ალეკო ელისაშვილი ხაბეიშვილის განცხადებაზე: ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? – რეალური ცვლილებების გასაღები „ნაცმოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია

Read Time:42 Second

ლევან ხაბეიშვილს უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს „ოცნების“ დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები ბოდიში და თუ „შეგვეტენებით” თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. „ოცნება“ უნდა წავიდეს – ნაციონალები არ უნდა მოვიდნენ! ესაა ახლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად“, – აღნიშნავს ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. „ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე ხელაღებით სწორედ ენმ-ს ებრძვის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მოთამაშე ვართ
Next post აკია ბარბაქაძე: ვაზიანის ყოფილ აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა, ფაქტობრივად ნატო-ზე უარის თქმას ნიშნავს