ალეკო ელისაშვილი – ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ

Read Time:58 Second

ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას კანონპროექტზე, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამის ზემოქმედებად განხილვა მოსალოდნელი იყო.

„კარგია, რომ ასეთი შეფასებაა და ეს მოსალოდნელიც იყო. რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს საქმეებში ერევა, ამიტომ მოდი, ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავკრძალოთ და რეგისტრაცია გავუუქმოთ. ეს დემოკრატიული და ნორმალური იდეა ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც დაფინანსების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ამის ზემოქმედებად განხილვა.

ესეც გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას რომ იღებენ და თან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თან ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ეს კიდევ კარგი, გავიგოთ, გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და ხელფასს იღებენ, აქ ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ეს ნამუსიანი და სწორი საქციელია. ამას ვერავინ ვერასდროს განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შეფასებას „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ გაითვალისწინებს.

„ჩემი ღრმა რწმენით, გაითვალისწინებენ. მმართველი გუნდი ახლა უზარმაზარი გამადიდებლის ქვეშ არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. იმის ფუფუნება, რომ გადახიონ ვენეციის კომისიის დასკვნა და გადაყარონ, ასე არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ფიქრობს, რომ მათი ერთადერთი გამოსავალი ქუჩის აქციებით ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა
Next post შალვა ნათელაშვილი – დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები დამთავრდა მაშინ, როცა საქართველოში შემოვიდნენ „ენდიაი“ და „აირაი“