ოპოზიციის მხარდამჭერები ელოდებიან, რომ პარტიებიდან ვინმე გამოვა და იტყვის, არავითარი კავშირი არ აქვს არც რევოლუციურ პროცესებთან, არც იმ მოქმედებებთან, რომელიც შეიძლება, საბოტაჟის ნიშნით იყოს შეფასებული და დაამტკიცებს, რომ ბრძოლა და ხელისუფლებაში მოსვლა სახელმწიფო განვითარებისთვის უნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში არცერთს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო.
„მუდმივად ჯახია, რომელიც ფინანსურად და პოლიტიკურად წახალისებულია ომის პარტიისგან, „დიფ სთეითისგან“. ეს რეალობა შექმნეს და ამ რეალობის საწინააღმდეგოდ, რომ ისინი ამაში არ მონაწილეობენ, არავის განცხადება არ გაუკეთებია. ყველა აპელირებს, თითქოსდა „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, რომ რუსეთი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს და აგრესიის განვითარება მოსალოდნელია. თითქოსდა ჩვენი ბრალია, რომ რუსეთს გარკვეული უპირატესობები აქვს სამხრეთ კავკასიაში და შეუძლია, ოკუპაცია აგრესიული გახადოს, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არსებობს და არა „ნაცმოძრაობამ“. არცერთს არ გაუკეთებია განცხადება, რომ რევოლუცია არის რეალურად მცდელობა და საბოტაჟია ის ბრალდება, რომელიც არ ეკუთვნით. უნდათ, ცალ-ცალკე პარტიები იყოს განხილული. გამოვიდნენ და თქვან, რატომ წარმოუდგენიათ, თავისი პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ გარეთ მყოფ სტრუქტურად, რომელსაც თურმე ცალკე უნდა წაუყენო ბრალდება. „ლელო“ არ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი ჰქონდა, გინდა ფინანსური და გინდა პოლიტიკური. არგუმენტი თუ აქვთ, თქვან. „ლელო“ არ ამბობს რატომ მონაწილეობს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქვეყნის დასანგრევად საბოტაჟში. ეს არის ერთი ძალა, რომელიც ამ ყველაფერში ერთად მონაწილეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

