„M2 ჯგუფი“ „სვეტის“ შეჩერებული ობიექტების მშენებლობას იწყებს

Read Time:1 Minute, 21 Second

„M2 ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „M2“-ის გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ბურდილაძესთან ერთად იმყოფებოდა.

კახა კალაძემ „M2 ჯგუფის“ მომავალ მობინადრეებს მშენებლობის დაწყება პირადად მიულოცა, ხოლო პროცესში ჩართულ უწყებებს – პროკურატურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში, იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობის და კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების მიმართ ჩვენი მიდგომა ანალოგიური იქნება – მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლები დაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2 500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს, წვალობს, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში, ყველაფერი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლები ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მშენებლობების დასრულების მიზნით, „M2 ჯგუფი“ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და „M2 ჯგუფის“ მიერ სრულად ფინანსდება. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას კი სამშენებლო კომპანია BK Construction-ი უზრუნველყოფს.

„M2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები „სვეტის“ დანარჩენ ობიექტებზე ეტაპობრივად განახლდება და სამ წელიწადში დასრულდება. 2 500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.

ღონისძიებას თბილისის მერიის, „M2 ჯგუფისა“ და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, სვეტის“ მიერ დაზარალებული მობინადრეები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ახალი კორონავირუსი — ყველაფერი, რაც მის შესახებ მეცნიერებამ უკვე იცის
Next post ინფექციური საავადმყოფოდან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი შესაძლოა ხვალ გაეწეროს – პაატა იმნაძე