ორშაბათი, მაისი 11, 2026

ანალენა ბერბოკი – გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, საოცარი ბუნების, სამზარეულოს მიმართ, დიდი ინტერესი ვლინდება გერმანელი ტურისტების გაზრდის მხრივ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის დიდი ინტერესი ვლინდება.

„უდიდესი მადლობა თბილისში ამ მეგობრული მიღებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო მიმდინარე წელს იყო მსოფლიოში უდიდესი, ITB Berlin-ის ოფიციალური სტუმარი. გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ადამიანების, ისტორიის მიმართ. საოცარი ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს მიმართ. ძალიან დიდი ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდის მხრივ. იზრდება ჯავშნების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უნდათ ტურისტად საქართველოში ჩამოსვლა. ანუ, ადამიანები, რომლებისთვისაც ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვები.

მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისათვის. გუშინ ღამე ჩამოვედი, ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი, მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით. ეს ულამაზესი ქალაქი, სადაც გერმანული არქიტექტურა ნამდვილად აქაურია, შინაურია, განსაკუთრებით ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს ყველაფერი უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობა“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე – დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში

დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.„შემიძლია, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის ციტირება მოვახდინო. მან თქვა, რომ სლოვაკეთს და ევროპას საქართველო სჭირდებათ იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. მგონი, ამაზე მკაფიო გზავნილი არ არის საჭირო, რომ მოვისმინოთ. დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო საყრდენია.

მეუფე შიო – დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, სამების ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ ეკლესიის ახალი მწყემსთავარი

დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლაწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსთავარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა და პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მეუფე შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების გახსნისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, „თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების  და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე“.„ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ“, – განაცხადა მეუფე შიომ.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ. კრება ამ დროისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ირაკლი ქადაგიშვილი – ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა

ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და, რა თქმა უნდა, პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც ცნობილია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ერისა და ქვეყნისთვისაც.„ამ წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არსებობდა პროცესის დისკრედიტაციისა და ურთიერთთავდასხმის მცდელობები. ცდილობდნენ, ამ პროცესისთვის რაღაცნაირად ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ისე წარიმართა და წარიმართება, როგორც საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან. ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრება 13:00 საათზე დაიწყება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

მეუფე გრიგოლი – ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ

ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა.„იყავ, უფალო, ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან.ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდება, გაფართოებული კრება კი 13:00 საათზე დაიწყება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

სამების ტაძარში დაიწყო გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება იმართება, რომელზეც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან მიმდინარეობდა და 12:00 საათამდე გაგრძელდა, შემდეგ კი გაფართოებული კრება დაიწყო.საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები