Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბებმა ძლიერ შეამცირა ჰოსპიტალიზების საჭიროება, მაგრამ ბოლომდე ვერ აღკვეთა მსუბუქი სიმპტომები — ცდების საბოლოო შედეგები

Read Time:56 Second

ახალი კვლევის მონაცემების მიხედვით, Pfizer-ის მიერ წარმოებულმა COVID-19-ის საწინააღმდეგო აბებმა მაღალი ეფექტიანობა აჩვენა პაციენტების ჰოსპიტალიზების საჭიროების შემცირების თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით ნაკლებად გააქრო მსუბუქი სიმპტომები.

Pfizer-ის მონაცემები ორ კვლევას ეფუძნება. ერთ კვლევაში, რომელიც 673 პაციენტის მიერ სიმპტომების თვითმოხსენებას ეფუძნება, მედიკამენტმა, სახელად „პაქსლოვიდი“, ვერ შეამცირა სიმპტომები COVID-19-ის გართულებების რისკის მქონე პაციენტებში. თუმცა, მედიკამენტმა ამ ჯგუფში 70 პროცენტით შეამცირა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი.

მეორე კვლევაში, მაღალი რისკის მქონე არავაქცინირებულ ადამიანებში მედიკამენტმა 89-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა ჰოსპიტალიზების პრევენციის თვალსაზრისით; პრეპარატს სიმპტომების გამოჩენიდან მაქსიმუმ სამ დღეში იყენებდნენ. შედეგად, დადასტურდა Pfizer-ის წინა კვლევა, რომელიც პაციენტთა მცირე ჯგუფზე ჩატარდა.

როგორც შედეგები მიუთითებს, სავარაუდოა, რომ ეს აბები სტანდარტული სამკურნალო საშუალება გახდება დაავადების გამწვავების რისკის მქონე კოვიდპაციენტებში. თუმცა, უფრო ჯანმრთელ პაციენტებში მიღებული შერეული მონაცემები აჩვენებს, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ის სტანდარტული წამალი გახდება ვაქცინირებული პირებისთვის, რომლებსაც დაავადება დისკომფორტს უქმნის, მაგრამ არა სასიცოცხლო საფრთხეს.

Pfizer-ის ხელმძღვანელის, ალბერტ ბურლას განცხადებით, შედეგები ხაზს უსვამს, რომ მედიკამენტის ამ კანდიდატს აქვს პოტენციალი, მთელ მსოფლიოში გადაარჩინოს პაციენტთა სიცოცხლე. მისივე თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, ეს პოტენციური მედიკამენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღი გახდება პანდემიის დასასრულებლად.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის ეტაპის დასრულდების შემდეგ გადავა იქ, სადაც უნდა იყოს
Next post ზურაბ ქადაგიძე: “ემპათიის” მესვეურ ჯიშკარიანს არ რცხვენია? რატომ ცდილობდა მკურნალობა – წამებად გაესაღებინა? თუმცა, ნაცები და სირცხვილი ისე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა