სოციალურ ქსელს Instagram-ს ვიდეოზარის ფუნქციაც დაემატება. ამ ფუნქციის დამატებაზე შესაბამისი სამუშაოები და პროგრამული მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ინფორმაციას Wabetinfo ავრცელებს.
პროფილის საიტზე, სოციალურ ქსელში ამ ეტაპზე გატესტვა მიმდინარეობს, თუ რამდენად შესაძლებელია, მომხმარებლებს შორის, ვიდეოზარის შესრულება.
ზუსტი დრო, თუ როდის დაემატება Instagram-ს ვიდეოზარის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია.
Instagram-ი ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარების უფასო საშუალებაა, სოციალური ქსელის ელემენტებით.
2012 წელს ის კომპანია Facebook-მა 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.