The Washington Post: აშშ კიევის მხარდასაჭერად გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას არ მოიცავს

Read Time:1 Minute, 19 Second

ბაიდენის ადმინისტრაცია კიევის მხარდასაჭერად გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს, თუმცა ეს გეგმები არ მოიცავს 2024 წელს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. წერს The Washington Post.

გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავითარებს ახალ სტრატეგიას, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება არ ექნება დათმობილი ტერიტორიების დეოკუპაციას. ამის ნაცვლად, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება უკრაინის დახმარებაზე რუსეთის ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ასევე ქვეყნის საბრძოლო ძალებისა და ეკონომიკის გაძლიერების გრძელვადიან მიზანზე.

გაზეთი ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს მოკლევადიანი სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერა და  უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც შეძლებს რუსული აგრესიის შეჩერებას. ის მოიცავს უკრაინის სამრეწველო და საექსპორტო ბაზის დაცვის, აღდგენისა და გაფართოების პროგრამებს, ასევე დაეხმარება ქვეყანას პოლიტიკური რეფორმების გატარებაში დასავლურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში ინტეგრაციისთვის.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გასული წლის კონტრშეტევის იმედგამაცრუებელი შედეგების გათვალისწინებით, წელს მსგავსი ძალისხმევა, სავარაუდოდ იმავე შედეგს მოიტანს. დასავლეთი ურჩევს უკრაინას 2024 წელს ფოკუსირება მოახდინოს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა შეინარჩუნოს უკვე გათავისუფლებული ტერიტორიები. რაც შეეხება შეტევას, დასავლეთი კიევს ურჩევს ფოკუსირება მოახდინოს ყველაზე წარმატებულ ტაქტიკაზე: შორ მანძილზე დაბომბვაზე, შავ ზღვაში რუსეთის ძალების შეკავებაზე, ყირიმზე სარაკეტო დარტყმების მიყენებაზე და დივერსიული სპეცოპერაციების ჩატარებაზე.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ამზადებს არგუმენტებს, რომ უკრაინამ თუნდაც ვერ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები უახლოეს პერიოდში, მას დასჭირდება მუდმივი დახმარება, რათა შეძლოს თავის დაცვა და გახდეს დასავლეთის განუყოფელი ნაწილი მომავალში. გეგმა მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვას, რათა შეიქმნას დამცავი “ბუშტები” უკრაინის ქალაქების გარშემო კიევისა და ოდესის მიღმა, რათა უზრუნველყოს უკრაინის ეკონომიკისა და ექსპორტის უსაფრთხო აღდგენა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გეგმის განხორციელებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები დასჭირდება, რომლის გამოყოფა კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 60 მილიარდი დოლარის პაკეტი დაბლოკილია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების გამო აშშ-ს სამხრეთ საზღვრის დაცვის საკითხთან დაკავშირებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას
Next post გია მურღულია: არსებობს აკრძალული კითხვებისა და გამზადებული პასუხების სივრცე – მას სტერეოტიპების უპირობო ტყვეობაში არსებობა ურჩევნია