პარასკევი, დეკემბერი 19, 2025

გია ვოლსკი – რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუცია საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში თანხმობა უკვე არსებობს.

„რეზოლუციაზე თანხმობა მმართველ გუნდში არსებობს. უბრალოდ, ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენი პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, რეზოლუციაში სანქციების საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს.

„სანქციების ნაწილთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა. ჩვენ ვიცით, მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტორითაც განისაზღვრება, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, რეალობა ის არის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბული და  ფეთქებადსაშიშია.

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია მოამზადა. რეზოლუციის საკუთარი ვერსია აქვს ასევე, საპარლამენტო ოპოზიციას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გაბუნია კაია კალასზე: ქალბატონი ამხანაგი ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა. წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად, ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და იგივე...

"ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა", - ასე ეხმიანება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.გაბუნიას შეფასებით, საქართველო სისხლის ფასად გაეყარა წითელ იმპერიას, ლურჯ იმპერიასთან შეყრის მსურველი ქვეყანა კი ხედავს, რომ აქაც იმავე რეალობის წინაშე დგას, ვინაიდან, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება."ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა... ჩვენი საქმე ასეა: წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად და ახლა ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და ვხედავთ რომ აქაც იგივე რეალობის წინაშე ვართ! დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება, არამედ მხოლოდ დამონებული, უსიტყვო მორჩილებით და ჩვენი ხალხის მიერ გაღებული სისხლის და ღვაწლის უგულვებელყოფით..." - წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე მისვლას აპირებს.„შვიდთვიანი იზოლაციის შემდეგ, როცა ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზორიდან გაქვს მიღებული, არ მგონია, მაინცდამაინც სწორი იყოს, ახლა მოვყვე, რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე, მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე, რამდენიმე დღე დამჭირდება აზრზე მოსასვლელად. რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა, სხვებს დაველაპარაკო და შემდეგ ვიტყვი, ჩემი აზრით რა იქნება სწორი.ახალ ბრალს რაც შეეხება, გზავნილი არ არის მარტო ჩემზე, არამედ ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც და ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტახანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ არ არის ამის გამკეთებელი. არც მე ვაპირებ და არც არავინ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მგონია, რომ კარგად ვიცნობ. მე არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა შვიდი წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. მუდმივად განცდის ქვეშ რომ იყო, ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩაგსვან ციხეში. ჩვენი ამოცანაა, რომ მაგრად ვიყოთ. ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, ეფექტურად გამოვიყენოთ. დღეს საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვლას. რაღაც შეხვედრები უკვე დაგეგმილი მაქვს, ოპოზიციურ სპექტრთანაც, პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს.ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიაც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს გზა ისეთი რთული, რაც გამოვიარეთ ამ ქვეყანამ, ხალხმა ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა. ბოლოს ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ეს ქვეყანა ვერ გარუსდება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა და გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. 22 მაისს ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ავიაკატასროფას NASCAR-ის ლეგენდა, გრეგ ბიფლი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ კაროლინაში NASCAR-ის (სერიული ავტომობილებით რბოლის ეროვნული ასოციაცია) მძღოლის კუთვნილი კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის - NASCAR-ის ლეგენდა, გრეგ ბიფლი, დაიღუპა, როდესაც კერძო თვითმფრინავი ჩრდილოეთ კაროლინას აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან ახლოს დაეშვა.ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია (FAA) იტყობინება, რომ ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.ირედელის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენელმა Daily Mail-ს განუცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თუმცა მან ზუსტი რიცხვი არ დაასახელა.ახლო მეგობრის თქმით, ბიფლი საშინელი ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის იყო.ბიფლის სახელზე რეგისტრირებული კომპანია GB Aviation Leasing LLC თვითმფრინავის მფლობელია. გაურკვეველია, იმყოფებოდა თუ არა 55 წლის ბიფლი თვითმფრინავში.სურათებზე ჩანს თვითმფრინავის ცეცხლი, და ცაზე სქელი შავი კვამლი ამოდის.ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) Daily Mail-ს განუცხადა, რომ Cessna C550 დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.

ნიკოლ ფაშინიანი – იმედია, საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები ალტერნატიულ გზებს იპოვიან

იმედია, რომ საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ ასე არ მოხდება, მაშინ სომხეთი და აზერბაიჯანი საქონლის ტრანზიტისთვის ალტერნატიულ გზას იპოვიან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული კითხვები ტარიფებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მოგვარდება.„თუ საკითხი არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები იპოვიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

გთხოვთ გავავრცელოთ-მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი „რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზე…

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება.გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი, ოპერაციის შემდეგ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი. ის მძიმედ არის, რეანიმაციაშია ოპერაციის შემდეგ და მართვით სუნთქვაზეა ბათუმის საავადმყოფოში“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები