Politico: თეთრი სახლი უშვებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაყინულ კონფლიქტად დარჩეს

Read Time:39 Second

თეთრ სახლში სხვადასხვა სცენართან ერთად განიხილავენ იმის ალბათობასაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ კონფლიქტად გადაიქცევა, როგორადაც, კორეული კონფლიქტის მსგავსად, წლების ან ათწლეულების განმავლობაში დარჩება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico წერს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილავენ ვარიანტებს, რომელთა მიხედვითაც გავლებული იქნება გამიჯნვის ხაზები, რომელთა არ გადაკვეთაზეც რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან. ამასთანავე, არაა აუცილებელი, რომ ეს ხაზები ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებზე გადიოდეს.

Politico-ს ცნობით, ეს სცენარი შესაძლოა ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე რეალისტური აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ არც მოსკოვი და არც კიევი საკუთარ მარცხს არ აღიარებენ. ეს ვარიანტი ასევე მისაღები იქნება აშშ-სა და ევროპისთვის, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ვინაიდან კიევისთვის გასაწევი დახმარების ხარჯები შემცირდება, კონფლიქტისადმი საზოგადოებრივი ყურადღება კი დაიკლებს.

Politico-ს ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ახლა ბაიდენის ადმინისტრაციაში ეძებენ ვარიანტებს სწორედ ხანგრძლივი პერსპექტივისთვის, მაშინ როდესაც აქამდე მხოლოდ გადაუდებელი და მოკლევადიანი სტრატეგიები განიხილებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ მიქელაძე: ამერიკას არ გამოუვიდა ის პროექტი, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ფერადი რევოლუციის სახით შესთავაზა ჩვენს ქვეყანას
Next post ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და სიტუაციას ადეკვატურად ვერ პასუხობს