VIDEO: ვინ არის კაცი, რომლის ემოციები ყველა სპორტული პორტალის გვერდზე მოხვდა – რას ჰყვება შვილი მამაზე

Read Time:1 Minute, 8 Second

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა გულშემატკივრის ვიდეო, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციისგან ტირის.

აი რას წერს ვიდეოს ავტორი

ლადო გოგოლაძე:  ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი მამაჩემს ნაკრების თამაში არ გაუცდენია.
1995 წლიდან, მეც სულ დამატარებდა. პირველი თამაში, ერთად, საქართველო-გერმანია 0-2 იყო, იმის მერე მართლა თითქმის ყველა თამაშზე ვიყავით.

სურამიდან ბილეთებისთვის ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში ( თუმცა მაშინ იშვიათად იყო ასეთი მოთხოვნა ნაკრების თამაშზე), მყიდულობდა და საღამოს სახლში მოსული, სანთლის ან ლამპის შუქზე მაჩვენებდა სანუკვარ ნივთს.
მერე ვმსჯელობდით შელია ჯობდა დაცვაში თუ ცხადაძე, კუდინოვი როგორ ფორმაში იყო, ქინქლაძის დაჭერა გაუჭირდებოდათ ინგლისელებს, გოგრიჭიანის გამოძახება რომ სწორი იყო და გაგვყავდა თამაშამდე დრო.

მერე თამაშის დროც მოვიდოდა. თბილისში წამოსვლა იოლი იყო, დაბრუნება რთული, რადგან ღამე სურამისკენ ტრანსპორტი იშვიათად იყო. “დინამო” რომ “ტიროლს” შეხვდა ( ჰო, “დინამოს” თამაშებზეც დავდიოდით), ღამე ვაგზალზე გავათენეთ რომ დილის 7 საათიან ფოთის მატარებელს გამოვყოლოდით.

მერე გავიზარდე და როლები გავცვალეთ, მე ვყიდულობდი ბილეთებს, მაგრამ მამასავით ყოჩაღი ვერ გამოვდექი და მამას, ნაკრების ბევრი თამაში გავცდენინე .

ამ წამის მონაცემებით ჩემს წინ 112908 ადმიანია, მაგრამ აუცილებლად ვიზამ რომ გოგი გოგოლაძე, 26 მარტს სტადიონზე იჯდეს, რადგან იმ 90-იანებიდან სულ ამ თამაშს ელოდა და თუ ვინმე ტრიბუნაზე ჯდომას იმსახურებს, ერთ-ერთი, უსათუდო მამაჩემია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაჩი ბერაია: არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან, მორიგი ტყუილის თქმა, ნაცმოძრაობის მხრიდან არაა გასაკვირი და მოულოდნელი – მათ ყველაფერზე მოუწევთ პასუხისგება, როცა მათი გასამართლების დრო დადგება
Next post VIDEO: „ქართველები არავინ ხართ? მოვიგეთ!“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წარმოუდგენელი რეაქცია