გზა ზღვისკენ ღალატის ფასად !!
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იაპონური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტ, პროფესორ ზურაბ გუდავაძესა და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძეს შეხვდნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში იაპონიის დელეგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ: კომპანია Riken Kogyo Co., Ltd.-ის პრეზიდენტი და დირექტორი იუკიჰირო შიბაო და წარმომადგენელი ჯუნიჩი ტაკამია; HAGIHARA INDUSTRIES INC.-ის უფროსი გენერალური მენეჯერი მასაკაზუ საკო; KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტომონორი დეგუჩი; ArkEdge Space Inc.-ის უფროსი ექსპერტი შიო კამიბაიაში; SPEC CORPORATION JAPAN-ის გენერალური მენეჯერი იოჰეი სომა; PADECO Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტეცუია სუგიმოტო; Tokai-Denshi Inc.-ის წარმომადგენლობითი დირექტორი ტარო ოკამურა; JGC HOLDINGS CORPORATION-ის აღმასრულებელი ოფიცერი იოშიმიცუ ტაკანიში; ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრის უფროსი მრჩეველი შინსაკუ ფუკაზავა; იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჰოკაიდოს ცენტრის თანამშრომელი მარინა კიდო და ექსპერტ-კონსულტანტი მასაკი კოდა; ასევე, გაზეთ Hokkaido Kensetsu Shimbun-ის ჟურნალისტი იუკი ოსაკა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.როგორც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებების გამოვლენას. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, იაპონიის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა საინჟინრო, ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების სფეროების პერსპექტივიდან იქნეს განხილული.„იაპონიის დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის სტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტების საქმიანობასა და კვლევით მიმართულებებს, რაც დელეგაციის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული ინტერესების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იაპონელი სტუმრები წარმოადგენენ იაპონიის სხვადასხვა პროფესიულ სფეროს, მათ შორის საინჟინრო, სამრეწველო, ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ, საკონსულტაციო და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც სამრეწველო წარმოებასა და საინჟინრო პროექტების მართვას, ისე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და საერთაშორისო განვითარების პროექტებში მონაწილეობას.დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, იუკიჰირო შიბაოს ხელმძღვანელობით მოქმედი Riken Kogyo Co., Ltd.-ი სპეციალიზებულია თოვლის, ქარისა და ქვიშისგან დამცავი ღობეების პროექტირებაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიის საქმიანობა უკავშირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაუმჯობესებას განსაკუთრებით რთული კლიმატური პირობების მქონე რეგიონებში. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ქარბუქის, თოვლის დაგროვებისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული პრობლემების პრევენციისთვის.დელეგაციაში წარმოდგენილი HAGIHARA INDUSTRIES INC.-ი სამრეწველო წარმოებისა და ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს, ხოლო KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ი, SPEC CORPORATION JAPAN-ი, Tokai-Denshi Inc.-ი და JGC HOLDINGS CORPORATION-ი სხვადასხვა საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ბიზნესმიმართულებას წარმოადგენენ. ArkEdge Space Inc.-ი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მცირე თანამგზავრების განვითარების სფეროში მუშაობს, PADECO Co., Ltd.-ი კი საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აგრეთვე ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრისა და JICA-ს წარმომადგენლები, რაც ვიზიტის პროფესიულ და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ განზომილებას აძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მნიშვნელოვანი აკადემიური, სამეცნიერო და საინჟინრო პოტენციალი, რაც ქმნის მყარ საფუძველს აღნიშნულ კომპანიებთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, როგორც იაპონელმა სტუმრებმა აღნიშნეს, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური მიმართულებებისა და კვლევითი პოტენციალის შესახებ, გაეცნო ფაკულტეტების გამოცდილებას და გამოკვეთა ურთიერთთანამშრომლობისთვის საინტერესო სფეროები, რაც მყარ საფუძველს ქმნის სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისა და აკადემიურ და ინდუსტრიულ სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის.
სგპ ,,ქუთაისის აეროპორტში” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. 235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 60 132 ლარია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 105 176 ლარი შეადგინა.ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები) მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჯამში - 34 788 ლარით დაჯარიმდა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს
ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა – პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. პარლამენტი დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ციფრული ლარის სტატუსი განისაზღვრება - ფართოვდება ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები და მასში ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვებაც აისახება.როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, საქართველო ციფრული ვალუტის შემოღებისგან ჯერ შორს არის. მისი თქმით, ეს ჯერჯერობით ბანკებს, მოსახლეობასა და საწარმოებს არ შეეხება, მაგრამ ეროვნულ ბანკს ექნება საშუალება, ყველა ის საჭირო პროგრამა და ინფრასტრუქტურული საშუალება შეიძინოს, რომ ციფრული ლარის გამოშვება შეძლოს.“ციფრული ტექნოლოგიები ფართოდ გავრცელდა. ათი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. ჩვენ მივიღეთ კანონი ვირტუალურ აქტივებთან - ე.წ. ბიტკოინებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველოში არის სამი ციფრული ბანკი.ციფრული ვალუტა მსოფლიოში ძალიან სწრაფო ტემპით ვითარდება. ჩვენ მისი შემოღებისგან, გინდ ტექნოლოგიურად, გინდ სხვა კუთხით შორს ვართ, მაგრამ ვიწყებთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში ტესტური მუშაობა დაიწყოს. ჩინეთში ციფრული ვალუტა უკვე მუშაობაშია. ინდოეთში მუშაობაშია. ჩვენს სამეზობლოში - რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი უკვე სამუშაო პროცესშია. უკრაინა მუშაობს და ჩვენზე წინ დგას. რაც შეეხება მთავარს - ევროკავშირს, ევროკავშირში, რომლის მაგალითის აღებაც ჩვენ გვაინტერესებს, სამი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ციფრულ ვალუტაზე 2030 წლამდე გადავიდნენ. 2026 წლიდან ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობა ციფრული ვალუტით ხდება, 2030 წლამდე საბითუმოზე გადავლენ, საცალოზე და 2030 წელს ეს სრულად შევა ძალაში.ჩვენს შემთხვევაში ეს ჯერჯერობით არ შეეხება ბანკებს, მოსახლეობას და საწარმოებს. ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება, რომ ერთი მხრივ პროცესი აკონტროლოს და მეორე მხრივ, შეეძლოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, ბლოკჩეინები შეიძინოს, რათა მზად იყოს და თუ ამის საჭიროება დადგება, გამოშვების საშუალება ჰქონდეს, ასევე აიყვანოს კადრები და სპეციალისტების, რათა მზად იყოს ყველანაირად, რომ თუ პროცესმა გაამართლა და სწორად წავიდა ჩვენ სამეზობლოში თუ ევროკავშირში, ჩვენ აქტიურად ჩავერთოთ. ეროვნულ ბანკს ექნება საშუალება, რომ შეიძინოს ყველა ის საჭირო პროგრამა და ინფრასტრუქტურული საშუალებები, რომ ციფრული ლარის გამოშვება შეძლოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
“სასტიკად დაიჟინა, რომ სიცოცხლე უნდა” – 6 წლის მახარეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის საზოგადოების დახმარება სჭირდება
6 წლის მახარე ყვავაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მახარეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუსვეს.
თავდაპირველად, საქართველოში მკურნალობდა, თუმცა ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა.
მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ტრანსპორტირება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ოჯახმა ის თურქეთში წაიყვანა, მკურნალობა კი ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ საზოგადოების თანადგომის გარეშე, არაფერი გამოვა.
მახარეს შესახებ მისი ოჯახის წევრი, ლანა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ძალიან ვერიდებოდი მსგავსი ფოტო/ვიდეოების ჩემი მხრიდან გავრცელებას, მინდოდა გაგფრთხილებოდით, ისედაც ყველამ ვიცით-ახლა რას გავდივართ, არ მინდოდა უფრო დამემძიმებინეთ, მაგრამ ვერ გამომდის.ვერ გამომდის, რადგან დანის (მახარეს) მამამ ორთვენახევრის წინ რკინის ქალამნები ჩაიცვა და მას შემდეგ უდიდესი ძალისხმევით უმკლავდება ამ ყველაფერს,უძლებს და თან გზად უამრავი ამბის ჩამოტოვება უწევს. ჩვენც ყველა ჩვენი მხრივ ვცდილობთ შევეხიდოთ ამ დიდ ბრძოლაში და ყველამ ჩვენი წილი “რკინის ქალამნები” ვატაროთ.ადრე ერთი ძალიან კარგი ადამიანისგან მოვისმინე, შენს შვილს რომ დასჭირდეს, რკინას კბილებითაც დაფლეთო, ჰოდა ახლა ვნახე-რას ნიშნავს რკინის კბილებით დაფლეთა. ამ წლებს უკან რომ მოვიტოვებთ, დანი (მახარე) ძალიან ამაყი იქნება მამამისით და იმასაც მიხვდება, რომ მასზე უკეთესი მეგობარიც არავინ ეყოლება ცხოვრებაში.ჩემი დანი (მახარე) კიდევ რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილა!!!სულ ვეუბნებოდი-ნუ ხარ ჯიუტი, ნუ იჟინებ ყველაფერს-მეთქი და თურმე რა კარგია, ასეთი ჯიუტი რომ არის და ასე სასტიკად დაიჟინა რომ სიცოცხლე უნდა!და მე ზუსტად ვიცი, რომ აქ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს და არ არსებობს ბ ვარიანტი!ამიტომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ამ უდიდეს ბრძოლაში დანისაც (მახარე) და გიასაც (მახარეს მამა).პოსტის გაზიარებაც ძალიან მნიშვნელოვანია.მიმღები: პაატა ქურციკიძე (ბიძა)პირადი ნომერი: #41001015926თიბისი ბანკი: #GE14TB7263736010300007საქ. ბანკი: #GE88BG0000000027396100მიმღები: გიორგი ყვავაძე (მამა)თიბისი ბანკი: #GE42TB7799245068100039
სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ...
„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების მხრიდან უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერვე მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ.„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში.მეორე მხრივ, ეს რეზოლუციები, როგორც წესი, არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება. ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ევრობიუროკრატებს უფრო სამართლიანი და პატიოსანი დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი მხრიდან ასეთმა უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ მათი მოლოდინების სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ, რადგან ხალხი კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად - ტყუილი, სად არის სამართლიანობა და სად - უსამართლობა, და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს.საზოგადოების სწორად ინფორმირების საქმეში ჩვენმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“, მართლაც ყინულმჭრელის როლი შევასრულეთ და ლომის წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ ჩვენს სამშობლოს უდიდესი საფრთხე ავაცილეთ თავიდან. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობებს, რასაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენი ე.წ. უცხოელი „მეგობრები“ და მათი ადგილობრივი აგენტურა რადიკალური ოპოზიციის, არანაკლებ რადიკალური ენჯეოებისა და ე.წ. ექსპერტების სახით. როდესაც ჩვენ ამ საფრთხეზე ღიად დავიწყეთ ლაპარაკი, არ ვიყავით დარწმუნებული, რამდენად დაიჯერებდა ხალხი ამ სიმართლეს. მაგრამ მოხდა საოცრება - პოლიტიკურ სპექტრს გაცილებით უფრო გაუჭირდა ამ სიმართლის მიღება, ვიდრე ქართველ ხალხს. საზოგადოება ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ საფრთხე კარს იყო მომდგარი და, როდესაც რეალური ინფორმაცია მიიღო, შესაბამისი დასკვნები გააკეთა. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ხალხი გადაწყვეტილებებს ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და არა ევრორეზოლუციების ან ევრობიუროკრატების განცხადებების გავლენით,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

