,,დენას მოწყვეტილნი; ღამე, როდესაც ზღვა ირანის შვილთა ჩაგვრის მოწმე გახდა
საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით საზღვაო გამანადგურებელი „დენა“ დღეს ირანელი ერისთვის არა მხოლოდ სამხედრო ხომალდი, არამედ იმ გმირების თავგანწირვის სიმბოლოა, რომლებიც 1404 წლის 13 ესფანდის საღამოს (2026 წლის 4 მარტს), მოვალეობისა და „მშვიდობისა და მეგობრობის“ მისიის შესრულებისას, ვერაგული თავდასხმის სამიზნედ იქცნენ. ეს ხომალდი იმ მამაცი მეზღვაურების ისტორიას ინახავს, რომლებმაც გასული წლის ბაჰმანის თვის ბოლოს (2026 წლის თებერვალი) ინდოეთის ოფიციალური მიწვევით, საერთაშორისო წვრთნებში – Milan 2026-ში მონაწილეობის მისაღებად სასწავლო მოგზაურობა დაიწყეს. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მისიიდან დაბრუნებისას დაესხა მათ თავს მტერი. გამანადგურებელი „დენას“ ისტორია იმ მეზღვაურთა ტრაგედიაზე მოგვითხრობს, რომლებსაც წვრთნების პროტოკოლის გამო არც შორ მანძილზე მოქმედი და არც მძიმე შეიარაღება არ გააჩნდათ. ამის გამო მათ თაბდაცვა ვერ შეძლეს.
შეიძლება ითქვას, რომ სიტყვები უძლურია იმის აღსაწერად, რა ტრაგედიაც ხომალდ „დენას“ გემბანზე დატრიალდა, თუმცა ერთ-ერთი გმირის მონათხრობი ამ ტრაგედიისა და გმირობის მასშტაბის ნათელი დასტურია.
ლეიტენანტი ფურია დარვიში, ერთ-ერთი იმ მამაც მეზღვაურთაგანია, რომელიც ხომალდზე იმყოფებოდა. სამშობლოს სიყვარულმა ის და მისი მეგობრები თავგანწირვამდე მიიყვანა. თავად დაჭრილები და დასახიჩრებულები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თანამებრძოლების ხომალდიდან გამოყვანას, რათა ისინი ზღვისთვის არ მიებარებინათ. ელიპაჟის წევრები საათების განმავლობაში, აუტანელი ტკივილის მიუხედავად, წყლის ზედაპირზე რჩებოდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ.
ლეიტენანტი ფურია დარვიში იხსენებს იმ ცხარე ცრემლებით გატარებულ ღამეს, როდესაც სხეულის ფეხის, მხრისა და ლავიწის ძვლის მძიმე დაზიანებები მიიღო.
ადამიანს ამ ყველაფრის გაფიქრებაც კი ჟრუანტელს ჰგვრის, თუმცა ისინი ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც ჩვეულებრივი მოკვდავებისგან უნდა განსხვავდებოდნენ: მამაცნი, მორწმუნენი, სიყვარულის ღირსნი – მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ამ მიწის შვილთა გულებში.
საინფორმაციო სააგენტო „ირნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფურია დარვიში ყვება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალებში 1382 (2003-2004) წლებში ჩაირიცხა და ირანის საზღვაო გამანადგურებლის – „დენას“ წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ქვედანაყოფის უფროსის თანამდებობა დაიკავა. როგორც ლეიტენანტი ყვება, გუნდი ინდოეთში საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავროდა, როცა შრი-ლანკასთან ახლოს მყოფებმა გაიგეს, რომ ირანი ომში ჩაება. ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაში იყო. დაახლოებით ღამი 03:20 საათზე, მაშინ როცა გემბანზე მყოფი თითოეული პირი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა, მტერი წყალქვეშა ნავით ვერაგულად დაესხა თავს ეკიპაჟის წევრებს. ფურია დარვიშის თქმით გემი შრი-ლანკას სამხრეთ წყლებში იმყოფებოდა, როცა ამერიკული წყალქვეშა ნავის მიერ ნასროლი პირველი ტორპედო გამანადგურებელ „დენას“ პროპელერს მოხვდა და ხომალდის მოძრაობა შეაჩერა. მეორე ტორპედო გამანადგურებლის კიჩოს ზუსტად იმ ადგილს მოხვდა, სადაც პერსონალი იმყოფებოდა. ამ თავდასხმამ 104 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დერეფანში მყოფი ლეიტენანტი კი მის თანხმლებ პირებთან ერთად 10-15 მეტრის მოშორებით გადაისროლა დარტყმის სიმძლავრემ. მისი თქმით, იმ 32 გადარჩენილს შორის, რომელთა გამოყვანაც მოხერხდა, ბევრს ნეკნები, სახის ძვლები და ლავიწი ჰქონდა დამტვრეული. ეკიპაჟის წევრები ღამის 03:20-დან დილის 11:00 საათამდე ღია ოკეანეში დახმარებას ელოდნენ. ფურია დარვიში ინტერვიუში აცხადებს, რომ ამისთვის აუცილებლად იძიებენ შურს, თანაც ისე, რომ მტერს სამუდამოდ ემახსოვრება. იგი ასევე ეხმაურება დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს ირანის საზღვაო ძალები განადგურებულია. ლეიტენანტი აშშ-ის პრეზიდენტს მატყუარას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ირანული საზღვაო ძალები კვლავაც აკონტროლებენ ჰორმუზის სრუტეს. იგი მოწამეობრივ აღსასრულს უდიდეს პატივად მიიჩნევს და აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავს:
„დამნაშავე ამერიკამ იცოდეს: თუ ჩვენს ხომალდს ჩაძირავს, ჩვენს გონებას ვერაფერს დააკლებს. ჩვენ კვლავ ავაგებთ ახალ გამანადგურებელს — უფრო აღჭურვილს, უფრო თანამედროვეს და მას კვლავ „დენას“ დავარქმევთ, ჩვენი ძვირფასი მოწამეების გამოსახულებებით”-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

