გიგი უგულავა: “ოცნებისთვის” ფუნდამენტური რამე მოხდა – ბერამ უკრაინის დროშა გამოდო, რაც სიგნალია ამ მონებისთვის

Read Time:34 Second

“ოცნებისთვის” ფუნდამენტური რამე მოხდა – სადღაც პლაჟზე მოსეირნე ბერამ უკრაინის დროშა გამოდო, რაც სიგნალია ამ მონებისთვის, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ფსონი კრემლში დევს.

“ფუნდამენტური რამე მოხდა “ქართული ოცნებისთვის”, სადღაც პლაჟზე მოსეირნე ბერამ გამოდო უკრაინის დროშა. ეს არის სიგნალი ამ მონებისთვის, რომ ვაიმე ახლა ეს ნაბიჯი გადავდგათ. მერე სხვა სიგნალი მოუვათ, მერე იმას წაიკითხავენ. ეს ხალხი ღირსებას ვერ აღიდგენს, ეს ხალხი არც უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს. ეს ხალხი არ არის უმრავლესობის წარმომადგენელი. ეს ხალხი არის თავს მოხვეული ჯოჯოხეთი და ჭირი, რომელიც ახლა პირდაპირ პუტინის თამაშს თამაშობს. პუტინთან და კრემლთან არიან გარიგებულები და მათი ყველა ფსონი დევს იქ. არ უნდათ ამათ ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება, პუტინის გამარჯვება უნდათ,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი სკოლაში, მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის
Next post გუბაზ სანიკიძე: რისი რევოლუციის თავი აქვს ამ ოპოზიციას? კარიკატურაა ეს ყველაფერი – ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც