ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026

Red Bull-ის დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა

კომპანია Red Bull-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ავსტრიელი მეწარმე, დიტრიხ მატეშიცი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მატეშიცის სახელს უკავშირდება არა მარტო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ენერგეტიკულ სასმლის, Red Bull-ის შექმნა, არამედ არაერთ ექსტრემალურ სპორტში Red Bull-ის გუნდის მიერ მოპოვებული უამრავი გამარჯვება, მათ შორის, ავტომობილების უმაღლეს სარბოლო ლიგა Formula 1-ში.

აღსანიშნავია, რომ Red Bull-ის გუნდმა Formula 1-ის ჩემპიონობა უკვე მეხუთედ სწორედ დღეს მოიპოვა. რბოლის ლიდერისა და ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის განცხადებით, Red Bull Racing-ის ეს გამარჯვებაცა და ჩემპიონობაც მატეშიცის ხსოვნას ეძღვნებოდა.

ავსტრიელმა მეწარმემ ენერგეტიკული სასმლის საწყის რეცეპტს აზიაში მიაკვლია, სადაც კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე სასმელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.

სასმლის ენერგეტიკული ეფექტით აღფრთოვანებულმა მატეშიცმა 1987 წელს კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, ინვესტიციის დიდი ნაწილი კი ტაილანდელი ინვესტორის, ჩალეო იოვიდიას მხრიდან მოიზიდა.

აზიური ვერსიისგან განსხვავებით, Red Bull-მა გაზიანი სასმლის ფორმა მიიღო, მისი რეცეპტი კი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ფუნდამენტური გემო და არომატი, რომელზეც Red Bull-ის მრავალმილიარდიანი იმპერია დგას, არასოდეს შეცვლილა.

Forbes-ის შეფასებით, მატეშიცის ქონება 20.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 71-ე ადგილს იკავებდა.

Formula 1-ის გარდა, Red Bull-ის გუნდები წარმოდგენილია დრიფტის, რალის, დრაგის, ველოსპორტისა და მოტოსპორტის დისციპლინებში. მატეშიცის ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში Red Bull-ის გუნდმა არაერთ გამარჯვებას და ჩემპიონობას მიაღწია, თავად ბრენდი კი ახლა უკვე არა მარტო ენერგეტიკულ სასმელებთან, არამედ ყველაფერ ექსტრემალურთან ასოცირდება, რაც თავად მატეშიცის ცხოვრების მიზანი იყო – კაცისა, რომელმაც საკუთარი ოცნებების ფრთების შესხმით, მილიონობით ადამიანს მისცა “გაფრთიანების” საშუალება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდებ

მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება.შესაბამისი განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა კობახიძემ.

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

კარგი სიახლე! მთავრობის გადაწყვეტილებით პენსიები კიდევ იზრდება. 

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, ევროკავშირი ათასწლეულების წინ რომის იმპერიაში არსებულ კლასობრივ მიდგომას უბრუნდება

დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს გვახსენებს. როგორც მოსკოვი თავის დროზე რესპუბლიკებს მეორეხარისხოვან წევრებად აღიქვამდა, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.პაპუაშვილს ჰკითხეს, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ძალადობრივი აქციების დროს დემონსტრაციებს მშვიდობიანად აფასებდნენ და პოლიციის ცალკეულ გადაცდომებს სისტემურ დანაშაულად მიიჩნევდნენ, მაშინ, როდესაც საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის ძალადობის შემთხვევებზე ბრიუსელი დუმს.„არა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს: არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები. არსებობს მაღალი – ევროკავშირის წევრი საზოგადოება, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური წყობა დასაცავია და არსებობენ ევროპელი პატრიციები, ვარსებობთ პლებეები, რომლებსაც ზემოდან უნდა გვიყურონ. ის, რაც იუპიტერისთვის, ანუ ევროკავშირისთვის მისაღებია, პლებეებისა და ხარებისთვის მიუღებელი უნდა იყოს. ეს უკვე სტრუქტურულ გადაწყვეტილებებშიც გამოიხატება. ამ დღეებშიც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ევროკავშირი ახალ წევრებს თუ მიიღებს, ისინი მეორეხარისხოვანი წევრების სტატუსით გაწევრიანდებიან და ევროკავშირის სხვა წევრებთან შედარებით, თანაბარი ხმის უფლება არ ექნებათ. ამით გვაჩვენებენ თავიანთ დამოკიდებულებას – პატრიციებისა და პლებეების გამიჯვნას.სამწუხაროდ, ევროკავშირი ათასწლეულების წინ რომის იმპერიაში არსებულ კლასობრივ მიდგომას უბრუნდება. ესეც ევროპა იყო, იმ პერიოდში მონათმფლობელობაც არსებობდა. არ ვიცი, არის თუ არა ეს, მარტა კოსის გაგებით, ევროპული ღირებულება – საზოგადოებების, ხალხებისა და ქვეყნების კლასებად დაყოფა. ჩავთვალოთ, ეს მისი გაგებაა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით.ეს დამოკიდებულება ევროკავშირის ელჩის კომენტარშიც ნათლად დავინახეთ. საქართველოს შემთხვევაში მისი აღშფოთება პირდაპირ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაში გამოიხატებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ საფრანგეთში 6 ათასი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან 85 პროცენტი სკოლის მოსწავლეა. ერთ მოსწავლეს ხელის მტევანი აქვს დაკარგული, რამდენიმემ კი მხედველობა დაკარგა. ვხედავთ, როგორ ბრუტალურად მოქმედებს პოლიცია, დღისით, მზისით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ კი, ევროკავშირის ელჩისგან გვესმის, რომ ის აქციის მონაწილეების ძალადობას გმობს. ეს მდგომარეობა მივიღეთ და ამიტომაც ვამბობთ, რომ დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს გვახსენებს. როგორც მოსკოვი თავის დროზე რესპუბლიკებს მეორეხარისხოვან წევრებად აღიქვამდა, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ. გვიყურებენ, როგორც რაღაც ჩამოუყალიბებელ, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომლის მიმართაც შეუძლია, გამოვიდეს რიგითი კომისარი, რომელიც არავის აურჩევია და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს იმ ტონით, როგორითაც ქალბატონი კოსი გვესაუბრება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშა.

ველისლავა პეტროვა – ჩამოვა – საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია

საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა – ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია.„დროა, განვიხილოთ, სად ვართ ახლა და საქართველოს რა როლი შეუძლია, შეასრულოს. საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება. კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომელ სექტორულ მიმართულებებში იქნება მისი როლი მნიშვნელოვანი, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია. ვფიქრობ, ეს კარგი დროა, ამაზე დავიწყოთ საუბარი“, – განაცხადა ველისლავა პეტროვა – ჩამოვამ.

ბოლო სიახლეები