ხუთშაბათი, ივნისი 25, 2026

ბექა ძამაშვილი – სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ

ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ადგენს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის.

„კონკრეტული ადამიანების – საჯარო მოსამსახურეების, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, არ შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება იყოს აბსოლუტური, ისე, რომ ვისაც მოუნდება, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენოს, მუქარა გამოხატოს, სიძულვილის ენით ისაუბროს, დაამციროს. ამგვარი გამოხატვის ფორმა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არის დაუშვებელი. ხშირად მედიაში ვრცელდება ხოლმე არასწორი ნარატივი, თითქოს საჯარო მოსამსახურეს თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს“, – აღნიშნა ძამაშვილმა.

ამასთან, ძამაშვილის თქმით, ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა, რომ ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტსივრცეში გამოხატვის ფორმა არათუ ნაკლებ, შეიძლება, უფრო მეტ საფრთხეებსაც შეიცავდეს და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, მაქსიმალურად მკაცრად შეზღუდოს და დაარეგულიროს გამოხატვის ასეთი ფორმები.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივანის პოზიცია, რომ ის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტსივრცესა და ვირტუალურ სივრცეზე.

„მომჩივანი აქცენტს აკეთებდა, რომ ის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტ სივრცეზე, ვირტუალურ სივრცეზე, კიბერსივრცეზე და ეს მხოლოდ ფიზიკურად, საჯარო სივრცეში გამოხატვის დროს უნდა განხორციელებულიყო, რაზეც ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ გააკეთა განმარტება. ამ საქმის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანი სხვას როცა შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას, გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობით თუ ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჯადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ამავდროულად, ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ კრიტიკული ფორმა როცა უკვე ისეთ ხასიათს იღებს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება.

ბექა ძამაშვილმა „საინტერესო დამთხვევა“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, დროში დაემთხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ ინიციატივას, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება.

„ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება. კანონი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედოს შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა, შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება შესაბამისობაშია ევროპულ კონვენციასთან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

„სოციალური ქსელი, ერთი მხრივ, არის კარგი საშუალება, ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, რამდენადაც ამ ფორმით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას მისწვდეს, თუ გამოხატვა არის არასწორი ფორმით, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები უფრო მომატებულია. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია

ჩვენ ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე, სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია საქართველოს და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება.„მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობაა. 35 წელიწადი აბა, რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ? მაშინ როდესაც მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია სახელმწიფოს, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს მათი ნებაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, შეუძლებელი საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის შედარება. დავრწმუნდით ყველა, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ. ათასწლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს. ქართველს ვერც კი დაესიზმრება, იფიქროს, საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს, ევროპული იდეის გამო. ეს კიდევ ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა ხდება რეალურად ევროკავშირის გაფართოების თემაზე. როგორც ჩანს, მოლდოვას არ აქვს იმედი, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, მოლდოვას დემონსტრაციულად აცხადებენ სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. საუბარი საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და ევროკავშირში რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანით ნიშნავს, რომ მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან, როგორც ჩანს, ის რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი, როგორც ჩანს, ბრიუსელს ნელ-ნელა უკან მიაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა.

ვენესუელაში ორ ძლიერ მიწისძვრასა და განმეორებით ბიძგებს ნგრევა მოჰყვა, წინასწარი ცნობებით, დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი, ხოლო 700 დაშავდა

ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრისა და 30-მდე „აფთერშოკის“ შემდეგ, კარაკასსა და სხვა ადგილებში შენობები ჩამოინგრა, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ვენესუელის პრეზიდენტ დელსი როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.დელსი როდრიგესის თქმით, ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც არ მოიცავს კარაკასის მახლობლად მდებარე ლა გუაირაში დაფიქსირებულ მსხვერპლს, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.„ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ჩვენ ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლე, რამდენის საშუალებასაც ღმერთი მოგვცემს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ ვუგზავნით მათ სოლიდარობის გზავნილს, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს სამძიმარსა და მხარდაჭერას ამ მძიმე საათებში“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.მიწისძვრების შემდეგ, როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.„როიტერის“ ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრა ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით მოხდა. პირველი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, სან ფელიპეში იყო, რასაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში კიდევ უფრო ძლიერი – 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ 10 000-ს გადააჭარბებს.

ღალატი ერთნაირად მძიმეა, განურჩევლად იმისა, მამაკაცი ღალატობს თუ ქალი. ქრისტიანული სწავლება არ ამართლებს ერთ სქესს მეორის ხარჯზე.

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია პოდკასტში „წარმატების ისტორია“ ღალატის შესახებ საუბრობს.„ღალატი ღალატია, კაცი ღალატობს ქალს თუ ქალი კაცს - ორივე შემთხვევაში ღალატია. ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, მე ჩემს ცოლს ვუღალატე და მინდა, შემირიგდესო. მას ვკითხე, შენს ცოლს რომ ეღალატა, შენ შეურიგდებოდი მეთქი? რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდიო. მაშინ, შენ რატომ ითხოვ, შენი ცოლი შეგირიგდეს?! შენ თუ იმას ფიქრობ, ცოლმა გიღალატა და უფლება არ აქვს შგირიგდეს, შენ რომ უღალატე შენს ცოლს, რა უფლება გაქვს, რატომ ითხოვ შერიგებას?! ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია. ადამიანები ზოგჯერ, რწმენას საკუთარ თავზე ირგებენ. მათთვის წმინდა წერილი არ არის ის წიგნი, რომლითაც ცხოვრობენ. ძალიან ბევრი მართლმადიდებელია, ეკლესიის წევრია, რომელსაც წმინდა წერილი წაკითხული არ აქვს. ჩვენ წმინდა წერილს სამწუხაროდ, არ ვიცნობთ, ამიტომ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამ ყველაფერში გარკვეულები არა ვართ“, - ამბობს მოძღვარი.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს.მისივე თქმით, ის სპარსეთის ყურის ქვეყნებს – ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს სტუმრობს მადლობის გადასახდელად იმ „წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ამ პროცესის განმავლობაში აშშ-ს გამოუცხადეს“.„ჩვენ გვინდა, დავიწყოთ მათთან საუბარი და ჩავრთოთ ისინი დისკუსიებში ყველა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მიიღება. ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც ძირს გამოუთხრის რეგიონში ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორების უსაფრთხოებას,” – განაცხადა მარკო რუბიომ.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის დაწესება არ მოხდება.„მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ მეგულება, რომელიც მხარს უჭერს სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის ან მოსაკრებლის დაწესებას. ეს უბრალოდ არ მოხდება. პრეზიდენტმა ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა”, – აღნიშნა რუბიომ.

ანა წითლიძე – ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება, გაიმარჯვოს, ანა წითლიძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა...

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება, გაიმარჯვოს, ეს იქნება ანა წითლიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, თინა ბოკუჩავა, თუ კიდევ ნებისმიერი სხვა, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, მისი მოხსენიება პარტიის შესაძლო თავმჯდომარეობის კანდიდატად, რადგან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.„ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რაზეც ისაუბრა თავად მიხეილ სააკაშვილმაც, რომ პარტიაში განხორციელდეს სისტემური რეფორმები და პარტია გახდეს სახალხო“, – განაცხადა წითლიძემ.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა პარტია ახლა სახალხო, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ საკითხს ასე არ დასვამდა იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი რეპრესია გაიარა.„2012 წლის პირველი დღიდან, როცა ივანიშვილი მოვიდა, თქვა, მთავარი სამიზნე არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გავანადგურო. 40 000 პარტიის წევრი არის მარტო რეპრესირებული ჩვენი, რომელიც ან ციხეშია, ან სამსახურიდან არის გათავისუფლებული, ან დევნილობაშია. იმას არ ჩავთვლი, ცხვირ-პირს რომ გვამტვრევდნენ, ოფისებს გვირბევდნენ და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხაბეიშვილი ციხეშია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ადამიანი, ირაკლი ნადირაძე ციხეშია და ჩვენი პარტიის ათეულობით წევრი არის ციხეში. ამ ფონზე, როგორ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფრის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობამ“ შეძლო? არა, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სუბიექტური და ობიექტური გამოწვევები ჰქონდა ამ 14 წლის განმავლობაში. მათ შორის, ახლა გაუქმებაც გველის. გვაუქმებენ, თუ არ გვეუბნებენ, ესეც ვერ გავიგეთ, მაგრამ ეს პროცესიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში. თან, იმის გათვალისწინებით, რომ პარტია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დაფინანსება არა აქვს, მით უმეტეს, საკრებულოში არ არის წარმოდგენილი. ძალიან ბევრი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დადგა პარტია“, – განაცხადა წითლიძემ.როგორც წითლიძემ აღნიშნა, ის ისურვებდა, პარტია უფრო მეტად სახალხო იყოს.„თქვენ მე ეს კითხვა დამისვით, რომ ჯერ ვერ არის ისეთი სახალხო და მე გეტყვით, რომ ხო, მე ვისურვებდი, უფრო მეტად სახალხო ვიყო. მე აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ცხადია და თითს არ ვიშვერ არავისკენ. იმიტომ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის ეს და ახლა, „ნაციონალური მოძრობა“ როგორ შეიძლება, რაღაცით კმაყოფილი იყოს, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ამ ქვეყანას, ხომ?”, – განაცხადა წითლიძემ.შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ მისი განცხადებები, რომ პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღებოდა ვიწრო წრეში, წითლიძემ თქვა, რომ მას ეს არ დაუმალავს.„მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამას თვლი და სწორედ ამიტომაც ვთქვი მე, რომ სახელი და გვარების ცვლილება კი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს რეფორმა გატარდეს. მე გამოვეხმაურე კი, მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტს, გადავაზიარე და ვთქვი კიდეც ზუსტად ეს, რომ ჩემთვის ფიგურალურად, სამ კაცში პირობითად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტა არ იქნება მისაღები. არ ვთვლი, რომ პარტიის განვითარებისთვის არის რაღაც ხელშემწყობი და როგორ ვუყურებ ახლა ამ პროცესს. სხვათა შორის, იმ სამში შეიძლება, ჩემს თავსაც ვგულისხმობდი“, – განაცხადა წითლიძემ.შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა იმას, რომ პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს, ანი წითლიძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის.ანი წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით საკითხი ნანუკას ექსკლუზივი არ არის“.„ჩვენ ვიყავით პარტიაში ადამიანები, ვისაც არ გვინდოდა და მე ეს საჯაროდ ვთქვი. პირველივე დღეს ვთქვი და მე წინააღმდეგ მივეცი საერთოდ მანდ შესვლას ხმა და ყველგან, ყოველთვის ვამბობდი, ყველა ეთერში, ყველა კომენტარში, რომ მანდ შესვლა „ნაციონალური მოძრაობის“, იყო შეცდომა”, – განაცხადა წითლიძემ.

ბოლო სიახლეები