე. სრული კატასტროფა არის ეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილი მოლდოვაში. კი ბატონო, უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით მოშლილია სისტემა, კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მოლდოვაზე კორუმპირებული ქვეყანაა უკრაინა. ეს არის მთლიანობაში ვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირანში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას გააგრძელებენ

ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.ყასემ ღარიბაბადის განცხადებით, ირანი გააგრძელებს კონტროლის შენარჩუნებას ჰორმუზის სრუტეზე. მან გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც თეირანის მიერ სრუტეზე სუვერენიტეტის განმტკიცების პოლიტიკაში მონაწილეობენ.ღარიბაბადმა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თაღლითური ნაბიჯი უწოდა.მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რამდენიმე ირანელ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც, ბრიუსელის შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვაში მონაწილეობდნენ.ევროკავშირის ცნობით, თეირანმა სრუტე ფაქტობრივად დახურა მიმდინარე წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ.„ირანი არ ანიჭებს მნიშვნელობას ამ პოლიტიკურ და თვალთმაქცურ ევროპულ ნაბიჯს და გააგრძელებს ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და თავისი სუვერენული უფლებების განხორციელების სტრატეგიას“, – დაწერა ღარიბაბადმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა ომანის სანაპიროსთან ირანისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერი შეაჩერა

აშშ-მა ომანის სანაპიროსთან ირანისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერი შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ძალებმა 8 ივნისს ომანის ყურეში შეაჩერეს ნავთობის ტანკერი, რომელმაც დაარღვია ირანის წინააღმდეგ მოქმედი ბლოკადა და ირანის პორტისკენ მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი Marivex 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ სანქციების სიაში შეიყვანეს ირანთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.„სიენენის“ მიერ მოპოვებული საგანგებო სიგნალის ჩანაწერის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები აცხადებდნენ, რომ გემზე ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც, მათი მტკიცებით, ის აშშ-ის საზღვაო ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა.„გემზე ხანძარია და ვიძირებით. აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაგვარტყეს. რაკეტა ძრავის განყოფილებას მოხვდა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ეკიპაჟის 24-ვე წევრი ინდოელია“, – ნათქვამია საგანგებო შეტყობინებაში.ამ დროისთვის ინფორმაცია ეკიპაჟის წევრების მდგომარეობისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ოფიციალურად არ ვრცელდება.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის საფრანგეთის განვითარების  სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.

ფრანგული გამოცემა – მოურინიო „რეალის“ დირექტორატს კვარაცხელიას დამატებაზე დათანხმდა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენი“ მის გაშვებას არ აპირებს

„მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები ხმაურიან ტრანსფერს ელოდებიან იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩეულმა ფლორენტინო პერესი „გალაქტიკოს“ ქომაგებს 150 მილიონ ევროდ შეფასებული მოთამაშის დამატებას შეჰპირდა“, – წერს ფრანგული გამოცემა Foot01.ესპანურმა პრესამ სწრაფად გაამხილა ამ ფეხბურთელის სახელი – მაიკლ ოლისე. მაგრამ „რეალი“ მის ალტერნატივად ხვიჩა კვარაცხელიას 150 მილიონიან გარიგებასაც განიხილავს. „ბაიერნი“ ოლისეს გაშვებას კოლოსალური შეთავაზების შემთხვევაშიც არ აპირებს.25 წლის კვარაცხელიამ საფრანგეთის დედაქალაქში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, დიდ შეხვედრებშიც გამორჩეულია და დაცვაშიც კარგად თამაშობს. ამიტომაა ძალიან მიმზიდველი ჟოზე მოურინიოსთვის, რომელიც ქართველის კანდიდატურას „რეალის“ დირექტორთა საბჭოში მაშინვე დათანხმდა.თუმცა, კვარაცხელიას გაშვებას „პარი სენ-ჟერმენში“ არ აპირებენ, რადგან იციან, რომ ქართველი გუნდისთვის შეუცვლელია. ტრანსფერზე გავლენის მოხდენის ერთადერთი ფაქტორი იქნება, თუ კვარაცხელია კლუბის დატოვების სურვილს თავად გამოთქვამს“.

ბოლო სიახლეები