ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026

აცრა გრიპსა და გაციებაზე

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაცივებისგან არც დიდი ადამიანია დაზღვეული და არც პატარა. უბრალო გაცივება შეიძლება მრავალი გართულების საწინდარი იყოს, დაწყებული სინუსიტით, დამთავრებული გულის დაავადებებით.
ძალიან ბევრი ადამიანი ხომ გაცივრების დროს ექიმის მითითებებს ზედმეტ ფორმალობად მიიჩნევს – უფროსები სიცხისდამწევი საშუალებების დალევის შემდეგ სამსახურში მიიჩქრიან, ბავშვები კი სკოლასა და საბავშვო ბაღში მიჰყავთ. ხშირად, გრიპისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულებას გართულებები მოჰყვება. ამიტომაც, სასურველია, საერთოდ არ შეგვხვდეს გრიპი ან ძალიან იოლ ფორმებში მოვიხადოთ. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მშობლებისთვის, რომლებსაც როგორც წესი, შინ მყოფი პატარებისთვის თავად “მიაქვთ” ვირუსები. გრიპიანი

 დედა ხომ ყველზე დიდი რისკია ჩვილისთვის.
ამ ყველაფრისგან თავდაცვა ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ეს ყველამ ვიცით, თუმცა რატომღაც გრიპის ვაქცინაცია არ არის ჩვენთან დიდად გავრცელებული. ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მის უპირატესობებს, მოქმედების წესსა და რიკებს.
ვაქცინაცია გრიპისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ სეზონური გრიპის ეპიდემიის დაწყებამდე (იდეალურ შემთხვევაში სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე). ეს იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა წლის ბოლოს მისი მოქმედების ძალა თანდათან იკლებს.
საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).

რადგან გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება, ეფექტური იმუნიზაციისთვის გრიპის ახალი შტამების წინააღმდეგ ხდება ვაქცინების შემცველობის განახლება ყოველწლიურად ისე, რომ ისინი შეიცავდნენ ახალ ვირუსულ ანტიგენებს და იყვნენ ეფექტურები ახალი შტამით გამოწვეული ინფექციების მიმართაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსისგან თავდაცვის ძირითადი და ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინაცია. ვაქცინაცია რეკომენდებულია 6 თვეზე უფროსი ყველა ადმიანისათვის. გამოყოფენ ასევე მაღალ რისკ ჯგუფს, მას მიეკუთვნებიან: ქრონიკული თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ორსულები, ისინი ვინც გეგმავენ ორსულობას და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი. გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინები ორსულებში გამოიყენება მეორე ტრიმესტრიდან .

თუმცა, ვაქცინაცია პანაცეა არაა და მის მიმართაც გმართებთ სიფრთხილე. განვიხილოთ რამდენიმე აუცილებელი ასპექტი:

შეიძლება თუ არა გრიპზე ვაქცინიაცია ფეხმძიმობის დროს?
ვაქცინაცია არსებობს ორი სახის: “ცოცხალი” და “არაცოცხალი”. ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსებით დაუშვებელია ფეხმძიმესთვის. განსაკუთრებით საზიანოა იგი ნაყოფისთვის. რაც შეება არაცოცხალს, ის პრაქტიკულად უვნებელია. თიტქმის არ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ტიპის ვაქცინას ზიანი მიეყენებინოს ნაყოფისთვის.

აცრის საკითხი ყველა შემთხვევაში ექიმთან შეათანხმეთ და საკუტარი ინიციატივით მისი ჩატარება-არჩატარებას ტავად ნუ გადაწყვეტთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ქალმა აცრა გაიკეთა და შემდეგ შეიტყო, რომ ფეხმძიმედაა
პანიკაში ნუ ჩავარდებით, საშიში არაფერია. მრავალი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა კავშირი დედის დაავადებასა და ბავშვის დასნებოვნებას შორის.
მთავარია, ფეხმძიმობის პერიოდში დროულად გამოიკვლიოთ ინფექციები და გენეტიკური პათოლოგიები.

შეიძლება თუ არა ვაქცინაცია ძუძუთი კვების დროს
უმჯობესია, თავი შეიკაოთ. მიმართეთ გრიპისგან დამცავ სხვა მეთოდებს: ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი, გაანიავეთ ოთახი, მოერიდეთ სხეულის გადაცივებას და გაცივებულ ადამიანებთან ურთიერთობას.

გრიპზე ვაქცინაცია დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
თუ ადამიანი უკვე გაცივებულია
როცა ადამიანს აქვს ალერგია კვერცხზე
ბავშვებისთვის 6 თვის ასაკამდე. აცრამდე უფროსი ასაკის ბავშვებიც კარგად უნდა გამოიკვლიონთ.

აცრაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სპეციალისტმა, მან უნდა გამოიკვლიოს პაციენტის მდგომარეობა და ყურადღება მიაქციოს წარსულში გადატანილ ავადმყოფობებს.
გაითვალისწინეთ: გრიპის ვაქცინა იცავს გრიპისგან და არა იმ ვირუსებისგან, რომლებიც გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევენ. კონკრეტული აცრა კონკრეტული ვირუსისგან გიცავთ, თუმცა შეგიძლიათ სეზონურ ვირუსებზეც აიცრათ.

სპეციალისტთა განმარტებით, ვაქცინა მზადდება სეზონურად. აკვირდებიან, რომელი ვირუსებია გავრცელებული, შემდეგ კი ეს ყველაფერი მსოფლიოს ორ ცენტრში იკრიბება და კეთდება პროგნოზი, თუ რომელი ვირუსის გააქტიურებას და გავრცელებას უნდა ველოდოთ შემდეგ სეზონზე. ამის მიხედვით კეთდება რეკომენდაციები და ვაქცინაში შედის ის ელემენტები, რომლებიც მიმართული იქნება მოსალოდნელი ვირუსის წინააღმდეგ.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო

სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი საჯაროდ გავრცელებული განცხადება გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.დღევანდელ სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი წერილის მტკიცებულების სახითდართვა მოითხოვეს. საუბარია, იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს.მოსამართლე ლელა კალიჩენკოს განმარტებით, აღნიშნულმა მტკიცებულებამ დასაშვებობის კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა. კალიჩენკოს თქმით, როცა ინფორმაცია საჯარო სივრცეშია განთავსებული და ის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასზე რეაგირება და მისი შესწავლა საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

პოლონეთში, 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე ვაჟთა ფოლკლორულმა გუნდმა, „მძლევარმა“ სამი ჯილდო მოიპოვა

ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“ პოლონეთიდან სამშობლოში გამარჯვებით ბრუნდება. გუნდმა 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.პირველი ადგილი და ოქროს დიპლომი – კამერული გუნდების კატეგორიაში; ოქროს დიპლომი – ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაში; სპეციალური პრიზი და დიპლომი – ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.15-18 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ საგუნდო ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა.საკონკურსო დღეების გარდა, გუნდი „მძლევარი“, კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთში სოლო კონცერტს გამართავს.გამარჯვებული გუნდი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაწყდა საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხიც.პროკურორ ანა ლეკიაშვილის განმარტებით, საქმის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.დაცვის მხარის განმარტებით კი, ღარიბაშვილის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, ღარიბაშვილის ბრალი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის ჩვენებას ეფუძნება.აფციაურის თქმით, ბურჭულაძის ჩვენება არის ზედაპირული და არ არის მითითებული დანაშაულის ჩადენის გარემოებები, რა ფორმით მოხდა თანხის სავარაუდო გადაცემა, შესაბამისად, ჩვენება, რომელიც არ შეუცავს მკაფიო ფაქტებს, ვერ დაედება საქმეს საფუძვლად.ადვოკატის თქმითვე, საქმეში არსებული მეორე მტკიცებულება მხეიძის ჩვენებაა, რომელიც ირიბია, რადგან მხეიძე არ ყოფილა თანხის გადაცემის მოწმე. მისივე განცხადებით, ბურჭულაძე და მხეიძე არიან ნათესავები, „ორივე მათგანმა მიიღეს შეღავათები და შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება“.მოსამართლე კალიჩენკომ საქმის წარმოება არ შეწყვიტა.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა, ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლას ვეგასში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ქართველი ფალავანი 2026 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხე მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილი 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო 23-წლამდელებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.ცნობისათვის, ლას ვეგასის მსოფლიო პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, კონსტანტინე პეტრიაშვილიმა (97 კგ) და სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სამი მედლით დაასრულა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმაც – კობა ქარუმიძე (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონია, თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბოლო სიახლეები