ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

XI საუკუნის რელიგიური ტექსტის ქვეშ დამალული უძველესი სამედიცინო ჩანაწერები რენტგენით აღმოაჩინეს

XI საუკუნის რელიგიური ტექსტის ქვეშ დამალული უძველესი სამედიცინო ჩანაწერები რენტგენით აღმოაჩინეს-ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ნათქვამია, რომ წიგნი ყდით არასოდს უნდა განსაჯოთ, მაგრამ თურმე, ზოგჯერ არც მის ფურცლებზე დაწერილ სიტყვებს დაეჯერება.

რამდენიმე დღის წინ, კალიფორნიელმა მცნიერებმა მე-11 საუკუნის რელიგიური ტექსტების შემცველი წიგნის კვლევა დაიწყეს. ერთი შეხედვით, ეს გამძლე წიგნი ფასდაუდებელ ისტორიულ არტეფაქტს ჰგავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვითარება იმაზე გაცილებით სხვანაირია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რელიგიური ხელნაწერი შენიღბულია: უძველესი საფარი ქვეშ სიმართლეს მალავს — ჩანაწერებს ადამიანის შესახებ, რომელიც ამ წიგნამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მოღვაწეობდა და მიჩნეულია თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთ მამად.

ეს გახლდათ  კლავდიუს გალენოსი— მე-2 საუკუნეში რომის იმპერიაში მოღვაწე ბერძენი ექიმი და ფილოსოფოსი, რომელიც თავის სწავლებითა და ნაშრომებით ანტიკურ ხანის მედიცინის ერთ-ერთი უდიდეს კლასიკოსად იქცა.

მაგრამ ისტორიამ ბევრი რამ მაინც ვერ შემოგვინახა.

პერგამენტი აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის SLAC-ის ეროვნული აქსელერატორის ლაბორატორიის მეცნიერებმა შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ხელნაწერი შეიცავდა გალენოსის სწავლებებს, რომელიც მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ, უცნობი ადამიანის მიერ იყო შესრულებული. საოცარი კი ისაა, რომ გალენოსის სწავლებაზე გადაწერილი იყო ფსალმუნები.

საფარის ქვეშ მოქცეული გალენოსის სამედიცინო ტრაქტატები შესრულებულია ძველ სირიულ ენაზე, მე-6 საუკუნეში, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედ წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

მაგრამ დაახლოებით 500 წლის შემდეგ, მე-11 საუკუნეში, მელანი ფურცლებიდან წაუშლიათ და ზედ ფსალმუნები გადაუწერიათ. თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მიზეზი ეკონომიკურია — პერგამენტი სულაც არ ღირდა იაფი.

დაახლოებით ათი წელიწადია, მეცნიერები და სწავლულები მულტისპექტრულ ვიზუალიზაციას იყენებდნენ საფარის ქვეშ არსებული გახუნებული უძველესი ტექსტის აღსადგენად.

ბოლოსდაბოლოს, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა SLAC-ის სტენფორდის სინქროტრონული რადიაციის სინათლის წყაროს საშუალებით. შედეგად, ადვილად გაიშიფრა დამალული ხელნაწერი.

პერგამენტის თავდაპირველი წარწერების უკიდურესად უმნიშვნელო კვალის გამოსავლენად, მკვლევრებმა გამოიყენეს ციკლურ ნაწილაკთა აქსელერატორის მიერ წარმოქმნილი რენტგენული სხივები. შედეგად, მათ თვალწინ გადაიშალა თითქმის 2000 წლის წინ არსებული სამედიცინო ცოდნის ამსახველი უპრეცედენტო ხედები.

მოცემულ ფოტოზე ვერტიკალურად დახრილი სიმბოლოები ასახავს მე-11 საუკუნის რელიგიურ ტექსტებს, მკრთალი, ჰორიზონტალური ხაზები კი მის ქვეშ დამალული გალენის ტრაქტატების სირიულ თარგმანს.

დაკარგული ტექსტის პოვნის წინა მცდელობისას არაერთხელ გამოიყენს ულტრაიისფერი, ხილული თუ ინფრაწითელი სინათლის ტალღის სიგრძები, მაგრამ ამაოდ, ტექსტის პოვნა ყოვლ ჯერზე შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ბოლოს მიღწეული შედეგები აბსოლუტურად განსაცვიფრებელია, როგორც იქნა, ჩვენ წინაშეა მართლაც უნიკალური ტექსტი“, — უთხრა მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა პტერ პორმანმა Newsweek-ს.

ახალი ტექნოლოგიით ვიზუალიზაციას 10 საათი დასჭირდა. ანალიზი ჩაუტარდა წიგნის 26 გვერდს. მკვლევართა წინაშე წარსდგა ხელნაწერი, რომელიც ათასი წელა, არავის უნახავს.

თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, სრულიად ახალი თავი გაიხსნება მედიცინის უძველესი ფუძემდებლების ჩვენეულ გაგებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ დღის სინათლის ხილვას კიდევ 200 გვერდის ქვეშ დამალული წარწერები ელოდება და ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს შეიძლება აეხადოს ფარდა?

„კლავდიუს გალენოსი დანამდვილებით არის ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ექიმი“, — განუცხადა პორმანმა Newsweek-ს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები