“ოცნებისთვის” ფუნდამენტური რამე მოხდა – სადღაც პლაჟზე მოსეირნე ბერამ უკრაინის დროშა გამოდო, რაც სიგნალია ამ მონებისთვის, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ფსონი კრემლში დევს.
“ფუნდამენტური რამე მოხდა “ქართული ოცნებისთვის”, სადღაც პლაჟზე მოსეირნე ბერამ გამოდო უკრაინის დროშა. ეს არის სიგნალი ამ მონებისთვის, რომ ვაიმე ახლა ეს ნაბიჯი გადავდგათ. მერე სხვა სიგნალი მოუვათ, მერე იმას წაიკითხავენ. ეს ხალხი ღირსებას ვერ აღიდგენს, ეს ხალხი არც უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს. ეს ხალხი არ არის უმრავლესობის წარმომადგენელი. ეს ხალხი არის თავს მოხვეული ჯოჯოხეთი და ჭირი, რომელიც ახლა პირდაპირ პუტინის თამაშს თამაშობს. პუტინთან და კრემლთან არიან გარიგებულები და მათი ყველა ფსონი დევს იქ. არ უნდათ ამათ ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება, პუტინის გამარჯვება უნდათ,” – განაცხადა გიგი უგულავამ.
