ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოცემა “ბორჯომი ტვ” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, სრიალის დროს მოხდა. 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ტრასაზე, რა დროსაც მოზარდს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებულს, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. ის ბაკურიანის კლინიკაშია გადაყვანილი.
მათივე ცნობით გარდაცვლილი კაცი ადგილობრივი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.