ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

ანდრია გვიდიანი: თუ გახარიას რამე აკავშირებს ნარკოტიკების მოხმარებასთან, მისი საქმეა, უბრალოდ, გამოვიდეს და კაცურად თქვას, როგორც მაგალითად, იაგო ხვიჩიამ გააკეთა

უხერხული სანახავია, როცა ყოფილი პრემიერი აფორიაქებული ცდილობს დაამტკიცოს, რომ არანაირი შეხება არ აქვს ნარკოტიკებთან. , – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი წერს.

„საერთოდ არ მესმის, რა საჭიროა ეს მასკარადი. მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რამე აკავშირებს ნარკოტიკების მოხმარებასთან – ეს მისი საქმეა. უბრალოდ, გამოვიდეს და კაცურად თქვას, როგორც, მაგალითად იაგო ხვიჩიამ გააკეთა. მისი ელექტორატი ხმას მაინც მისცემს. დარწმუნებული ვარ, თუნდაც კოკაინის მოხმარება ვერ გადააფიქრებინებს მის ამომრჩეველს ხმის მიცემას.

ახლა რაც შეეხება ქრონოლოგიას:

  • კახა კალაძემ უწყინარი კამპანია წამოიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით;
  • არავის ჰქონდა ნათქვამი, რომ გიორგი გახარიას რამე კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ნარკოტიკებთან;
  • ამ დროს თავად გამოვიდა და ახსენა კოკაინი – აქ აშკარად ქვეცნობიერმა უღალატა;
  • შემდეგ მაქსიმალურად გააჭიანურა ტესტირების ვადები, რამაც საზოგადოებაში დამატებითი კითხვები გააჩინა;
  • შემდეგ წავიდა და ამ გაუგებრობის ფონზე, ექსპერტიზა ისეთ ორგანიზაციაში დანიშნა, რომელიც არ არის ექსპერტიზის ბიუროების ევროპული ქსელის (ENFSI) წევრი;
  • მერე იყო და ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგს ჩაატარებინა;
  • გაუგებარია ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროპაში მაღალი რეპუტაციის ექსპერტიზის ბიურო რატომ ვერ იპოვა, აქ კითხვები კიდევ უფრო გაღრმავდა;
  • ყოფილ პრემიერ-მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობის და ავტორიტეტის შერყევა არ შეიძლება. მან უნდობლობა გამოუცხადა ქართულ ექსპერტიზის ბიუროს, რითაც დააზიანა ამ ორგანიზაციის რეპუტაცია;
  • ყოფილ პრემიერ-მინისტრს, განსაკუთრებით ყოფილ შს მინისტრს, ასევე კარგად უნდა ესმოდეს, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მთლიანი საგამოძიებო და სამართალდამცავი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. შესაბამისად, გაუგებარი ინტრიგების გამო, ასეთი ორგანიზაციის სანდოობის და ავტორიტეტის შელახვა კატეგორიულად მიუღებელია.

P.S. როცა მართალი ხარ ასეთ შეცდომებს არ უშვებ. ასე რომ, ახლა რა დასკვნაც არ უნდა დაიდოს, სულ რომ თქვან, კოკაინი გაუყნოსავს კი არა, სიგარეტიც არ მოუწევიაო, ყველაფერი მაინც გასაგებია“, – წერს ანდრია გვიდიანი.

გიორგი გახარიას განცხადებით, ავსტრიულ Rudolfinerhaus-ის კლინიკაში ჩაბარებული მისი ნარკოტესტის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, საკვები დანამატებისთვის განკუთვნილ ექვს პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში 6 კილოგრამამდე "მეფედრონის" მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

დონალდ ტრამპი – ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია, ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს

დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათთვის საკმარისია! საკმარისია მათთვის! ასევეა ყველა დანარჩენისთვისაც! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, მისივე თქმით, ირანს უკვე შეუძლია, აღდგენის პროცესი დაიწყოს.„ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში გემების გადატვირთვის პრობლემის მოგვარებაში. უამრავი პოზიტიური ქმედება განხორციელდება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მოვამარაგებთ ყველანაირი სახის რესურსით და უბრალოდ „დავრჩებით ადგილზე“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით  შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ „ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.”„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აცნობა ისრაელს, რომ ერთგულია იმ მიზნების მიღწევის, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს აშშ-ისთვის, ისრაელისთვის და მისი რეგიონული მოკავშირეებისთვის, მოახლოებული მოლაპარაკებების ფარგლებში,” – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხება.

აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გავლა კი ორი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება“.მისივე თქმით, „ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა“.ამასთან, აბას არაღჩის განცხადებით, ეს „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“ განხორციელდება.პარალელურად, მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე ორივე მხარის თანხმობისა, ქვეყანაში ირანიდან გაშვებული რაკეტები მაინც დააფიქსირეს.

ბიძინა გიორგობიანი – საქართველოსთვის სამხედრო ალიანსის წევრობა, იქნება ეს რუსეთის მხარდამჭერი, თუ ჩრდილოატლანტიკური, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია, უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა

საქართველოს წევრობა რომელიმე სამხედრო ალიანსში, იქნება ეს რუსეთის მხარდამჭერი სამხედრო ალიანსი, თუ ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი, არის საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ამ განცხადებით ბიძინა გიორგობიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იცვლება თუ არა მსოფლიო და არის თუ არა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ უსაფრთხოების გარანტია.„რაც შეეხება იმას, მსოფლიო იცვლება, თუ არ იცვლება, მსოფლიო კი არ იცვლება, მსოფლიო უკვე შეცვლილია. თუ იძახებ, რომ არ შეცვლილა, აზიური თქმისა არ იყოს, მშიერი ადამიანი საჭმელზე თუ ილაპარაკებს, მაძღარი ვერ გახდება. შეცვლილია უკვე, აღარ არსებობს ის ძველი მსოფლიო და ეს არის რეალობა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.როგორც ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, ადგილის დამკვიდრება ისეთი პატარა სახელმწიფოსგან, როგორიც საქართველოა, ძალიან რთული საკითხია.„ჩვენ ჩვენს ადგილს დამოუკიდებლად ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ დღეს არსებული რეალობა გვაძლევს თეორიულ და პრაქტიკულ შანსს, ჩვენ გარშემო არსებული რეგიონალური სახელმწიფოები, როგორებიცაა თურქეთი და ირანი, ასევე გლობალური სახელმწიფოები, როგორიც არის რუსეთი, აქ წარმოსახვითად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ძალა და ჩინეთი; გლობალური ძალები არის დაახლოებით, ერთი სიძლიერის და ერთადერთი სტაბილურობის კუნძული. რეგიონალური ძალებიც არის ერთი სიძლიერის. ეს გეოგრაფიული არეალი, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ, აზერბაიჯანი და სომხეთი, არის ერთადერთი სტაბილურობის კუნძული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტური ევრაზიის აღმოსავლეთს და დასავლეთს. დანარჩენი, ყველგან ყველაფერი გადაკეტილია და ხვალვე რომ დასრულდეს ომი ირანში, ის დიდი სავაჭრო გზები, რომელიც გადიოდა ირანზე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქნება გამოუყენებელი, ისევე, როგორც რუსეთსა და უკრაინაზე გამავალი სავაჭრო გზები. შესაბამისად, საქართველოს პოზიციონირება ამ შემთხვევაში, კარგად გამოხატა გუშინ სტუმრად ჩამოსულმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ სულ რამოდენიმე საათში ჩამოსულმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ადგილი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც გამოიხატება-გამოიძერწება ახალი დიდი მოთამაშეების გავლენის სფეროები და საქართველო უნდა იყოს ამ გავლენის სფეროებს შორის მოლაპარაკების და კომპრომისის ობიექტი და იქნება კიდეც, როგორც დღეს გვაქვს მოცემულობა, ყველა მოცემულობით ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აქეთკენ წავა საქმე.ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს, უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და ნეიტრალიტეტი, როგორც გვქონდა შენარჩუნებული ნეიტრალიტეტი უკრაინის ომში და როგორც გვაქვს ახლა, ირანის თავს დამტყდარი ტრაგედიის შემთხვევაშიც. ეს ნეიტრალიტეტი მოგვცემს საშუალებას, გავაკეთოთ სწორი პოზიციონირება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი მიდგომები, როგორც სავაჭრო, ისე ეკონომიკური. რაც შეეხება სამხედრო ალიანსებში წევრობას, შემდეგშიც და მომავალშიც, საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. შვეიცრია არ არის ერთადერთი ნეიტრალური ქვეყანა, ნეიტრალური ქვეყნები ბევრია მსოფლიოში და გადახედეთ ამ ნეიტრალიტეტების ისტორიას“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ბოლო სიახლეები