ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

ალეკო ელისაშვილი – ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ

ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას კანონპროექტზე, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამის ზემოქმედებად განხილვა მოსალოდნელი იყო.

„კარგია, რომ ასეთი შეფასებაა და ეს მოსალოდნელიც იყო. რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს საქმეებში ერევა, ამიტომ მოდი, ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავკრძალოთ და რეგისტრაცია გავუუქმოთ. ეს დემოკრატიული და ნორმალური იდეა ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც დაფინანსების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ამის ზემოქმედებად განხილვა.

ესეც გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას რომ იღებენ და თან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თან ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ეს კიდევ კარგი, გავიგოთ, გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და ხელფასს იღებენ, აქ ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ეს ნამუსიანი და სწორი საქციელია. ამას ვერავინ ვერასდროს განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შეფასებას „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ გაითვალისწინებს.

„ჩემი ღრმა რწმენით, გაითვალისწინებენ. მმართველი გუნდი ახლა უზარმაზარი გამადიდებლის ქვეშ არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. იმის ფუფუნება, რომ გადახიონ ვენეციის კომისიის დასკვნა და გადაყარონ, ასე არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) მისიის ხელმძღვანელთან, უნურჯარგალ დალაიჰუსა და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის -  „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.მხარეებმა ერთობლივი პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს  და  სამომავლო გეგმები განიხილეს.  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეფექტიანი, ქმედითი მონაწილეობით ეს მნიშვნელოვანი პროექტი, წარმატებით განხორციელდება და ერთობლივი გამშვები პუნქტების ფუნქციონირება სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი იქნება.ADB-ის მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა  სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის (საქართველო-აზერბაიჯანი-აზიის განვითარების ბანკი) მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის უფროსს აზერბაიჯანის, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების მხარდაჭერისთვის და დაადასტურა მზადყოფნა დაიწყოს პროექტის მეორე ფაზისთვის აქტიური სამუშაოების განხორციელება.ირაკლი (დაჩი) ბერაიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.ერთობლივი პროექტი, საბაჟო გამშვები პუნქტი -  “აბრეშუმის გზა – იპექ იოლუ” ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ირაკლი შარტავა, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია  და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ-ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც იკრძალება კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება, წევრობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პარტიის დაფინანსება, სიაში შეყვანა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.საუბარია სარჩელზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა მომზადდეს.ცვლილებები ოთხ კანონში – „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შევიდა.„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.

პარლამენტმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.საკითხი პარლამენტის წევრებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო.წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, შეუძლია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას სხვა ფრაქცია, თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდება სხვა პარტიაში.

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინა - „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 13 წლის გამავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გასაუქმებლად ყველაფერი სცადა.„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინა. ამ 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ეს აწუხებს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ივანიშვილის რუსული დიქტატორისადმი პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას სტატუსის მიუხედავად გავაგრძელებთ. ეს არ იქნება დამოკიდებული გვექნება თუ არა პარტიული ფორმა. ამავდროულად, ევროსასამართლოში ეს აუცილებლად გასაჩივრდება და იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო ამ დრაკონულ, კომუნისტურ, რუსულ კანონს გააუქმებს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

AI უსინათლოებს ვიზუალურ ინფორმაციას მიაწვდის

კითხვა კაცობრიობისთვის ფუნდამენტურ აქტივობად რჩება, თუმცა ჯერ კიდევ აწყდებიან გარკვეულ დაბრკოლებებს მხედველობადაქვეითებული ადამიანები. მართალია, არსებობს აუდიო წიგნები, რომლებიც ტექსტს იდეალურად გადმოსცემს, მაგრამ ამას თან არ ახლავს ვიზუალური გამოცდილება, სურათები, დიაგრამები თუ სხვა ელემენტები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ელექტრონული წასაკითხი მოწყობილობები და ეკრანები ბრაილის შრიფტით საკმაოდ ძვირია, შეზღუდულიც კი, რადგან მდიდრული ვიზუალური კონტენტის გადმოცემას ვერ ახერხებს. არადა, მხოლოდ ამ უკანასკნელითაა შესაძლებელი სრულყოფილი გამოცდილების მიღება.Feel Book-ის კონცეფცია კი ხელოვნურ ინტელექტსა და ტაქტილურ ტექნოლოგიას მიმართავს ამის გამოსასწორებლად. ამგვარად, ჭკვიანი ამოცნობის სისტემების, აუდიოუკუკავშირით და რევოლუციური ტაქტილური ტექნოლოგიით ტექსტები და სურათები თანაბრად ხელმისაწვდომი ხდება მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის.დიზაინის ფილოსოფია სიმარტივეს ეფუძნება და შეუფერხებლად ინტეგრირდება ყოველდღიურობაში. პორტატიულია, შეხებით მარტივად აღიქმება და მთელ სამყაროს მომხმარებელთა თითებს ქვეშ აქცევს.AI კამერის სისტემა კი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის მას — მოწყობილობა ფიზიკური წიგნის გვერდებს ასკანერებს, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ტექსტისა და სურათების რეალურ დროში ამოსაცნობად. ტექსტს მეტყველებად გარდაქმნის და მომხმარებელს მკაფიო აუდიონარატივს სთავაზობს, გადაფურცვლისას კი ყველაფერს ავტომატურად აკეთებს და შეუფერხებელ გამოცდილებას ჰპირდება მფლობელს.რევოლუციური ასპექტი ტაქტილურ სურათების ეკრანში შეგიძლიათ, იპოვოთ. როცა AI კამერა ილუსტრაციებს, ფოტოებსა და დიაგრამებს ადგენს, კონცეფციის მიხედვით, ისინი შეხებად გრაფიკებად გადაიქცევა მოწყობილობის ზედაპირზე. მომხმარებლებს ამ პერსონაჟების კონტურების შეგრძნება, დიაგრამების ფორმებზე დაკვირვება და კომპოზიციის გააზრება შეეძლებათ საკუთარი თითებით. ასე კი ნამდვილი მრავალსენსორული გამოცდილებაც შეიქმნება.თუმცა აღნიშნული ცოტა სადაო მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი ტექნოლოგია დინამიკურად ვერ ქმნის დეტალურ ტაქტილურ გრაფიკას რეალურ დროში იმ რეზოლუციითა და სიჩქარით, რომელსაც ეს კონცეფცია მოითხოვს… ოღონდ ამას კონცეფციის ნაკლად მაინც ნუ ჩათვლით, რადგან მისი არსებობა ერთ მთავარ რაიმეს ემსახურება, გვთავაზობს გადაწყვეტას, რომელიც აქამდე ინკლუზიური დიზაინის ავტორებს შეუძლებლად მიაჩნდათ.

ბოლო სიახლეები