GORBI-ს კვლევა: დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 26,8%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 6.9%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.4%; „ლელო“ – 2,6%; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2,4%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,1%; „მოქალაქეები“, – 1,6%; „ევროპული საქართველო“ – 1,4%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,2%; „გირჩი“ – 0,8%; სხვა პარტიები – 3,6%.
„გორბის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. შერჩევის სრული ზომა – 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი – 95% საიმედობისას: +/- 2.5% ქვეყნის მოსახლეობისთვის, +/- 3.5% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის ქვეყნის მასშტაბით, +/- 3.4% თბილისის მოსახლეობისთვის, +/- 4.8% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის.
თბილისის მასშტაბით კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა (18 წლის და უფროსი მოსახლეობა), რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩევლი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს. სავარაუდო ამორჩეველი განისაზღვრება რამდენიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხების საფუძველზე – ორი შეკითხვა სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, თუკი რესპონდენტი უფლებამოსილი იყო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამის შედეგად გამოპასუხების დონემ შეადგინა 34.9%.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...