გზა ზღვისკენ ღალატის ფასად !!
მარიამ ლაშხი – სტივ დეინსის მხრიდან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა და გამოითქვა მზაობა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს
აშშ-ში საქართველოს დელეგაციამ პირველი შეხვედრა სენატორ სტივ დეინსთან გამართა, შემდეგი შეხვედრები კი ჩანიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ანალიტიკურ ორგანიზაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განუცხადა.მარიამ ლაშხის ცნობით, შეხვედრაზე სენატორის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა და მზაობა გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს.„ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკურ დიპლომატიას და ეკონომიკის განვითარებას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის როლზეც, საქართველოზე, როგორც რეგიონის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეზე. ასევე, ვისაუბრეთ, რომ შედგეს მისი ვიზიტი საქართველოში. სენატორ სტივ დეინსთან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა“, – განაცხადა ლაშხმა.მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ინტერესებზე ისაუბრებს და ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.„დაგეგმილი შეხვედრები პოზიტიური გზავნილია ამერიკის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვაზე. მნიშვნელოვანია, რომ აქამდე რეგიონს ეკონომიკურ ჭრილში არ უყურებდნენ, თუმცა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრაგმატული ხელისუფალი ჰყავს, რომელიც ეკონომიკურ დიპლომატიაზე აკეთებს აქცენტს“, – დასძინა ლაშხმა.ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.„შესანიშნავი საუბარი გვქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გამოწვევებზე უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონში, შუა დერეფანზე/TRIPP-ზე („ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.
ალი ლარიჯანი: ვინ არის და როგორ მოიპოვა მთავარი როლი ირანის პოლიტიკაში ხამენეის გარდაცვალების შემდეგ?
ირანის პოლიტიკის ვეტერანი, ალი ლარიჯანი ირანის რეჟიმის უსაფრთხოების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.ლარიჯანი 1958 წელს, ერაყის ქალაქ ნაჯაფში დაიბადა, ცნობილი ირანელი სასულიერო პირის, აიათოლა ჰაშემ მირზა ამოლის ოჯახში, რომელიც შაჰმა, მოჰამედ რეზამ ერაყში გადაასახლა. ალი ლარიჯანიმ განათლება ერაყში მიიღო, მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აქვს. აღსანიშნავია, რომ მის ძმებს მაღალი თანამდებობები ეკავათ მთავრობაში, მათ შორის სასამართლო სისტემასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.ალი ლარიჯანი იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი პირველი წევრი, მოგვიანებით კი ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი მომლაპარაკებელი გახდა. ასევე, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიო კომპანია IRIB-ს, რომელიცირანის მედია დღის წესრიგს ქმნის.2005 წლიდან 2007 წლამდე ლარიჯანი ბირთვულ პროგრამაზე მთავარი მომლაპარაკებლის თანამდებობას იკავებდა და იცავდა თეირანის უფლებას ურანის გამდიდრებაზე. როგორც ექსპერტები ამბობენ, ის დიპლომატიის გზით ცდილობდა დასავლეთის დარწმუნებას და პრაგმატისტად ითვლებოდა. 2005 წელს ის კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მცდელობა წარუმატებელი იყო. 2021 და 2024 წლებშიც სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მეურვეთა საბჭოს მიერ დისკვალიფიცირებული იყო.2008 წლიდან 2020 წლამდე ლარიჯანი პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა და პოსტრევოლუციური ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსად იქცა. მისი პოლიტიკის წყალობით, ირანმა ორწლიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წელს, მსოფლიოს ექვს ძალასთან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია. 2018 წელს კი დონალდ ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ამ ძნელად მოპოვებული შეთანხმებიდან ამერიკა გაიყვანა.2021 წელს, ხამენეიმ ლარიჯანი ჩინეთთან 25-წლიანი სტრატეგიული შეთანხმების მომლაპარაკებლად დანიშნა.ლარიჯანი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, რომელიც გამოირჩეოდა ხამენეისადმი ერთგულებით და სისტემაში ხშირად მეტოქე ფრაქციებთან ურთიერთობისას პრაგმატისტის რეპუტაციით.ატომურ პროგრამაზე აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებლად შუამავლის რანგში ომანში ბოლოდროინდელმა ვიზიტმა ხაზი გაუსვა მის, როგორც ხამენეის სანდო სტრატეგის სტატუსს.ბოლო თვეების განმავლობაში ლარიჯანი რამდენჯერმე ეწვია თეირანის მთავარ მოკავშირეს, მოსკოვს, რათა განეხილა უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხი, რაც მისი მაღალი დონის დიპლომატიაში დაბრუნების კიდევ ერთი ნიშანი იყობირთვულ საკითხთან დაკავშირებით მისი ზოგიერთი საჯარო განცხადება საკმაოდ პრაგმატულად ჟღერდა."ჩემი აზრით, ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს“, - განაცხადა ლარიჯანიმ თებერვალში ომანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, აშშ-სთან მოლაპარაკებებზე საუბრისას. ამავდროულად, ლარიჯანიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა "ვერასდროს განადგურდება“.იანვრის დასაწყისში, როდესაც ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო და თეირანში აშშ-ის შესაძლო სამხედრო მოქმედებების შიში გაძლიერდა, აიათოლა ხამენეიმ ალი ლარიჯანს სიტუაციის სტაბილიზაცია სთხოვა. მას შემდეგ, მაღალი რანგის წყაროების ცნობით, ლარიჯანიმ კრიზისის მართვა საკუთარ თავზე აიღო, რითაც მისი გავლენა უფრო გამოიკვეთა.იანვრის საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ, ის ფაქტობრივად ქვეყნის ლიდერი გახდა, პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს ჩამოშორდა და მართავდა ირანის ურთიერთობებს როგორც მოკავშირეებთან, ასევე მოწინააღმდეგეებთან.რადგან ლარიჯანი სასულიერო პირი არ არის, მას არ შეუძლია უზენაესი ლიდერის ჩანაცვლება. ეს როლი სასულიერო პირისთვისაა განკუთვნილი.მაგრამ როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, აიათოლას გარდაცვალებით, ირანის, როგორც სასულიერო რეჟიმის, მომავალი გარანტირებული არ არის. ამის ნაცვლად, ქვეყანას შეიძლება უხელმძღვანელოს უფრო სეკულარულმა, მკაცრმა ლიდერმა, როგორიც ლარიჯანია და ახალი მთავრობის პოლიტიკა შეიძლება კიდევ უფრო მილიტარისტული და ნაკლებად პროგნოზირებადი გახდეს.ინსაიდერები აცხადებენ, რომ ლარიჯანიმ უკვე გადადგა ნაბიჯები ძალაუფლების გასამყარებლად, დაზვერვის სამსახურებთან მჭიდრო კავშირების, ასევე მაღალი რანგის სასულიერო პირებთან კავშირების გამოყენებით.
დონალდ ტრამპი – ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით, არც გვჭირდება, ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ – რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ვისთანაც საქმე გვაქვს,...
ესპანეთთან ვაჭრობას ვწყვეტთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ“, - განაცხადა ტრამპმა.მისი თქმით, აშშ-ის ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველა სახის ვაჭრობის შეწყვეტა დაავალა“.„ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ასევე, ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთითაც უკმაყოფილოა.ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ს „საქმე უინსტონ ჩერჩილთან არ აქვს“.„სამი თუ ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასაგებად, თუ სად შევძლებდით დაფრენას. ეს უინსტონ ჩერჩილი არ არის, ვისთანაც საქმე გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ფრიდრიხ მერცი – აშშ და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება
აშშ და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.ფრიდრიხ მერცმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების საკითხზე და უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.„ძალიან მიხარია, რომ მაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა ამ გამოწვევებით სავსე დროს. ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით. ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელისა და აშშ-ის არმია სწორ ნაბიჯებს დგამენ, რათა ეს დასრულდეს და რეალურად ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას დააბრუნებს.ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს სავაჭრო შეთანხმებაზე, რომლის ძალაში შესვლაც რაც შეიძლება სწრაფად მსურს. ასევე, უნდა ვისაუბროთ უკრაინაზე. სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია და ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ყველას გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ტერიტორია და უსაფრთხოების ინტერესები. და, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მერცმა.

