ორშაბათი, ივლისი 6, 2026

 luxurylaunches  ინფორმაციით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წვნიანი $688 ათასი ღირს

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წვნიანი დასახელდა. ერთი თასი $688 ათასი ღირს. წვნიანი დამზადებულია სოკოსგან, რომლის თითო გრამი $14 ათასადაა შეფასებული.

სოკო ჰიმალაის მთებზე, ზღვის დონიდან 3,800 მეტრზე იზრდება და სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ინფორმაციას luxurylaunches  ავრცელებს.

წვნიანი, სოკოსთან ერთად, ქათმის მკერდსა და კენკრას შეიცავს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ წვნიანს ლას ვეგასში, Talon Club-ში მზადდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. „თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს. 2022 წლიდან გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ირანის ელჩი:ზოგჯერ საჩუქარი მხოლოდ საჩუქარი არ არის – იგი საერთო ისტორიის, ცოცხალი კულტურისა და ორ ერს შორის არსებული ღრმა კავშირის სიმბოლოა

,,ზოგჯერ საჩუქარი მხოლოდ საჩუქარი არ არის; იგი საერთო ისტორიის, ცოცხალი კულტურისა და ორ ერს შორის არსებული ღრმა კავშირის მატარებელია. გასულ კვირას პატივი მქონდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გადამეცა ულამაზესი ტრადიციული სამოსი, რომელიც ირანში, ფერეიდანში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ირანელების კულტურულ მემკვიდრეობას ეფუძნება. ეს სამოსი ქალბატონ აზამ ასპინაშვილის ოსტატობით შეიქმნა. მასში გამოყენებულია ქსოვისა და კერვის ძველი ტრადიცია, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია ფერეიდნელი ქართველების ოჯახებში თაობიდან თაობას, დედებიდან შვილებს გადაეცემა. ტრადიციულ სამკაულებთან ერთად ეს საჩუქარი ირანელი ხალხის სახელით გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. გულწრფელად მსურდა, რომ ეს ძვირფასი საჩუქარი თავად ამ ნიჭიერ ხელოვანს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, რათა იმ შეხვედრაზე უშუალოდ გადაცემულიყო ფერეიდნელი ქართველების სიყვარულის, ფესვებისადმი ერთგულებისა და კულტურული კავშირის გზავნილიც. თუმცა დიპლომატიურმა პროტოკოლმა და ოფიციალურმა მოთხოვნებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. დღეს კი ბედნიერი ვიყავი, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ქალბატონ ასპინაშვილის მასპინძლობის პატივი მერგო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც თავისი ხელოვნებით, სიყვარულითა და თავდადებით დღემდე შემოინახა ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა. ჩემი სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადე მას და მის ღირსეულ ოჯახს იმ მრავალწლიანი ძალისხმევისთვის, რომელიც ამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მისი დღევანდელი თაობებისთვის გაცნობას ემსახურება. ირანსა და საქართველოს მხოლოდ ისტორია არ აკავშირებს; ეს კავშირი ცოცხლობს ადამიანებში, რომლებმაც საკუთარი ხელით შემოინახეს ორი ერის საერთო კულტურა, ხელოვნება და ისტორიული მეხსიერება. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მადლიერებასა და უდიდეს პატივისცემას''-ამის შესახებ წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

გია ვოლსკი – საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ მიკერძოებულ დამოკიდებულებას, რადგან ჩვენ არც საგარეო კურსი შეგვიცვლია და არც პოზიციები

ვერ ვიტყოდი, რომ ევროკავშირის ან ჩვენი პოზიცია ჯიუტია. სიჯიუტის მიღმა გარკვეული პოზიცია იკითხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, საქართველოსთან მიმართებით ჩანს მიკერძოებული დამოკიდებულება, რადგან საქართველოს არც საგარეო კურსი შეუცვლია და არც პოზიციები.„პოლიტიკურ სასწორზე როცა განვითარების ერთ ან მეორე სცენარს ვდებთ, ვხედავთ, თუ ვიქნებით გარკვეული ინსტრუქციების მიმართ მორჩილი, ამან, შეიძლება, ქვეყანაში მძიმე ვითარება შექმნას, რასაც ეკონომიკური ნგრევის პროცესის განვითარება ჰქვია, ამავე დროს შესაძლებელია სამხედრო დაპირისპირების გარკვეული ფლანგის შექმნა, რაც ასევე მძიმე და დამღუპველი იქნება. ამაზე ღიადაც საუბრობენ. ჩვენთვის ევროპული პოზიცია გასაგებია, თუმცა მიუღებელია. გასაგებია, რომ რუსების აგრესიული ძალის დივერსიფიცირების მოხდენა მათთვის სტრატეგიულად მისაღებია. უკრაინა მართლაც იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპული ინტერესებისთვის და ამ ბრძოლაში საკმაოდ სერიოზულ დახმარებასაც იღებს. ამას „პროქსი ომს“ დავარქმევთ თუ „გარკვეულ სტრატეგიულ ჩანაფიქრს“, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, საქართველო უკრაინული სცენარის შემთხვევაში, თავისი გაბარიტებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ნგრევის გზას დაადგება, თუ ინსტრუქციას აჰყვება. მიზანია დაპირისპირების წინა პლანზე გადმოტანა, ადამიანის უფლებები და ე.წ. პოლიტპატიმრების თემა კი, რეალურად, თავად სცენარისტებმა შექმნეს. საქართველოსთან მიმართებით მიკერძოებულ დამოკიდებულებას ვხედავთ, რადგან ჩვენ არც საგარეო კურსი შეგვიცვლია და არც პოზიციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საფუძველს.შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიუ გუტერეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა.

ბოლო სიახლეები