„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის გლობალური მარაგი ერთ თვეში ამოიწურება. მათივე ცნობით, ნავთობის ფასები შექმნილი ვითარების მხოლოდ ნაწილია და სრულად არ ასახავს ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე დიდი შემცირებით გამოწვეულ პრობლემებს.
გამოცემასთან საუბრისას სავაჭრო კომპანია Gunvor Group-ის კვლევის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ ლასერმა განაცხადა, რომ ომი კიდევ ერთი თვის განმავლობაში თუ გაგრძელდება, ნავთობის ბაზრებზე მარაგი ამოიწურება.
ამასთან, „ბლუმბერგს“ კომპანია Trafigura Group-ის მთავარმა ეკონომისტმა, საად რაჰიმმა განუცხადა, რომ კონფლიქტმა უკვე გამოიწვია მილიარდი ბარელის მარაგის დაკარგვა, რაც, გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება 1.5 მილიარდ ბარელამდე გაიზარდოს.
„მასშტაბი ისეთია, რომ ბაზარს რეალურად არ შეუძლია მისი გამოსწორება. სამშვიდობო შეთანხმება თუ მოხერხდება, ნაკადების ნორმალურ დონემდე დაბრუნებას დრო დასჭირდება. ამიტომ, ამჟამად აღქმასა და რეალობას შორის რეალური უფსკრული არსებობს“, – განაცხადა რაჰიმმა.
ცნობისთვის, 18 აპრილს ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნიდან რამდენიმე საათში კვლავ ჩაკეტა. ამის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

