ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

ალეკო ელისაშვილი ხაბეიშვილის განცხადებაზე: ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? – რეალური ცვლილებების გასაღები „ნაცმოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია

ლევან ხაბეიშვილს უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს „ოცნების“ დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები ბოდიში და თუ „შეგვეტენებით” თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. „ოცნება“ უნდა წავიდეს – ნაციონალები არ უნდა მოვიდნენ! ესაა ახლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად“, – აღნიშნავს ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. „ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა… რაც უფრო აგვიანებს მთავარი მიწისძვრა, მით უფრო ძლიერი შეიძლება იყოს ის“ – ბოლო ცნობები საბერძნეთიდან

სანტორინზე მიმდინარე მოვლენები მთელი საბერძნეთის ყურადღების ეპიცენტრშია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა და ათენისკენ გაემართა, რადგან შიშის გამო სახლებში დარჩენა არ შეუძლიათ. ექსპერტები ყველანაირ სცენარს ღიას ტოვებენ და ეფთიმიოს ლეკასის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება ძირითადი მიწისძვრის მოხდენა, მით უფრო იზრდება შანსი, რომ ის უფრო ძლიერი იყოს. ყველაზე უარესი სცენარი, ალბათ, არის, რომ მოხდეს 6 ბალიანი მიწისძვრა, მაგრამ არც გარანტიები არსებობს, რომ ნამდვილად ასეთი ძლიერი იქნება. „სანტორინის მკვიდრები არ უნდა იყვნენ პანიკაში, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მიზეზი, რომ გავიქცეთ, არ გვაქვს. უბრალოდ, ემოციურად რთულია, როდესაც ბიძგები გაუჩერებლად გვაქვს და გასაგებია ხალხის აღელვება. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ვადგენთ სეისმურ ხარვეზებს,“ - აცხადებს ლეკასი. სანტორინისა და ამორგოს ტერიტორია იანვრიდან მოყოლებული აქტიურია სეისმურად, თუმცა, ბოლო სამი დღის მანძილზე ბიძგების ძალა უკიდურესად დიდია.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ინფორმაციით, ლევან იოსელიანის სახლთან პოსტერები გააკრეს და დატოვეს წარწერები „რუსის მონა“, „რეჟიმის მცველი“

„რეჟიმის მცველი“, „რუსის მონა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, – ამ შინაარსის წარწერები დატოვეს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის სახლთან. სადარბაზოს შესასვლელთან ასევე გააკერეს სხვადასხვა შინაარსის პოსტერები. აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები ჯგუფ „დაიტოვეში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავად გაავრცელა. „რუსული რეჟიმის მცველს და ბიძინას პირად მონას ბატონ ლევანსაც ვესტუმრეთ დღეს. ხალხის ცემა, წამება, უკანონო დაკავება, გატაცება, ძარცვა და სხვა დანაშაულებები თუ  არ არის მისი შესაფასებელი, აი ეს შეაფასოს ახლა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ჩვენ ყველასთან მივალთ ! ძირს დიქტატურა! ეძღვნება სისტემისდგან რეპრესირებულ ყველა ადამიანს! ბოლომდე“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

ნიკა გვარამია – ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ

ან დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „მოკლედ, ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება…მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა“ – „მოამბის“ პროდიუსერი მაია...

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება“, - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა. მან ასევე განმარტა,  რომ თავისივე გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, უარი თქვა გამოშვების პროდიუსერბზე: „მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი "მოამბის" პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. რა არის ამის მიზეზი - ძალიან ბევრი საუბარია სხდომებზე იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ. თუკი ვინმე საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე მითხოვია ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ასეთ ადამიანს „მოამბის“ საინფორმაციო სამსახურში უბრალოდ ვერ ნახავთ. შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ ჩვენთან კი არა, მე კი არ მეუბნებიან - იქნებ, ვიღებ შენიშვნას; პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ, ეს თუ თანამშრომლობის ფორმად გესხებათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა და არაფერი,"- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.

საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელ გატეხილი ხალხი, სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს – ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ „ენჯეოშნიკობა“ ნიშნავს რაღაცა ტიპის...

„საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს," - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია youtube გადაცემაში საუბრობს. იაგო ხვიჩია საუბრობს, რას გულისხმობს ენჯეო, საიდან მოდის ის და რეალურად რა საქმიანობას ეწევა. „ენჯეო იგულისხმება, როგორც ამერიკელების, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების, რომელსაც ჩვენ რაღაც დახმარება ვთხოვეთ, გავლენის ინსტრუმენტები ქვეყანაში, რომ მათ რაღაც მათთვის სწორი იდეოლოგია გაავრცელონ საქართველოში. პოლიტიკურ-საქველმოქმედო, რომელსაც შენ ავრცელებ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურა დაბალია და ცივილიზაციის შეტანა გინდა. ზოგადად, იდეა შეიძლება კეთილშობილურია, მაგრამ საქართველოს რეალობაში, რაც ფიზიკურად მოხდა, საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს. შეიძლება თავიდან უკეთესი სელექცია იყო, მერე ვიღაცა პირობითად მიშამ წაიყვანა თავის დროზე ბიუროკრატიაში და.ა.შ. მიშამ დედა უტირა ენჯეოებს, თუ ვინმემ საბოლოო ჯამში საქართველოში დედა უტირა, ეგ იყო მიშა და მერე უკვე ქოცებმა ბოლომდე დედა უტირეს... ენჯეოში არასდროს არ ხდებოდა სწორი განახლება. საბოლოო ჯამში, გააერთიანა იმან, რომ დასავლეთიდან დონორები აფინანსებენ და ინგლისური იციან. ასეთი ტიპის სელექცია იყო. მაგრამ, ამას დაემატა ვიღაცა ლგბტ უფლებების დამცველი, საერთო შეხვედრები, საერთო კონფერენციები ა.შ. და უცბად „გაიჩითა“, რომ სხვა საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომლის ნაწილი აღმოჩნდა ტელევიზიებში, ნაწილი პოლიტიკურ პარტიებში, ნაწილი სადღაც და აღმოჩნდა, რომ ესენი სარგებლობენ დასავლეთის მხარდაჭერით და დასავლეთი საკუთარი მძლავრი მხარდაჭერით, აცოცხლებს ხალხს, რომელიც არ არის შესაბამისი ქართული მენტალობისთვის და არც ამერიკულ მორალზე აქვთ მაღალი წარმოდგენა. ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ ენჯეოშნიკობა ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს. სადღაც იტყუებიან, ან ანგარიშის შევსების დროს, გრანტებს რომ ავსებენ, ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში იტყუებიან. რაღაც თვალსაზრისით, შენ ხარ ტიპი, რომელსაც ვიღაცასთან დალაგებულია, რაღაცნაირად ფინანსდება და სულ იტყუება,“- ამბობს იაგო ხვიჩია.

ბოლო სიახლეები